სექტემბერი 10, 2020
თიბისი აქ. ახლა კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. დღეიდან ვებ-გვერდზე- HERENOW.GE - საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აუდიო ჩანაწერების ლაივ რეჟიმში მოსმენა იქნება შესაძლებელი. ონლაინ რადიო თიბისის ახალ სტრატეგიას ემსახურება, რომლის ფარგლებშიც ბრენდი ყველაფერს „აქ და ახლა“ სთავაზობს თავის მომხმარებელს.
ფოტო: ლევან მაისურაძე
ხმოვანი მასალა, რომელიც საველე ჩანაწერების, აუდიო არქივის, პოდკასტებისა და ქართველი არტისტების ნამუშევრებისგან შედგება მუდმივ რეჟიმში განახლდება.
აუდიო პლატფორმას რამდენიმე მიმართულება აქვს:
• საველე ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ხმებს სხვადასხვა ლოკაციიდან
• XX საუკუნის ქართული აუდიო არქივი
• შემეცნებითი პოდკასტები
• აუდიო ლექციები
• ქართველი მუსიკოსების ნამუშევრები
აქ. ახლა შენ უკვე შეგიძლია მოუსმინო თბილისს.
დედაქალაქის ურბანულ ხმებზე აგებული კომპოზიცია: HERENOW.GE