სექტემბერი 07, 2021
ვინ უნდა ვიყო?
ეს კითხვა თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც დაგვისვამს საკუთარი თავისთვის. ხშირად ეს კითხვა არც მაშინ გვტოვებს, როცა პროფესიაც არჩეული გვაქვს და უკვე ვმუშაობთ კიდეც. შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში, Miami Ad School-ში ღრმად სწამთ, რომ ყველა, ვინც შემოქმედებით სფეროში წარმატებულია, ასეთად დაიბადა, მერე კი უბრალოდ გახდა ის, ვინც ისედაც უნდა ყოფილიყო. ასე რომ, თუ თქვენში ქორიფაითერი ან არტდირექტორი ცხოვრობს, რომელსაც უწევს, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე რაიმე სხვა აკეთოს, ეს სტატია თქვენთვისაა.
Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ. მეორე ნაკადზე დარეგისტრირების ვადა 10 სექტემბერს იწურება, სწავლა კი ოქტომბერში დაიწყება.
რის გამო ირჩევენ Miami Ad School-ს?
Miami Ad School, იგივე MAS, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრეატიული სკოლაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით მისი ქსელი 16 ქალაქს მოიცავს. ამ ქალაქებს ცოტა ხნის წინ თბილისიც დაემატა, სადაც ბერლინის სკოლასთან თანამშრომლობით პორტფოლიოს პროგრამა შეიქმნება.
თუკი ინტერნეტში ოდესმე გადააწყდით სტატიას, სახელწოდებით "მომავლის პროფესიები", შეამჩნევდით, რომ ამ პროგნოზების უმეტესობაში ფიგურირებს მარკეტინგი და სარეკლამო ინდუსტრია.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში კი ამ ინდუსტრიაში დასაქმებისთვის აუცილებელია კონკრეტული უნარებისა და ცოდნის ზედმიწევნით ფლობა. MAS სწორედ ამ სფეროში კვალიფიციური კადრების შექმნას ემსახურება.
Learning by Doing — ანუ სწავლა კეთებით, MAS-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა:
"წარმატების მისაღწევად ჩვენს ინდუსტრიაში უამრავი გზა არსებობს, თუმცა MAS სწორედ იმაში გეხმარება, რომ საკუთარი გზა იპოვო. ყველა სამუშაო, რომელიც მქონია, ამ სკოლასთანაა დაკავშირებული."
— ამბობს ერთ-ერთი კურსდამთავრებული.
როგორ შეგიძლია MAST-ის სტუდენტი გახდე?
პროგრამაზე სწავლის დასაწყებად სავალდებულოა, სრულწლოვანი იყო და გაინტერესებდეს სარეკლამო ინდუსტრიის შემოქმედებითი პროფესიები, სხვა წინაპირობები რეგისტრაციისთვის არ არსებობს. რეგისტრაციის გავლა კი შესაძლებელია ამ ბმულზე.
რას და როგორ შეისწავლი MAS Tbilisi-ში?
"ერთი წელი გავიდა თბილისის სკოლის გახსნიდან. განსაკუთრებულად რთული და სარისკო იყო პანდემიის პირობებში სკოლის გახსნა, რადგან რეალობა ძალიან სწრაფად გვეცვლებოდა და მასთან მუდმივად მორგება გვჭირდებოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ტურბულენტური პერიოდის მიუხედავად, შევძელით მიზნის მიღწევა — მივიღეთ პირველი ნაკადი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სტუდენტებით, ორი სტუდენტი გავუშვით გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. 3 სტუდენტი ოქტომბრიდან აგრძელებს გერმანიაში სწავლას. მომავალში გვინდა რომ სკოლამ რეგიონის მასშტაბით მიიღოს სტუდენტები", — გვიამბობს გიორგი პოპიაშვილი, Miami Ad School Tbilisi-ის დამფუძნებელი.
დასაწყისისთვის MAS Tbilisi მსურველებს პორტფოლიოს პროგრამას სთავაზობს ორი მიმართულებით: არტ-დაირექშენი და ქოფირაითინგი.
ისევე როგორც Miami Ad School-ის სხვა სკოლებშიც, ქართულ სკოლაშიც სწავლების ყველაზე ეფექტური მეთოდი — "სწავლა კეთებით" იქნება გამოყენებული. სტუდენტი მიცემული დავალების შესრულებისას პროფესიონალებისგან რჩევებსა და უკუკავშირს მიიღებს, რათა საკუთარ ნამუშევარს დასრულებული სახე მისცეს.
პროექტი თიბისისთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, სასწავლო ბაზად კი კახა ბენდუქიძის კამპუსი იქნა შერჩეული.
ავტორი: On.ge