თებერვალი 28, 2022
მომხმარებელთა თვალით დანახული თიბისის მობაილბანკი
თიბისი კონცეპტი
თიბისის მობაილბანკი ის აპლიკაციაა, რომელსაც ადამიანები უმნიშვნელოვანესი ფინანსური და არაფინანსური ოპერაციების შესასრულებლად ყოველდღიურად იყენებენ, რაც თიბისისთვის - ღრმად გააზრებული პასუხისმგებლობაა. თიბისიში ფიქრობენ, რომ მომხმარებელი ბიზნესის ქვაკუთხედია და სჯერათ, რომ მისგან მიღებული უკუკავშირი აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის.
თიბისი კონცეპტის მომხმარებელთა მიერ შესრულებული ყოველდღიური რუტინული პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, მობაილბანკს მომხმარებელზე ორიენტირებული ოთხი ფუნქცია აქვს: ღია ბანკინგის მხარდაჭერა, IBAN სკანერი, კომუნალურების დაჯგუფებისა და ერთიანად გადახდის ფუნქცია და ავტომატური გადარიცხვის შესაძლებლობა.

ღია ბანკინგის ფუნქციონალის დახმარებით, შესაძლებლობა გაქვთ მრავალ ბანკში მიმოფანტულ ფინანსებს თავი ერთ სივრცეში, თიბისის მობაილბანკში მოუყაროთ და თქვენთვის სასურველი ოპერაციები, იქნება ეს ანგარიშების, ტრანზაქციებისა თუ ბალანსის შემოწმება, სესხის დაფარვა, ან საერთო ნაშთის გამოყვანა - კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ.
„მობაილბანკში ღია ბანკინგის ფუნქციონალის გამოჩენა - სასიამოვნო სიახლეა, რომელიც საშუალებას მაძლევს სხვა ბანკის ანგარიშები თიბისის აპლიკაციაში დავამატო და ფინანსები ერთი ადგილიდან ვმართო“, - აღნიშნავს CLIENTELA-ს ციფრული პროექტების მენეჯერი, მირიან ხომერიკი.
მირიანი ციფრული პროექტების მენეჯერია: ის საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობს და ბევრსაც მოგზაურობს. მირიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ფინანსები სწრაფად და ეფექტურად მართოს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაშიც თიბისის მობაილბანკში დანერგილი ღია ბანკინგის ფუნქციონალი ეხმარება.
თიბისიში ფიქრობენ, რომ დინამიურ ცხოვრებასთან ერთად, მომხმარებლებს ერთგვარი ვირტუალური დამხმარე სჭირდებათ, რომლებიც ადამიანური შეცდომების დაშვების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილ ბანკს IBAN სკანერის ფუნქცია დაემატა: თუკი ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა გსურთ ფურცელზე გიწერიათ, ან სმარტფონის გალერეაში მის სურათს ინახავთ, დაასკანერეთ ან ატვირთეთ ფოტოებიდან და მარტივად გადარიცხეთ თანხა.
„ნებისმიერი პროდუქტისა თუ სერვისის გამოყენებისას, პრობლემების გადაჭრის იოლ გზებს ვაკვირდები. თიბისი კონცეპტის მობაილბანკი ჩემთვის კონფორტული ხელსაწყოა, რომელშიც ყველა შეკითხვაზე სწრაფი და ამომწურავი პასუხი მხვდება. განსაკუთრებით IBAN სკანერს გამოვარჩევდი, რომელმაც ყოველდღიური გადარიცხვების შესრულება ძალიან გამიმარტივა. თიბისის მობაილბანკში ისეთი ფუნქციონალებია, რომელიც მრავალმრივ დატვირთულ ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს“, - აღნიშნავს Phubber-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, კესო ლელუაშვილი.
კესო - ხელოვანია, ის შემოქმედებით სფეროში მუშაობს და ურჩევნია, რომ ყოველდღიური რუტინული პროცესების შესრულება გაიმარტივოს და დარჩენილი დრო შემოქმედებითად ფიქრს დაუთმოს. კესოსთვის, თიბისის მობაილბანკი - ვირტუალური დამხმარეა, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად უმარტივებს.
ასე ფიქრობს მარიამიც, ვისთვისაც თიბისის მობაილბანკი ყოველდღიურობის ნაწილია. მარიამი მარკეტერია და საქმიანობიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სერვისების, რომლებიც სწრაფ და მარტივ გადაწყვეტას სთავაზობს.
„ყოველდღიური მოხმარებისას, თიბისის მობაილბანკი ძალიან მოსახერხებელია: მობაილბანკმა საფულე ჩამინაცვლა, რისი წყალობითაც, ნაღდი ფულის გამოყენება თითქმის არასდროს მიწევს“, - აღნიშნავს ლისი დეველოპმენტის მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ოსეფაიშვილი.
თიბისიში ხვდებიან, რომ ფინანსურ სერვისებზე წვდომა - თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს კომპანიის ქვაკუთხედი - ადამიანი. სწორედ ადამიანია ის სტიმული, რომელიც თიბისის ამოძრავებს და უბიძგებს, ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მობაილბანკში მომხმარებელზე ორიენტირებული კიდევ უფრო მეტი ფუნქცია დანერგოს.
ავტორი: გიორგი არონია