ბიზნესი

თიბისიმ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პირველი სესხი გასცა

გეფერინი - პირველი კომპანია, რომელმაც სახელმწიფო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლა

ივლისი 30, 2020

მსოფლიო პანდემიის პირობებში ნებისმიერი ქვეყნისთვის ჯანდაცვის სფეროს შემდეგ მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა. ამ მხრივ გამონაკლისი, არც საქართველო ყოფილა. კარანტინის დროს ქვეყანაში თითქმის ყველა საწარმო, კერძო ბიზნესი, მომსახურების სფერო თუ სტარტაპი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. მართალია, დღეს მკაცრი შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა მინიმუმ 3-თვიანი პაუზის შემდეგ, ყველაფრის ხელახლა დაწყება მარტივი სულაც არაა.


მაშინ, როცა ბიზნესის მხარდაჭერაზეა საუბარი, ალბათ პირველი საბანკო სესხი გახსენდებათ. პროგრამა, რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა და კომპანიების საჭიროებებზეა მორგებული, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში პირველი სესხი თიბისიმ უკვე გასცა.

რა არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და როგორ მუშაობს ის 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, მისი მიზანი სახელმწიფოს მხრიდან საფინანსო სექტორისა და ბიზნესისთვის სესხის ისეთი გარანტიის შეთავაზებაა, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება ხელსაყრელი.


საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი საქართველოში პანდემიამდეც არსებობდა, მაგალითად, 2019 წელს მისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა და ახალი სესხების შემთხვევაში სახელმწიფო 70%-იან უზრუნველყოფას იღებდა საკუთარ თავზე. აწარმოე საქართველოს მეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლაშა ბოსტაშვილის თქმით, 2019 წელს ამ მექანიზმზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო და ფაქტობრივად ნულოვანი ათვისება ჰქონდა.პანდემიამ ეს ყველაფერიც შეცვალა შესაბამისად სახელმწიფომ გადაწყვიტა მექანიზმშიც შეეტანა საჭირო ცვლილებები:


  • მთლიანი ბიუჯეტი 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა;
  • ახალი სესხის გაცემის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფა 90% იქნება;
  • დაემატა არსებული სესხის რესტრუქტურიზაციის კომპონენტი, 30%-იანი გარანტირებით.

„ეს მექანიზმი, არის უმნიშვნელოვანესი და რეალურად ორივე მხარისთვის, საფინანსო ინსტიტუტისთვის და ბიზნესისთვის მყარ მექანიზმს წარმოადგენს,იმისათვის, რომ რეალურად გაგრძელდეს დაკრედიტება და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ერთი მხრივ, რეალურად ფულადი უზრუნველყოფით ახდენს სახელმწიფო დაგარანტირებას, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესს ვაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას, რომ ეს კრიზისული პერიოდი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია გადალახონ მსუბუქად, მოახდინონ სესხების რესტრუქტურიზაცია - ამბობს ლაშა.

არსებული 330 მილიონიანი ბიუჯეტიდან 300 მილიონი საბანკო მიმართულებითაა გამოყოფილი, ხოლო 30 მილიონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართულებით. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ლაშა გვიხსნის, რომ სესხი გაიცემა კომპანიებზე, რომლებიც 3-4 კატეგორიის საწარმოს წარმოადგენენ, ანუ მათი შემოსავალი 20 მილიონ ლარამდეა, ამასთან ერთად მოწმდება სექტორის თავსებადობა სხვადასხვა კომპონენტში. რესტრუქტურიზაცია ეხება საბანკო სესხებს, რომელიც ბიზნესზე 2019 წლის 31 დეკემბრამდეა გაცემული.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ისაა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დროით შემოსაზღვრული არაა და მისი სარგებლობა საბიუჯეტო ლიმიტის ამოწურვამდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გაცემულ სესხებს, ის კომპანიები, რომლებიც ამ მექანიზმის ფარგლებში სესხს აიღებენ, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფაში 10 წლის მანძილზე იქნებიან, თუ რა თქმა უნდა, აღებული სესხი მოკლევადიანი არაა.

თიბისი - ბანკი, რომელმაც პირველი სესხი გასცა

თიბისიში ფიქრობენ, რომ ბიზნესს ყველაზე მეტად დახმარება აქ და ახლა სჭირდება, ამიტომ ალბათ გასაკვირი არაა, რომ პირველი სესხი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში უკვე გაიცა. თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერი, ნათია ვაჭარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მექანიზმის შეცვლა და სექტორის საჭიროებებზე მორგება პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

„ბიზნესს მხარდაჭერა ორივე მიმართულებით სჭირდება. ერთი მხრივ ახალ სესხებზე, იმიტომ, რომ ამ კრიზისულ ვითარებაში კომპანიაც და ბანკიც გარკვეულწილად რისკავენ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი მექანიზმი, რომელიც ბანკებს დაეხმარებოდა უფრო გაბედულად დაეფინანსებინათ ახალი ბიზნესები ან არსებული ბიზნესების ახალი წამოწყებები. ეს არის შესაძლებლობა უფრო მარტივად მოვახდინოთ სესხის გრაფიკის ცვლილება იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო შეფერხება აქვთ და არსებული გრაფიკით გადახდების განხორციელება უჭირთ.


მისი განმარტებით, თიბისიმ კომპანია გეფერინს, რომელმაც პირველი სესხი მოიპოვა სწორედ საბრუნავი საშუალებები დაუფინანსა.


ლაშას შეფასებით, პირველი სესხის გაცემა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო.


„თიბისის წილი, დღეის მდგომარეობით, გაცემული სესხების 35-40% შეადგენს, ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, თუ როგორი მნიშვნელობის პარტნიორობა გვაქვს ჩვენ და თიბისის“, - განმარტავს ლაშა.

გეფერინი - პირველი კომპანია, რომელმაც სახელმწიფო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თიბისიმ აწარმოე საქართველოსთან ერთად პირველი სესხი კომპანია გეფერინისთვის გასცა. კომპანიის დამფუძნებელი, ილია გეფერიძე გვიყვება, რომ ბიზნესი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მყიდველებს საქართველოში დამზადებული ტყავის ნაწარმი შესთავაზა.


ყველაფერი ქალის ჩანთების წარმოებით დაიწყო, რასაც შემდეგ მამაკაცის და ბავშვის ჩანთები, ფეხსაცმელი, საფულეები, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარები დაემატა. ილია გვიყვება, რომ დღეს კომპანია მსოფლიოს 11 ქვეყანაში, 42 გაყიდვის წერტილითაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოში 7-ია.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც იყო ჩვენი წარმატების მიზეზი ეს იყო ბრენდის კონცეფცია. ჩვენ როცა დავიწყეთ წარმოება, თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა, რომ ჩვენი პროდუქცია უნდა ყოფილიყო განსხვავებული დიზაინის. ასევე, ფასი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. გეფერინი პირველი იყო, ვინც დააწესა ხარისხზე გარანტია, რამაც მომხმარებელს მეტი სანდოობა გაუჩინა“ - გვიყვება ილია.

მისი თქმით, საქართველოში ისეთი მასიური მწარმოებელი, როგორიც გეფერინია, სხვა არცერთი არაა, თუმცა პანდემიამ კომპანია 3 თვით მთლიანად გააჩერა. ილია ამბობს, რომ ონლაინ გაყიდვებით, ამ პერიოდში, მხოლოდ თანამშრომლების ხელფასების გადახდას ახერხებდნენ და რომ არა მსგავსი ინიციატივა, ბიზნესი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებდა.


„გაჩერებულები ვიყავით მთლიანად 3 თვე, შესაბამისად, გაყიდვები გვქონდა მინიმალური, გამოგვეცალა მთელი სახსრები, და სწორედ ამიტომ, ძველ პროცესებს რომ დავბრუნებოდით საჭირო იყო დამატებითი ფინანსების მოძიება. სწორედ ეს საგრანტო პროგრამა დაგვეხმარა, რომლის ფარგლებში 90%-ის უზრუნველყოფაში შემოვიდა ჩვენ სესხზე სახელმწიფო და ბანკმა უფრო ადვილად მიიღო გადაწყვეტილება“, - ამბობს ილია.



პანდემიის პერიოდმა კომპანიას აჩვენა, რომ თუ მანამდე ფიზიკურ მაღაზიებზე მეტი აქცენტი კეთდებოდა, კრიზისის შემდეგ ყურადღება ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე უნდა გამახვილებულიყო. გეფერინის პროდუქცია ამჟამად ამერიკაში, საფრანგეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჰონგ-კონგსა და ქუვეითში იყიდება. ყველაზე დიდ მოთხოვნა უკანასკნელი ორი გაყიდვის წერტილიდან მოდის. ილია გვიყვება, რომ მომავალში ახალი ტიპის აქსესუარების შეტანას ჩინეთისა და კანადის ბაზრებზე გეგმავენ.


„თიბისი ვფიქრობ, ერთადერთი ბანკია მთელ საქართველოში, რომელსაც სხვანაირი ხედვა აქვს და მომხმარებელს არ უყურებს, როგორც პროცენტის შემომტანს, არამედ პარტნიორად აღიქვამს მას. თიბისი იყო ერთადერთი ბანკი, რომელიც გამოგვყვა ზოგადად ამ საქმეში და მისი ძალიან მადლიერები ვართ“, — ამბობს ილია.


გეფერინი პირველია, თუმცა თუ თქვენც გინდათ ბიზნესი გამოაცოცხლოთ ან საერთოდ ახალი წარმოება დაიწყოთ, სესხის მისაღებად თიბისის გვერდზე განაცხადი უნდა შეავსოთ. თიბისიში ელოდებიან, აქ და ახლა, ვინ იქნება შემდეგი.



ავტორი: სალომე ჩიკვილაძე