ბიზნესი სიახლეები კულტურა

ქარავანი | 30-31 ოქტომბრის პროგრამა

30 და 31 ოქტომბერს ორბელიანის მოედანი ქარავანის მეორე კვირეულს მასპინძლობს

ოქტომბერი 29, 2021

30 და 31 ოქტომბერს შემოდგომის ქარავანი მეორედ გიმასპინძლებთ ორბელიანის მოედანზე, სადაც დაგხვდებათ ჰელოუინთაუნი. მოემზადე წლის ყველაზე საშიში ღამისთვის: გამოეწყვე კოსტიუმში და თამამად მოითხოვე ტკბილეული, სიცოცხლის სანაცვლოდ.


ადგილზე მისულმა კი, დრო რომ არ დაკარგო, სტარტაპერი გახდება შენი გიდი შემოდგომის ქარავანზე. ყოველი ვიქენდის წინ აღმოაჩინე ჩვენთან იმ გასტრონომიული თუ სამეწარმეო ობიექტები, რომლებიც დასვენების დღეებს თავის გემოს შესძენს. 

გელოდებით შემოდგომის

 ქარავანაზე,

რომელმაც თავი მოუყარა ხალხს, რომელსაც ასე მოენატრა ერთმანეთი.

გაიცანით 30 და 31 ოქტომბრის ფესტივალის მონაწილეები:

მასსა

მასსას ქარავანზე წარმოდგენილი ექნება პილმენები და გლინტვეინი. Მასსა Ახლად შექმნილი ბრენდია და პირველად იღებს მონაწილეობას ქუჩის ბაზრობაზე. დაბრენდის ცნობადობისთვის, რადგან ეხლა დავიწყე მოღვაწეობა და მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს ჩემი პროდუქცია.

“ძალიან მიყვარს ქუჩის ბაზრობები, განსაკუთრებით ფუდ მარკეტები და მიმაჩნია, რომ სტარტაპებისთვის ისეთვის როგორიც მე ვარ აუცილებელია ქუჩის მარკეტების არსებობა და მათში მონაწილეობა. ამ კონკრეტული პროდუქტით პირველი წელია ვიღებ მონაწილეობას, გასულ წლებში მქონდა სხვადასხვა პროდუქტები სხვადასხვა მარკეტებზე. ეხლა ვფიქრობ რომ ვიპოვე ჩემი ნიშა და მივყვებ ბოლომდე."

Toast Factory

ქარავანის ბაზრობაზე მოსულ სტუმრებს Toast Factory სთავაზობს ხარისხიანი და უგემრიელესი ინგრედიენტებით გაჯერებული სენდვიჩების ფართო ასორტიმენტს. 

“მსგავსი ბაზრობების მოწყობის კულტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მათი არსებობით უამრავ დამწყებ მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა, შეისწავლოს მომხმარებლის ქცევა, თავდაჯერებულად გააგრძელოს საქმიანობა და განავითაროს მისი ბიზნესი. Უკვე მეორე წელია, რაც მონაწილეობას ვიღებთ ამ ფესტივალზე და Toast Factory იდეალურად ერგება მსგავსი ტიპის ბაზრობებს, ჩვენი პროდუქტები მზადდება სწრაფად, აქვთ მისაღები ფასები და გამოირჩევა განსხვავებული გემოთი.”

Charles Rullo

ქარავანზე დაგხვდებათ Charles Rullo-ს იგივე ჩაკ რულოს ბარი, სადაც იყიდება ყურძნის დისტილატი. 

“ასეთი ბაზრობების მოწყობა პირველ რიგში ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წინა პლანზე წამოწევას და ეროვნული ნაწარმის განვითარებას, რაც დამატებითი მნიშვნელოვანი საწყისი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკისთვის. Ფესტივალზე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და გვაქვს საშუალება მომხმარებელს უკეთ გავაცნოთ მომხმარებელს ჩვენი განსხვავებული პროდუქტი და მეორეს მხრივ შევთავაზოთ ის ვარიაცები, რისი დამზადებაც ჩვენი სასმლისგან მარტივად არის შესაძლებელი.”

