სექტემბერი 07, 2024
ადამიანებს ყველაზე ხშირად გადაწყვეტილებების მიღება მაშინ უადვილდებათ, როცა იმავე ასაკის სხვა მათთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ახალგაზრდების გამოცდილებას ისმენენ. Მათი თითოეული წარმეტების ისტორია, შეცდომა თუ ის აღმოჩენებით სავსე თავგადასავლები, რომლებსაც ყოველდღიურად გადიან ერთმანეთისთვის ყოველთვის დიდი ინსპირაცია და ხშირად მთავარი ბიძგიც კია.
TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება, სადაც წელს სცენა ახალგაზრდებს დაეთმობა. „ძიებაში“ ღონისძიების მთავარი თემაა, რომელზეც 25 წლამდე სპიკერები მათი დაკვირვებებისა და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.
ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი - ბრენდი, რომლისთვისაც ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია.
ამ ბლოგში დეტალურად გაიგებ, რას გელოდება ღონისძიებაზე:
ლიზი გოზალიშვილი
რა ხდება, როცა თავიდან იწყებ საკუთარი თავის აღმოჩენას
შეიძლება ფიქრობ, რომ საკუთარ თავს ძალიან კარგად იცნობ, თუმცა ლიზი გოზალიშვილი მოგიყვება იმ პროცესზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
გიორგი ცარციძე
როგორ გვეხმარება წარმოდგენა თვითაღმოჩენაში
Ხომ ბევრჯერ გსმენია - “იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე წარმოგიდგენია” ? გიორგი ცარციძე სწორედ იმ წარმოდგენების შესახებ ისაუბრებს, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით ხელს გიშლიდნენ, თუმცა სწორი წარმოდგენებს თვითაღმოჩენაში დახმარებაც კი შეუძლია.
სოფო ჩიქოვანი
რატომ არ არსებობს ქართული დესერტი?
შეიძლება ამ გამოსვლის სათაურის დანახვისთანავე ბევრი დესერტი წარმოიდგინე, მაგრამ რომელია რეალურად ქართული? თუ გაინტერესებს საიდუმლო ქართული დესერტების არ არსებობის უკან, მაშინ სოფო ჩიქოვანის ეს გამოსვლა არ უნდა გამოტოვო.
ელენე ჭელიძე
ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. There is no finish line
თუ თავი ცოტა დაკარგულად გიგრძვნია, ელენეს გამოცდილება დაგანახებს, რომ ეს შეგრძნება უბრალოდ ძიების პროცესია, რომელშიც საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების იმდენ ვერსიას აღმოაჩენ, რამდენიც ვერასდროს წარმოგედგინა.
ლიზი ქათამაძე
რას გულისხმობს სექსუალური განათლება და რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში ჯანსაღი პარტნიორული კავშირი
ახალგაზრდებში სექსუალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელზეც ფსიქოლოგი და მსახიობი ლიზი ქათამაძე ისაუბრებს.
გიორგი ძირკველიშვილი
“ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” - ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში
თუ ამ სათაურის წაკითხვისას გაგიჩნდა კითხვა - თუ ის არ უნდა ვაკეთო, რაც მინდა, მაშინ რა უნდა ვაკეთო? - გიორგი ძირკველიშვილი TEDxTbilisi Youth-ზე 8 სექტემბერს შენი პასუხისთვის მოემზადება.
მარიამ გულედანი
არა უშავს, თუ არ იცი რა გინდა
მოლოდინები, რომლებსაც საზოგადოებაში ვხვდებით ან საკუთარ ვუწესებთ ხშირად არარეალისტური და ზედმეტად კრიტიკულია. როგორ უნდა გააცნობიერო, რომ ნორმალურია, თუ არ იცი რა გინდა და რა უნდა გააკეთო ამის შემდეგ - შენს ყველა კითხვაზე პასუხს, მარიამ გულედანის გამოსვლაში იპოვი.
ლექსო რატიანი
როგორ გამირთულა წარმატებულმა ცხოვრებამ საქმე
ფიქრობ, რომ წარმატებას სწორედ იმისთვის გინდა მიაღწიო, რომ მარტივი, კომფორტული ცხოვრება გქონდეს და არაფერზე იღელვო?! მაშინ ლექსო რატიანის გამოცდილება შენთვის ძალიან საინტერესო იქნება.
თეკლა შალიკიანი
რას გულისხმობენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ უნდა შევიცვალოთ?
ხშირად ეს მომენტი იმდენად გამაღიზიანებელია, არც კი ვფიქრობთ, რეალურად რას გულისხმობენ ადამიანები, რა მოტივი აქვთ და რა შედეგი უნდათ რომ მიიღონ. თეკლა შალიკიანი დაგანახებს, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანები შეცვლას გვთხოვენ.
შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.