როგორ შეიქმნა მობაილბანკის მომენტალური გადარიცხვების ფუნქციონალი

აგვისტო 27, 2024

როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება თიბისის გუნდში, რომ მობაილბანკიდან მომენტალურად გადაირიცხოს სხვა საბანკო ანგარიშებზე?

თიბისის მთავარი მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ზუსტად ამ მიზნის შესასრულებლად. სამუშაო პროცესში ვითვალისწინებთ მომხმარებლების უკუკავშირს და მუდმივად კონტაქტზე ვართ მათთან, ვისმენთ მათ ტკივილებს და ვუგვარებთ. ერთ-ერთი ასეთი ქეისი იყო მომენტალური გადარიცხვებიც. ასევე, ახლახან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა თიბისისში - მოხდა “ სფეისის” მიგრაცია. თუ ჯერ არ იცით, სფეის საქართველოს მისია დასრულდა და მათი აპლიკაციის მომხმარებლები თიბისის მობაილბანკში გადმოვიდნენ. ამიტომ კიდევ უფრო მნიშნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანებს დავხვედროდით იმავე სერვისებით და იმავე პირობებით, რაც მათ “სფეისში” ჰქონდათ, იმიტომ რომ ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია.

ალბათ ყველა მომხმარებლის სურვილი იყო, რომ ეს სიახლე დანერგილიყო. რა პროცესებთან იყო დაკავშირებული ამ ფუნქციონალის შექმნა გუნდისთვის?


დიახ, რა თქმა უნდა, დიდი მოთხოვნა იყო და ზუსტად ამიტომ დავაინიცირეთ ეს პროექტი. მაგრამ მთავარი სამუშაო მანამდე იყო. მოვიძიეთ სხვადასხვა მაგალითები საერთაშორისო და ლოკალური ბაზრიდან.


ასევე გავაანალიზეთ მომხმარებლების ქცევები ბაზარზე არსებული P2P პროდუქტთან მიმართებაში, ჩავატარეთ უამრავი კვლევა პროტოტიპის ვერსიაზე და შედეგები ავსახეთ ცვლილებების სახით, რომ შეგვექმნა ზუსტად ისეთი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი კომფორტულად გამოიყენებს.


გვქონდა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა კომპეტენციის გუნდებთან, რომ პროდუქტი შესაბამისობაში ყოფილიყო რეგულაციურ თუ ბანკის შიდა მოთხოვნებთან მიმართებაში.

ასევე ვემუშავეთ საგადამხდელო სისტემებს და პროდუქტს მივეცით საბოლოო სახე.

რადგან ისევ და ისევ, ჩვენი მისია მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაა, რაც დროის დაზოგვასაც გულისხმობს, დავამატეთ როგორც სხვა ბანკის ბარათებს შორის გადარიცხვა, ასევე გავაჩინეთ ჩვენს პროდუქტში apple pay და google pay-ით გადარიცხვის შესაძლებლობა. მომენტალური გადარიცხვის ასეთი ორი ახალი შესაძლებლობა განგვასხვავებს არა მარტო საქართველოს ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან, არამედ მომხმარებელსაც ათქმევინებს, რომ მართლაც რა მარტივია.

ფუნქციონალიც რომ ავხსნათ - როგორ უნდა გადარიცხოს მომხმარებელმა თანხა სხვა ბანკის ანგარიშზე, მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე შეიძლება გადარიცხვა თუ სხვისთვისაც?


ფუნქციონალი არის მხოლოდ პირად ანგარიშებს შორის გადასარიცხად. მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით, მომენტალური ასახვით. პროცესი კი მარტივია: პირველ რიგში უნდა შეხვიდე თიბისის მობაილბანკში, დააჭირო გადარიცხვას და მონიშო ღილაკი “საკუთარ ანგარიშზე”, შემდეგ აირჩიო ბარათი, რომლიდანაც გსურს თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა, ხოლო სხვა ბანკის ველში კი  მონიშნო სასურველი ბარათი. Რამდენიმე მარტივი საფუხურის გავლის შემდეგ თანხა გადარიცხული იქნება და მომენტალურად აისახება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

სამომავლოდ კიდევ ხომ არ იგეგმება განახლებები მობილურ აპლიკაციაში?


სამომავლოდ, რა თქმა უნდა, დიდი გეგმები გვაქვს, იმის და მიუხედავად რომ ეს პროდუქტი სრულყოფილია და ასრულებს თავის მიზანს, რომ მომხმარებელს მივცეთ საშუალება გადარიცხოს საკუთარ ბარათებს შორის მომენტალურად, რომელი ბანკის ბარათიც არ უნდა ჰქონდეს - წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს. ვაპირებთ, რომ თანხის მოთხოვნის ფუნქციონალიც ჩავამატოთ, არ შევზღუდოთ გადარიცხვები მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის და თავისუფლად გადაურიცხოს მეგობარსაც მომენტალურად - რომელი ბანკის მომხმარებელიც არ უნდა იყოს.