ცისფერი მთები თაობა

ახალი თაობა მთაში

ცისფერი მთები

მაისი 31, 2021

თაობა Z თხილამურებზე მთაში - მთის სიყვარულით,

მიღწევებითა და სამომავლო მიზნებით.

საქართველოში, სადაც ზამთრის და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის განვითარების დიდი რესურსი გვაქვს მთაში, ახალი თაობა ამ რესურსის მომავალში წარმატებულად გამოყენების საფუძველს ქმნის.

ახალი თაობის წარმომადგენლები წარმატებულად ასპარეზობენ ქვეყნის შიდა ჩემპიონატებზე, თუმცა თითოეული მათგანის მიზანი საქართველოს საერთაშორისო რუკაზე მკაფიოდ მონიშვნას უკავშირდება.

„ჩემი მიზანია, რომ 2025 წლის ზამთრის ოლიმპიადა მოვიგო.“

-       ნიკო დულათი, 11 წლის.

თუმცა, საერთაშორისო ასპარეზობამდე ახალი თაობა საქართველოში მთის მომავალ კომუნას ქმნის და პირველ რიგში, ეს მათთვის არაფორმალური ურთიერთობების საშუალებაა, რომელიც საბოლოოდ წარმატებულ ათლეტებად აქცევთ მათ შრომისმოყვარეობასთან, მიზანდასახულობასთან და საქმის სიყვარულთან ერთად.

„საქართველოს ჩემპიონობა, ზოგადად ყველა ტიტული და გამარჯვება მხოლოდ თანმხლებია იმის, რისი კეთებაც მსიამოვნებს, თუმცა სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ შრომა გიფასდება."

-       ლუკა დულათი, 14 წლის.

ახალი თაობა, რომელიც იცნობს და უყვარს მთა.

ფოტოები: რეზი ყენია

-       ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია -