სექტემბერი 15, 2025
თიბისიში გვჯერა, მომავალს ის ადამიანები ქმნიან, ვისაც საკუთარი თავის და შესაძლებლობების სჯერათ. სწორედ ამიტომ ახალი თაობისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თიბისი ტექსკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს თანამედროვე ტექ პროფესიები.
ორი წლის მანძილზე, ტექსკოლაში 3200-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ გადადგა პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიების მიმართულებით.
თუ გაინტერესებს კოდის წერა, ოცნებობ, რომ აპლიკაცია შექმნა, უბრალოდ გინდა გაიგო როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი ან კრეატიული სფერო შენი გატაცებაა, ეს კურსები ახალი და ძალიან საინტერესო გზის დასაწყისია:
- ვებგვერდების აწყობა
- UI/UX დიზაინი
- შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
- ვებგვერდების პროგრამირება
- მობილური აპლიკაციების შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სოციალური მედია მარკეტინგი

სწავლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ მოსწავლეს აძლევს კურსის გავლის შესაძლებლობას.
აირჩიე სასურველი კურსი და დარეგისტრირდი 28 სექტემბრის ჩათვლით.
გადადგი პირველი და თამამი ნაბიჯი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში.