მუსიკა | ცა

ახალი ქართული რელიზები vol 7

Tsa.Music

ნოემბერი 02, 2020

Katie Melua - Album No. 8

ქეთი მელუას მერვე ალბომი, რომელიც თბილისში ჩაიწერა და ალბომიდან რამდენიმე კომპოზიციაზე ვიდეო კლიპი შავი ზღვის სანაპიროზე გადაიღეს. ალბომი ყოფილ პარტნიორთან,  ჯეიმს ტოსლენდთან განშორებას ეძღვნება.

Psychonaut 4 - Beautyfall / სულდაცემა

ქართული Black Metal ჯგუფის მეოთხე  ალბომი, რომელიც 31 ოქტომბერს, ავსტრიულ Talheim Records-ზე გამოვიდა და კომპოზიციები ძირითადად ქართულენოვანი ტექსტებისგან შედგება.

RTNH - Elektron Loop Selections

ქართველი პროდიუსერის, რატი ბარამიძის EP, სადაც Analog Rytm-ის ანალოგ პერკუსიაზე ექსპერიმენტებია აღბეჭდილი.

George Ergemlidze - Dear WE

ქართველი მუსიკოსის და შემსრულებლის, გიორგი ერგემლიძის ახალი ალბომი, რომელიც 80-იანი წლების სინთპოპისა და პოპის ჟღერადობითაა გაჟღენთილი.

Oleksandr Demianenko - tangled piano loops

თბილისში მოღვაწე მუსიკოსის და პროდიუსერის, ალექსანდრ დემიანენკოს ახალი იმპროვიზაციული ემბიენთ ექსპერიმენტები  giraffe tapes-ის ლეიბლზე.

ovmegacvrse - all your lies​.​.​.

პირქუში, Burial-ისეული UKG ვიბრაციები თბილისში მოღვაწე პროდიუსერისგან.

santebela - Tell me when you hear it

თბილისელი ემბიენთ მუსიკოსის მორიგი ალბომი, მშვიდი ტექსტურებითა და განწყობით.

RIHA - WHEN THE TREE SAW ME

ქართველი მუსიკოსის, რატი ონიანის პროექტი და ალბომი, რომელიც მუსიკალურად ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, აქვეა ფოლკი, საველე ჩანაწერები, მნიშვნელოვანი ბას პარტიები და ექსპერიმენტები ჟღერადობასთან. მოსასმენად რეკომენდირებული!

Margalbeat - Chkimi Araba

ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერის, დიმა დადიანის ახალი პროექტი Leno Records-ზე, სადაც ბრიტანული ბას მუსიკა და ქართული ეთნო ფოლკი ერთმანეთს ერწყმის.

"პირამიდა" - ჩვენი ქვეყანა

ახალი ქართული როკ ბენდის სადებიუტო სიმღერა.

გერჩი - მსურს

ქართული როკ ჯგუფის სადებიუტო ჩანაწერი. „გერჩი“ სამი წევრისგან შედგება: საბა ვაშაყმაძე (ვოკალი/ბასი), დავით ლაბაძე (გიტარა) და დათო ცომაია (დრამი).

სიმართლე - ელდარი

ქართველი მუსიკოსის, ოთო ბერძენიშვილის ახალი სოციალური ირონიით სავსე მუსიკალური პროექტი.

Lasha Chapel - Too High

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა არტისტმა, ლაშა ჩხაპელიამ, რომელმაც ერთი თვის წინ ახალი პროექტით, “Tamada” დაგვამახსოვრა თავიმ ამჯერად ფსევდონიმით Lasha Chapel, ახალი კომპოზიცია Too High გამოაქვეყნა.

VA Compilation - Dual Story 001

თბილისური ლეიბლი Dual Story Records პირველ კომპილაციურ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ქართველი ელექტრონული მუსიკის სცენის 11 არტისტის ტრეკებს აერთიანებს.

Nanka Gvari - isev shen

Bravo Records ქართველი შემსრულებლის, N.E.A.S.Y-ის კომპოზიციას და ვიდეოკლიპს გვთავაზობს, სადაც ვანო სარაჯიშვილის ლეგენდარული სიმღერა „ისევ შენ“ სრულიად განსხვავებული სახითაა წარმოდგენილი.

2Kija – Human

ქართველი ემბიენთ პროდიუსერის, თორნიკე გეწაძის ახალი კომპოზიცია.

Mercibo - Spirit of The Avalanche

პარიზში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ნუგზარ ფანცულაიას ახალი პროექტი Mercibo და ალბომი.

Creams – RUN

ნათია ჭიჭინაძე, იგივე Creams, ბრიტანულ ლეიბლზე AWAL ახალ კომპოზიციას და ვიდეო კლიპს RUN აქვეყნებს.


ცა - Tsa Music: facebook | youtube | soundcloud

Special thanks to Jaba Shavishvili