ოქტომბერი 18, 2023
თუ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ახალ თაობას დაახასიათებს, ეს სიტყვა თავისუფლებაა. GenZ-ის ყოველდღიურობა სწორედ ამ იდეას უკავშირდება. მათ არ ახსოვთ სამყარო ინტერნეტის და ტექნოლოგიების გარეშე, ხელი მიუწვდებათ სასურველ ინფორმაციაზე, იბრძვიან თანასწორობისა და თვითგამოხატვისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მოძველებულ ნორმებს და რაც მთავარია, ესმით დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
GenZ ზუსტად ის თაობაა, რომელიც მრვალფეროვნებასა და ინდივიდუალურობას აფასებს. მოსწონთ, როცა შეუძლიათ, ყველაფერი მათ ირგვლივ საკუთარ მისწრაფებებს მოარგონ, ამიტომ ბოლო წლებში მათთვის პერსონალიზაცია მნიშვნელოვან ატრიბუტად იქცა.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნა ახალი აპლიკაცია — hi app, რომელიც 6-დან 18 წლამდე მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. 12-18 წლამდე მოსწავლეებს აპლიკაცია ფინანსების დამოუკიდებლად მართვაში ეხმარება და შესაბამისად, მეტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში უწყობს ხელს.
რა არის hi app?
hi app ციფრული ბანკია მოსწავლეებისთვის და აერთიანებს ყველაფერს, რაც მათ თანხის მართვისთვის სჭირდებათ. აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია:
• ბალანსის შემოწმება და ყოველდღიური ხარჯვის ლიმიტის კონტროლი
• თანხის გადარიცხვა
• მობილური ბალანსის შევსება
• ახალი თაობის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებებით სარგებლობა
აქამდე, მოსწავლეებს ამ ფუნქციონალების გამოყენება არ შეეძლოთ. hi app-ის საშუალებით კი მშობლებსაც ეძლევათ მეტი კომფორტი, თანხის მართვის ნაცვლად, მარტივად ადევნონ თვალყური შვილების ფინანსურ ტრანზაქციებს საკუთარ ციფრულ ბანკში. ამასთან, მათ შეუძლიათ შეამოწმონ, სად, როდის, ვისთან და რა რაოდენობის თანხა გადარიცხა შვილმა, ან სად შეასრულა გადახდა. ეს მონაცემები მათთვის სრულიად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია.
საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეებს, ინტერესების შესაბამისად, ავატარების შერჩევა და დაყენებაც შეუძლიათ.
აპლიკაცია ახალ თაობას დაეხმარება ადრეული ასაკიდანვე მიიღონ ფინანსური განათლება. ამ კუთხით სამომავლოდ არაერთი ფუნქციონალის დამატებაა დაგეგმილი.
როგორ გავააქტიუროთ hi app?
ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს:
• იმ შემთხვევაში, თუ 6-დან 18 წლამდე პირს თიბისის მოსწავლის ბარათი აქვს, თუმცა ციფრული ბანკის მომხმარებელი არაა, hi app-ის გადმოწერა და პირადი ნომრით რეგისტრაცია დასჭირდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან SMS-ის სახით თანხმობის ფორმა გაეგზავნება, დასტურის შემდეგ კი მოსწავლე hi app-ში შესასვლელ მონაცემებს მიიღებს
• თუ მოსწავლე თიბისის მომხმარებელი არაა, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, მშობელმა hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა უნდა მოითხოვოს
• ხოლო თუ მოსწავლე თიბისის ციფრული ბანკის მომხმარებელია, იგი hi app-ში თავისი მომხმარებლის მონაცემებით შეძლებს შესვლას
ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მუდმივად ქმნის მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს და ეხმარება მათ განათლების მიღებასა და ახალი უნარების შეძენაში.
სამომავლოდ hi app კიდევ უფრო მრავალფეროვან ფუნქციონალებს შეიძენს, მათ შორის დაემატება შემეცნებითი და გასართობი ელემენტები, რაც ახალგაზრდა მომხმარებლებს ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დაეხმარება.