განათლება თაობა სიახლეები

გაიცანი ტექსკოლის კურსდამთავრებული - ქრისტინე თორდია

აგვისტო 02, 2024

ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლო რაც გსურს და იმუშაო სადაც გსურს თუნდაც, სხვა ქვეყანაში. ამის აუცილებელი წინაპირობა კი ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნაა.

სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2023 წელს დაარსა ტექსკოლა, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ტექნოლოგიების სხვდასხვა მიმართულებების უფასოდ დაუფლებას სთავაზობს.

ტესკოლაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ, 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეს შეუძლია.

სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებები 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში ერთიანდება: ვებგვერდების აწყობა; ვებგვერდების შექმნა; მობილური აპლიკაციების შექმნა; UI/UX დიზაინი; გრაფიკული დიზაინი; ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია.

პროექტს უკვე 1800-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

ერთ-ერთი წარმატებული მათგანი- ქრისტინე თარდიაა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეა.

 

ქრისტინემ ტექსკოლაში ციფრული მარკეტინგი შეისწავლა.

„თიბისის ტექსკოლის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, მან მირჩია დარეგისტრირება ციფრული მარკეტინგის კურსზე. ველოდებოდი მიმიღებდნენ თუ არა და საბედნიეროდ დღეს ვარ ამ კურსის ერთ-ერთი მონაწილე. ტექსკოლა მეხმარება მივიღო ის ინფორმაცია, რაც უკვე შემდეგ ეტაპზე , სამსახურის ან თუნდაც უნივერსიტეტის დაწყებისას გამიადვილებს პროცესებს, „ - ქრისტინე თორდია

ტექსკოლის კურსდამთავრებული თავისუფალ დროს თვითგანვითარებას უთმობს. ქმნის ჩანახატებს, წინასწარ წერს თავისი კვირის გეგმებს და განვლილი დღეების შესახებ დღიურში წერს.

ქრისტინემ პრაქტიკული კურსის ბოლოს მისთვის სასურველ და საინტერესო პროექტზე იმუშავა.

„კურსის დასასრულს, ასარჩევი გვქონდა ფინალური პროექტის თემა. ბევრი ვიფიქრე , მინდოდა ისეთ თემაზე მემუშავა, რომელიც ჩემს ქალაქთან იქნებოდა დაკავშირებული და ავირჩიე ტურისტული პროექტი, რომელიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პროექტი გულისხმობს შედის ჩემი ქალაქის ტურიზმის გაზრდა შესაბამისად, შევქმენი აპლიკაცია, სადაც იქნება ტურისტებისთვის განკუთვნილი ყველა ის ინფორმაცია რომელიც დაეხმარებათ სამეგრელო ზემო-სვანეთის დათვალიერებაში,“- ქრისტინე თორდია

ქრისტინე, თანატოლებს ურჩევს, რომ გამოიყენონ უფასოდ სწავლის შესაძლებლობა და დარეგისტრირდნენ ტექსკოლაში.

ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbceducation.ge

თიბისის ტექსკოლა - სწავლობ და ქმნი