მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის ობსერვატორია 001 | Evangelion - Black Moon

გვანცა უთურას შეფასებების სერია ქართულ უახლეს ალბომებზე.

ივნისი 17, 2021

Evangelion – Black Moon

Evangelion-მა აპრილის თვეში კარგი ამბავი გვახარა, ალბომი Black Moon იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი.

რას ველოდოთ Black Moon-ისგან?

ემბიენთში გარეულ ქართულ მრავალხმოვანებას, რომელშიც ბგერები სადღაც შორს იწელება, იკარგება. თითქოს ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი დოზა ქართული გალობის ჩანაწერები შთანთქა და ახლა მათი მეშვეობით კომუნიკაციას ცდილობას. ვიღაცისთვის ეს ალბომი შეიძლება ცოტა ჰორორის ჟანრის გამოძახილი იყოს, ზოგისთვის მიზეზი ჰორიზონტზე თვალი გააშტეროს და შეიგრძნოს კომპოზიციიდან კომპოზიციამდე როგორც ვმოგზაურობთ ჯერ ხმელეთზე, შემდეგ ამ სამყაროს გარეთ და შემდეგ სანაპიროზე, ტალღების წინ როგორ ვდგავართ.

ალბომი საკმაოდ საინტერესოა, აქვს კარგი წყობა და ემბიეთის ჟანრის ყველა იმ მოლოდინს აკმაყოფილებს რასაც მისგან მსმენელი მოელის - აიღო ნაცნობი გარემო და მუსიკის დახმარებით დაინახო ის სხვა თვალით. 1960 წლებიდან წამოწყებულ ამ ჟანრში ბევრ სხვადასხვა სტილს წავაწყდებით - Space Ambient, Ambient Techno, Dark Ambient, Ambient Metal და სხვა მრავალი. უშუალოდ Evangelion-ის Black Moon-ს რომ მივუბრუნდეთ, უფრო Space Ambient-ში გავიყვანდი ქართული ტრადიციული მუსიკის ელემენტებით.   

უშუალოდ კომპოზიციებზე რომ ვისაუბროთ,The Judgement  თითქოს ნელნელა მოიპარება ჩვენი ყურებისკენ და ნაცნობი სამყაროსკენ გვიწვევს, მაგრამ კომპოზიციაში მალევე ჩნდება მძიმე ინსტრუმენტალი რომელიც „სამსჯავრო დღის“ მოახლოებას იუწყება. მე-4 და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიცია „Evangelion“ ასევე სავსეა გალობის ელემენტებით. მე-7 კომპოზიციაში ვიპოვით ემბიენთის შვილობილ ჟანრ დრონის ხმოვანებასაც. 

საერთო ჯამში, თითქოს ალბომი სავსეა ყველა იმ პუნქტით, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს „შემდგარი ალბომი“, მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ფავორიტების სიაშია მოთავსთდა და არც დიჯითალ ალბომის ყიდვაზე შემიკავებია თავი, ობიექტური რომ ვიყო, ალბომს აკლია ის რაც მას გახდის დასამახსოვრებელს. რამოდენიმე დღე გავიდა მას მერე რაც ალბომს მოვუსმინე და ამ ეტაპისთვის რთულია გამოვყო კომპოზიციები, რომლებიც რამოდენიმე დღით მაინც გამყვა. ეს სავალდებულო არის თუ არა - სადაო თემაა ბევრისთვის, ჩემი გადმოსახედიდან - იმისთვის რომ მსმენელი დაბრუნდეს, უნდა „აეკიდოს“ მელოდია და იდეა ალბომის, რასაც ვთვლი რომ ეს ალბომი არ შვრება.

მთელი ალბომი თავისი ქავერით ჩემთვის რელიგიურ ხასიათს ატარებს, ქვეცნობიერში დალექილ მელოდიებს აღვიძებს და ისევე როგორც სამყარო, ალბომიც „мертвое солнце“-თი სრულდება. 

მოუთმენლად ველი Evangelion-ის სამომავლო პროექტებს, ჩემი სახით მათ დიდი მხარდამჭერი ყავთ.

საყვარელი კომპოზიცია - „The Judgement“ , “ Whispered hope in Death“


ნაკლებად საყვარელი კომპოზიცია - „Fidelio“


გვანცა უთურას სუბიექტური შეფასება - 7.5/10

ავტორი: გვანცა უთურაშვილი