ლიტერატურა

„საბა 2020" - ფინალისტები

„საბა“

დეკემბერი 25, 2020

26 დეკემბერს, 22:30 საათზე, ლიტერატურული პრემია საბას მე-18 დაჯილდოება გაიმართება. მკითხველი საყვარელი ავტორების და წიგნების გულშემატკივტობას ფორმულას და არტარეა ტვ-ს სატელევზიო ეთერში, ასევე საბას, თიბისის და არტარეას FACEBOOK გვერდების მეშვეობით შეძლებს. წელს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულს.


2020 წლის საბას დაჯილდოების ცერემონია განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მე-18 საბაში 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, შემოდგომაზე საბას ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა, ხოლო 26 დეკემბერს ჩვენ 9 ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობას გავიგებთ

საუკეთესო რომანი

საუკეთესო პოეტური კრებული

საუკეთესო პროზაული კრებული

საუკეთესო პიესა

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

 საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებს ჟიური ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალზე გამოავლენს.

ფოტოები:


წყარო - ინდიგო | მწერალთა სახლი

ფოტოგრაფი - ნატა სოფრომაძე


www.saba.com.ge