ტექნოლოგია სიახლეები

მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკის განახლება

იანვარი 21, 2020


დღეს თიბისის მობაილბანკის ნახევარ მილიონზე მეტ მომხმარებელს განახლებული აპლიკაცია გამოუჩნდა app store-სა და google play-ზე



მობაილბანკს ასეთი დიდი განახლება, დაახლოებით, 3 წელია არ ჰქონია. შეიცვალა აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური ნაწილი, მოერგო მომხმარებლის ყოველდღიურობას, უფრო მარტივი, დახვეწილი და მსუბუქი გახდა.


იმისთვის, რომ მომხმარებლების ცხოვრება კიდევ უფრო გაგვემარტივებინა, მობაილბანკის გუნდმა დაახლოებით 10 თვე იმუშავა რედიზაინის პროექტზე.



ამ პროცესში მთავარი მამოძრავებელი მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირი და ინსაითები იყო

რადგან ვხვდებოდით, რომ მობაილბანკის არსებული ვიზუალური სტილი უკვე ჩამორჩებოდა იმ დიზაინ ტრენდებს, რომელიც აქტუალურია მსოფლიოში.“ - ამბობს თეა კობახიძე, მობაილბანკის გუნდის კაპიტანი.


„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბეტა ტესტირება და აპლიკაციის სატესტო ვერსიის დასტაბილურება, თუმცა აქამდე რომ მივსულიყავით ბევრი ეტაპი გავიარეთ, ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც ყოველდღიურად გვაძლევდნენ უკუკავშირს და რჩევებს რა გამოგვესწორებინა,"


გიორგი ვახტანგიშვილი, ციფრული ბანკინგის განვითარების ხელმძღვანელი


მომხმარებლების აზრი მობაილბანკის განახლებულ ვერსიაზე: 


ტატო კუტალია



„თიბისი ბანკის მომხმარებელი ვარ ბოლო 8 წელია, ჩემი პირველი ხელფასიც მანდ ჩამერიცხა. მოვესწარი მობაილ ბანკის განვითარების სხვადასხვა ეტაპებსაც. ვფიქრობ, მიმდინარე რედიზაინი ყველაზე კარგად ერგება პირადად ჩემს მოთხოვნებს: სიმარტივე და სისწრაფე. დიდი დრო არ უნდა მჭირდებოდეს ოპერაციების ძებნისთვის და დიზაინი მარტივად აღსაქმელი უნდა იყოს.


პირველად, როცა ვნახე განახლება, ჩავფიქრდი, სტრუქტურა თითქოს ჰგავდა ძველ ვერსიას, მაგრამ პატარა დეტალები, ფერების, ვიზუალის ცვლილება მთლიანად ცვლიდა იმას, თუ როგორ გამოვიყენებდი მომავალში აპლიკაციის ძირითად ფუნქციებს. მაგალითად ერთი შეხედვითაც დავინახე, რომ ტრანზაქციების ისტორიაზე ხარჯების/შემოსავლების თარიღით და ბლოკირებული სტატუსით გონებაში დაჯგუფება აღარ მომიწევდა.


იმის გათვალისწინებით, რომ მობილურში და კომპიუტერშიც ყველაფერი თითქმის მუქ დიზაინზე მაქვს, საკმაოდ მკაცრად ვუყურებ ამ საკითხს. ახალი მობაილბანკი კარგად მოერგო ამ თემას.“ - ტატო კუტალია - თიბისის მობაილბანკის მომხარებელი 

კოკო რაზმაძე


„სადაა და მარტივად აღიქმება ყველაფერი, დიზაინის ელემენტების დამატება პოზიტიური გაუმჯობესებაა, სანამ წაკითხვას დავიწყებ მანამდე ვხვდები რასთან მაქვს საქმე და ეს შესაბამისად ასწრაფებს მოხმარებას.


ვისურვებდი, რომ მომავალში მობაილბანკს ჰქონდეს ფუნქცია, რომ მთავარი გვერდის ჩემ თავზე მორგება შემეძლოს, მაგალითად, რაც ხშირად მჭირდება იმის წინ გამოტანა და ა.შ.“ - კოკო რაზმაძე


UX-ს რაც შეეხება მომეწონა, ყველაფერი თავის ადგილზეა - მარტივი, კომფორტული და ფუნქციონალური" - ალექსი ქისტაური - თიბისის მობაილბანკის მომხარებელი


ლევან ლოთუაშვილი


„ეს განახლება ჩემთვის ვიზუალურად ძალიან დიდი გარდატეხა იყო და მომეწონა. სატესტო ეტაპზევე ვიყავი ჩართული და ყველა ხარვეზი, რაც ჰქონდა დავაფიქსირე, როგორც ვხედავ გამოსწორებულია. წინა ვერსიას რომ ათი თავით სჯობს, ეგ აშკარაა . 90-იანების აპლიკაციას არ ჰგავს და თანამედროვეა, რაც მომწონს.“ - ლევან ლოთუაშვილი - თიბისის მობაილბანკის მომხარებელი



მომეწონა ბარათების არჩევა თითის ერთი დაჭერით რომ არის შესაძლებელი, მარტივად შეგიძლია აკონტროლო ყველა შენი ბარათი. რადგან მობაილბანკში ყველაზე ხშირად ვიყენებ გადარიცხვების ფუნქციას, ეს ფუნქცია მომეწონა და ვფიქრობ, კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს გახდის გადარიცხვების შესრულებას. საკუთარ ანგარიშს უბრალოდ თითს ადებ და ეგრევე ინახება, ძალიან მომწონს!



თიბისის მობაილბანკი ზოგადად ერთი ღილაკის აპლიკაცია რომ იყო, ეს უკვე აქამდე გამოცდილი მქონდა. მაგრამ ამ ყველაფრის კიდევ უფრო მეტად გამარტივება და დახვეწა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მსოფლიოში #1 მობაილბანკი გვაქვს თიბისის მომხმარებლებს.“ - იაკო მეძმარიაშვილი - თიბისის მობაილბანკის მომხარებელი



განაახლე აპლიკაცია: iOS, Android