ნოემბერი 14, 2019
სოფელ ნიქოზში, ცხინვალის საზღვართან ახლოს, მოსწავლეებისთვის სარაგბო წრე შეიქმნა და 40 პატარა მორაგბე მწვრთნელ დავით ჭეჭვაძესთან ერთად ვარჯიშობს. ცოტა ხნის წინ, ნიქოზელ მორაგბეებთან თბილისიდან რაგბის კლუბის - „წიქარას“ მოთამაშეები ჩავიდნენ. საათნახევრიანი ერთობლივი ვარჯიში სახალისო ამხანაგური მატჩით დასრულდა.