განათლება ტექნოლოგია თაობა

გაიცანი ტექსკოლის კურსდამთავრებული - კესო რატიანი

ივლისი 17, 2024

ტექნოლოგიების საბაზისო დონეზე ცოდნა, 21-ე საუკუნეში წარმატების აუცილებელი წინაპირობა გახდა. 

სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2023 წელს ტექსკოლა დაარსა, რომელსაც უკვე 1800-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მთელი საქართველოს მასშტაბით

 თიბისის ტექსკოლა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებითვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, უფასოდ გაიცნონ და დაეუფლონ ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს. 

ტექსკოლაში მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლასთან ერთად, საკუთარი პროექტები შექმნან. პროექტთა ერთობლიობით, პორტფოლიოს ქმნიან და უკვე მზად არიან, პირველი ნაბიჯები გადადგან სამუშაო ბაზარზე. 

ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარებს და პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი. 

ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში აერთიანებს:


-ვებგვერდების აწყობა

-ვებგვერდების შექმნა

-მობილური აპლიკაციების შექმნა

- UI/UX დიზაინი

-გრაფიკული დიზაინი

-ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია.

ტექსკოლის მონაწილეებს შორის, ფოტო-ვიდეოგრაფიის კურსის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია კესო რატიანი.

კესო ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. მისი თავისუფალი დრო ხატვას, ფილმების ყურებასა და ვიდეო თამაშებს ეთმობა. თუმცა, მისი სამომავლო გეგმები არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინს უკავშირდება. 

„ვფიქრობ, რომ ფოტო-ვიდეოგრაფიის შესწავლა დამეხმარება მომავალი პროფესიის ადვილად ათვისებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებაში. ტექსკოლაში სწავლამ ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები აღმომაჩენინა, გამიუმჯობესა ხედვა, გამიჩინა ახალი ინტერესები მაპოვნინა სხავასხვა წყაროები ჩემთვის სასურველი ინფორმაციით და გამაცნო ახალი ადამიანები,“ -კესო რატიანი

 ტექსკოლის ყველა კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, შესაბამისად მონაწილეები სწავლასთან ერთად ნაშრომებსაც ქმნიან.



 

კესო თავისი ობიექტივით აღბეჭდილი ქუთაისის კადრებს გვიზიარებს:

"ტექსკოლის გარდა, მსგავსი უფასო კურსები არსად შემხვედრია," - კესო რატიანი

პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbceducation.ge

სწავლობ და ქმნი ტექსკოლაში