ჩაუფინე 

Სტარტაპი ქარავანის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ალკოჰოლური სასმელებით, კერძოდ წიპწის არყით, წიპწის არყის კოქტეილებით და გლინტვეინით. გადაწყდა, რომ ბარის კონცეფცია ჰქონდეს ქარავანისთვის ჩაუფინეს.

“ქარავანის მეშვეობით იზრდება ჩაუფინეს ცნობბადობა და გარე ბაზრობა გვეხმარება ლოიალური მომხმარებლების შეძენაში, რომლებიც ყოველკვირეულად გვსტუმრობენ ჩაუფინეს ჯიხურში და აგემოვნებენ ჩვენს პროდუქციას. ჩაუფინე სულ რაღაც 1 წელია რაც არსებობს, შესაბამისად ქარავანი არის პირველი ბაზრობა, რომელზეც მონაწილეობას ვიღებთ. პირველად 2021 წლის ზაფხულში ჩავებით ქარავანში.”

შოთი 

გამომცხვარ შოთში სხვადასხვა ქართული ავთენტური და საინტერესო ვარიაციის მქონე კერძებით დაგხვდებათ შოთის გუნდი ქარავანზე. ასევე, სტუმარს ექნება შესაძლებლობა დააგემოვნოს შოთის პურის ბრუსკეტი, ხემსები და ნატურალური ჭაჭისგან მომზადებული კოქტეილები.  

“პირველად ზაფხულში, სტარტაპ გამარჯვებულის სტატუსით მივიღეთ ფესტივალ ქარავანზე მონაწილეობა. აქ გვეძლევა შესაძლებლობა გავიგოთ ახალი მომხმარებლის აზრი. "შოთის" როგორც სთრით ფუდ კონცეფციის პიონერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მისაღები და აუცილებელია ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება.”

Dumbo’s imaginative ability 

Dumbo-ს ხელნაკეთი აქსესუარებს, ბეჭდებს, საყურეებისა და ყელსაბამებს ნახავთ ქარავანზე. Dumbo-ს გუნდი მეორედ იღებს ქარავანზე მონაწილეობას და ფესტივალზე ხელნაკეთი ნამუშევრების უშუალოდ წარდგენა ძალიან საინტერესოს ხდის ბრენდის მოღვაწეობას.

„ ქარავანზე მონაწილეობა სასიამოვნო პროცესია ჩემთვის. ადგილზე ასეთ ატმოსფეროს ქმნის როგორც ქარავანის გუნდი, ასევე ადამიანები, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას სტუმრობენ ფესიტვალს.“

ბუტკო

ბუტკოს პროდუქტი ქარავანზე კოკედამაა - ხავსში ჩასმული მცენარე. ეს არის სრულიად ეკომეგობრული 0 ნარჩენიანი პროდუქტი, რომელიც მთლიანად ბუნებისგან შედგება - ხავსი, კანაფის თოკი, ნიადაგი და მცენარე. 

„სტარტაპ ბუტკოს მიზანია ადამიანებისთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს მცენარეების ყოლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების გაცნობა და მათთან უშუალო კომუნიკაცია, ესეთი ბაზრობები კი საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ მცენარეთა მოყვარულები და შევიძინოთ ახალი პარტნიორები.”

შოკოლადის ქარხანა - Chocolate Fab

ქართული წარმოების ხელნაკეთ შოკოლადი, ასევე ცხელ შოკოლადი და შოკოლადის ბომბები დაგხვდებათ ქარავანზე შოკოლადის ქარხნისგან. პროდუქტები გათვლიალია განსხვავებული გემოვნების თუ ასაკის მომხმარებელზე.

