ლიტერატურა სიახლეები

საბა 2019-ის ფინალისტები

2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები ცნობილია!

ოქტომბერი 15, 2019

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს.


წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია თბილისში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.


2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. 



ლიტერატურული კონკურსის "საბა" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა. 


1.ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“

(სულაკაურის გამომცემლობა)


2.ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“

(სულაკაურის გამომცემლობა)


3.მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“

(სულაკაურის გამომცემლობა)


4.გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“

(სულაკაურის გამომცემლობა)


5.ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“

(არტანუჯი)


6.დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

(დიოგენე)


7.მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი, დავალება“,

(დიოგენე)


8.თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“

(პალიტრა L)


9.ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“

(ლოგოსი)


  1. 1. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან(სულაკაურის გამომცემლობა)

  2. 2. ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში(გამომცემლობა „ინტელექტი")

  3. 3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)


1.ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები(გამომცემლობა „ინტელექტი“)


2.ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)


3.ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება - ადამიანიები და სხვები(ქარჩხაძის გამომცემლობა)


4.გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)



1.ბექა ახალაია, „მტრედების იონა(გამომცემლობა „ინტელექტი“)


2.ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)


3.ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)



1.ირაკლი მახარაძე, „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები(სულაკაურის გამომცემლობა)


2.ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)


3.დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები(გამომცემლობა „ინტელექტი“)


4.სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)


5.ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)


6.სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)


1.ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია(სულაკაურის გამომცემლობა)


2.ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი(სულაკაურის გამომცემლობა)


3.თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)(სულაკაურის გამომცემლობა)


4.დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია(გამომცემლობა „ინტელექტი“)


5.ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25(გამომცემლობა „ინტელექტი“)


1.მიხო მოსულიშვილი, „ობობა(saba.com.ge)


2.ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები(გამომცემლობა „ინტელექტი“)


3.ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები (წიგნები ბათუმში)



ლიტერატურული პრემია „საბას“ საზეიმო ცერემონიაზე გაიცემა კიდევ ერთი ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.


ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - გაიზარდა საპრემიო თანხა - სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები 4000 ლარის ნაცვლად 6000 ლარს მიიღებენ, ასევე გაიზარდა ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ 8000 ლარის ნაცვლად პრიზი 10 000 ლარი იქნება. 


2019 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოება ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მანამდე კი გაეცანით ფინალისტების ნაწარმოებებს და დაელოდეთ გამარჯვებულების გამოვლენას!


www.saba.com.ge