ლიტერატურა სიახლეები

საბა 2021 - დაჯილდოების წინ საკითხავი

„საბა"

დეკემბერი 11, 2021

იმ წლიდან, როდესაც ლიტერატურული პრემია “საბა“ პირველად ჩატარდა, ახალი ქართული ტრადიცია გაჩნდა - მოკლე სიის გამოქვეყნებისა და, მითუმეტეს, გამარჯვებულთა გამოვლენის შემდეგ, დიდი კამათი და დისკუსია იწყება - ჯერ ვინ გაიმარჯვებს, მერე კი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა ჟიურიმ, ვინმე სხვა ხომ არ იმსახურებდა და ა.შ და ა.შ.

წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ფანტასტი მწერლის ნაწარმოებში რომ ვერ წავიკითხავდით, ისეთ უცნაურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომლის ლიტერატურულ ვერსიას ალბათ მომავალი წლის კონკურსის ნომინაციებში ვნახავთ, მიუხედავად დისტანციისა და პირბადისა, ეს ტრადიციული, ცოცხალი, საინტერესო განხილვა მაინც დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, ლიტერატურისთვის ადგილი ყოველთვის გამოიძებნება ადამიანთა გულებში.

თქვენ რას იტყვით?

როგორია თქვენი პროგნოზი? ნომინანტთაგან რომელი წიგნი წაიკითხეთ, რომელი მოგეწონათ, რომელმა აგაღელვათ, რომელი დაგამახსოვრდათ? საერთოდ, როგორი იყო ეს წელი ლიტერატურაში? ისეთი უცნაური, მძიმე და არაპროგნოზირებადი, როგორც ნამდვილი, თუ ცოტა უკეთესი? იქნებ მთელმა სინათლემ და სითბომ, რაც რეალური ურთიერთობების სახით მოგვაკლდა, წიგნებში გადაინაცვლა? მოკლედ, რას უნდა ველოდოთ?

სახეებით, ხმებით, თემებით, ადამიანებით სავსე ლიტერატურული კალეიდოსკოპი აუცილებლად მოგაძებნინებთ თქვენს საყვარელ ფერს თუ ფერებს.


წელს პრემიის 8 კატეგორიაში 44 ნაწარმოებია წარდგენილი. რას არ წაიკითხავთ ნომინანტთა შორის:

მედეას ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ამბავს:

სამყაროსა და ლიტერატურის ხედვის სხვადასხვა პრიზმიდან დაწერილ წიგნებს:

ახალ, კაშკაშა ავტორებს:

და უკვე დიდი ხნის წინ შეყვარებულ სახელებს, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, წიგნებს ჩვენ შესახებ, წარსულისა და აწმყოს ილუსტრაციას:

სრულიად განსხვავებული ენობრივი კონცეფციისა და ესთეტიკის ავტორთა რომანებს:

ამბებს და ამბის შედეგებს:

პოეზიის თაროს, რომელიც წელსაც ფორმობრივი თუ შინაარსობრივი დეტალებით, თემატიკითა და გამოხატვის საშუალებებით, ავტორთა ესთეტიკითა და ინდივიდუალიზმით, განსხვავებული აქცენტებითაა დატვირთული:

სრულიად ბრწყინვალე თარგმანებს, როგორც დროსა და სივრცეში მოგზაურობის ფანტასტიკურ საშუალებას, სადაც არც საზღვარია, არც ახალი შტამის საშიშროება და არც მესაზღვრე, რომელმაც მწვანე პასპორტი უნდა შეგიმოწმოს:

თუმცა არა, არის პირადობის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ სამყაროში დაგჭირდებათ, ეს ლიტერატურის გულშემატკივრისა და მკითხველის „პასპორტია“, რომლის გარეშეც, „საბა“, როგორც ლიტერატურული დღესასწაული, თქვენთვის უცხო დარჩება.

წარმოიდგინეთ, როგორი კომფორტია, მთელი გასული წლის განმავლობაში გამოცემული წიგნები ვიღაცამ წაიკითხა, მათ შორის საუკეთესოები გამოარჩია და თქვენს წარმოსახვით თაროზე ჩამოაწყო, რომ წაიკითხოთ, უგულშემატკივროთ და გიყვარდეთ მისი უდიდებულესობა, ქართული ლიტერატურა.

მაშ ასე, ჯერ კიდევ მოასწრებთ დაჯილდოებამდე თქვენი ფავორიტი ავტორის პოვნას!

ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, ნატა სოფრომაძე / მწერალთა სახლი, სერა ძნელაძე, პანკისის სათემო რადიო