"ეს ფესტივალი საშუალებას გვაძლევს პროდუქტის გემო და ხარისხი განვავითაროთ. ბაზრობები ახალ წამოწყებას საშუალებას აძლევს შედარებით მარტივი გზით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი.“

ლეგენდა

ქარავანის ბაზრობაზე აღმოაჩენთ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სამკაულების ანალოგებს. პროდუქტი არის საქართველოში დამზადებული. ბრენდის მიზანია პროპაგანდა გაუწიოს ქართულ ოქრომჭედლობას. 

“ქარავნის ბაზრობა გვეხმარება ბაზარზე მოთხოვნის დადგენაში და ბრენდის ცნობადობის გაზრდაში. ჩვენი პროდუქტი ეფექტურად მოერგო არსებულ ფორმატს და ყოველ ჯერზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.“

The Arthouse Gallery

Arthouse Gallery-ს გუნდი ქარავანაზე დაგახვედრებთ უცხოენოვან წიგნებს ხელოვნებაზე, ასევე, ფირის ფოტოკამერებს. პროდუქტი მსგავსი ტიპის ბაზრობებს იდეალურად ერგება. 

“ქარავანი ორბელიანზე საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი პროდუქტი და ჩვენც კარგად გავიცნოთ მომხმარებელი, მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდეს ონლაინ სივრცის მიღმა. პირველად ვიღებთ მონაწილეობას ქარავანზე და გელით ყველას 30-31 ოქტომბერს.” 

ხელნაკეთი

ხელნაკეთის გუნდი ძირითადად ხის ნივთებს გამოიტანს ბაზრობაზე. შეხვდებით როგორც საბავშვო, ასევე ზრდასრულთათვის განკუთვნილ პროდუქტს. საბავშვო სასკოლო კომპლექტი, ფოტოჩარჩოები, სანათები, საათები, ბლოკნოტები. პროდუქტი, გათვლილია როგორც ბაზრობის, ისე მაღაზიის სტენდისათვის და არ მოითხოვს სპეციფიურ გარემოს, ამიტომ მარტივად ეგრება ქარავანის ბაზრობას.

„ ჩვენი დევიზია - „ხელნაკეთია და ქართულია.“ ფესტივალზე მონაწილეობა ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში ძალიან გვეხმარება. ამ ტიპის გამოფენა-გაყიდვები ხელს უწყობს დამწყებ კომპანიებს თვითრეალიზებაში.”

ლაპის ლაზული

ბრენდი ორბელიანზე წარმოდგენილია ძირითადად ხელნაკეთი, 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული საპნებითა და თავის მოვლის სხვა საშუალებებით. ბრენდი ბაზარზე ახალია, თუმცა უკვე მესამედ იღებს მსგავს ბაზრობაში მონაწილეობას.

“იმის გამო, რომ ჩვენი პროდუქტები მხოლოდ ონლაინ იყიდება, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მომხმარებელთან უშუალოდ შეხვედრა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას და აადვილებს პროდუქტის ვიზუალურად აღქმას. Ეს ყოველივე მსგავსი ბაზრობების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.”

Chic Laboratory


ქარავანის საშემოდგომო ბაზარზე დაგხვდებათ chic laboratory-ს გუნდის მიერ შექმნილი სამკაულები. დღეს, ეს მაღაზია მხოლოდ ონლაინ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

“მონაწილეობას ვიღებ პირველად და მსგავსი ბაზრობა საშუალებას მომცემს, უფრო კარგად გავიგო, თუ რა სურს მომხმარებელს და როგორ შემიძლია უკეთ დავაკმაყოფილო მისი მოთხოვნილებები."

Salione 


Salione ქარავანზე წარმოგიდგენთ საქართველოში დამზადებულ ფერად ჩანთებს. Ბრენდმა ახლახანს დაიწყო მოღვაწეობა და თქვენ საშუალება გექნებათ მხარიდაუჭიროთ ქართულ ნაწარმს ქარავანის ბაზრობაზე.

“სტარტაპერებისთვის ასეთი ბაზრობები საუკეთესო საშუალებაა, რათა თავიშეაყვაროს მომხმარებელს და მრავალფეროვანი ქართული ნაწარმი ანახოს ბაზარს.“

შევხვდებით ქარავანზე !