განათლება თაობა

გიგი მოლაშხიას განათლების ამბავი AI სამყაროში

ცნობისმოყვარეობა, რომელიც მიზანს ყოველთვის აღწევს.

ოქტომბერი 01, 2025

გიგის ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროს მიმართ უზომო ინტერესით იწყება:

“ყოველთვის მიზნად მქონდა უფრო ღრმად გამეგო, როგორ მუშაობს AI მოდელები და როგორ შეიძლება მათ რეალურ პრობლემებზე გამოყენება. როცა გავიგე ოლიმპიადის შესახებ, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, რადგან ეს იყო საუკეთესო შანსი ჩემი ცოდნის გამოცდისა და განვითარებისთვის.”


პირველი ნაბიჯები ოლიმპიადისკენ

“პირველ რიგში, დავიწყე ინტენსიური მომზადება - პროგრამირების, მათემატიკის და ML-ის ძირითადი მიმართულებების სწავლა, ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოს ამოხსნა.”

შრომა სირთულეების პირისპირ

„AI-ს წელს პირველად შევეხე, ამიტომ ბევრი რამ ნულიდან ვისწავლე. ყველაზე დიდი გამოწვევა და ასევე განსაკუთრებით საინტერესო მათემატიკის ნაწილი იყო: ალბათობები, სტატისტიკა, მათემატიკური მოდელები... მართალია, თავიდან ძნელი მეჩვენებოდა, მაგრამ შრომამ ყველაფერი გადამალახინა. მეტიც, სწორედ ეს იქცა ჩემი ყველაზე დიდი წინსვლის მიზეზად.“ 

ოლიმპიადის პირველი დღე ჩინეთში ის ემოციებით სავსე წუთებია, რომლის დროსაც გიგიმ დაიჯერა - რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ერთიანობა. 


„გუნდთან მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო, რადგან ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით ცოდნას, ვეხმარებოდით სირთულეების დაძლევაში.“


“შეიძენ რწმენას, რომ შეუძლებელიც შეგიძლია”

“ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს საერთაშორისო მეგობრობას, გუნდური მუშაობის გამოცდილებას, მოტივაციას და ყველაზე მთავარს - თვითრწმენას, რომ შეგიძლია გლობალურ მასშტაბზე კონკურენცია.”

გზავნილი მომავალ მონაწილეებთან

“მომავალ მონაწილეებს ვეტყოდი, რომ კურსზე დარეგისტრირება ნამდვილად ღირს! ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი - ეს არის თავგადასავალი, უნიკალური შანსი, გახდე საერთაშორისო AI საზოგადოების ნაწილი და ერთ-ერთი მათგანი, ვინც მომავალს შექმნის.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს


მუდმივი შრომა, ცნობისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა - ის სამი გასაღებია, რომლებიც გიგიმ გამარჯვებისთვის მომავალ მონაწილეებს დაუტოვა.თუ შენც გინდა გახდე ის, ვინც ქმნის მომავალს, შემოგვიერთი AI საოლიმპიადო კურსზე.