ივლისი 16, 2024
თანამედროვე ადამიანისთვის ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ცოდნის გაღრმავების, საქმიანობის გაფართოების თუ წარმატების მიღწევისთვის.
სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2023 წელს ტექსკოლა დაარსა, რომელსაც უკვე 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, მთელი საქართველოდან
თიბისის ტექსკოლის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებითვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით და მისი მიზანია, ახალ თაობას მივცეთ შესაძლებლობა, უფასოდ გაიცნონ და დაეუფლონ ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს.
ტექსკოლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეებს სკოლის ასაკიდანვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლასთან ერთად, საკუთარი პროექტები შექმნან. პროექტთა ერთობლიობით, პორტფოლიოს ქმნიან და უკვე მზად არიან, პირველი ნაბიჯები გადადგან სამუშაო ბაზარზე.
სწავლა ონლაინ მიმდინარებს, რაც ნიშნავს იმას რომ პროგრამაში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.
სწავლა ონლაინ მიმდინარებს, რაც ნიშნავს იმას რომ პროგრამაში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გაცნობა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი.
ტექსკოლა სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს 7 სასწავლო, პრაქტიკულ კურსში აერთიანებს:
-ვებგვერდების აწყობა
-ვებგვერდების შექმნა
-მობილური აპლიკაციების შექმნა
- UI/UX დიზაინი
-გრაფიკული დიზაინი
-ციფრული მარკეტინგი და ფოტო-ვიდეოგრაფია.
თიბისის ტექსკოლის, ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული, ბარბარე გუგავა საკუთარ გამოცდილებებსა და შეგრძნებებს გვიზიარებს
ბარაბარე ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც ვებგვერდების აწყობას ტექსკოლაში დაეუფლა. მისთვის საინტერესოა კომპიუტერთან მუშაობა და ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია შესაძლოა გრაფიკულ დიზაინს დაუკავშიროს.
წიგნის კითხვა, ცეკვა, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება და ცოდნის გაღრმავება იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლითაც ბარბარე თავისუფალ დროს იტვირთავს.
„ტექსკოლა გეხმარება შენი თავის პოვნაში, ერკვევი შენს ინტერესებში, იჩენ ახალ მეგობრებს, ეჩვევი შენს თავზე მუშაობას და ცდილობ განვითარდე. სწავლობ თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებას. ტექსკოლამ დამანახა, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას თავს კომფორტულად ვგრძნობ,“ - ბარბარე გუგავა
ბარბარეს რჩევები ვებგვერდების აწყობის დაინტერესებულთათვის:
1. W3Schools.com - აუცილებელია საკუთარ თავთან მუშაობა , ამიტომ ახალი რაღაცების გასაგებად და ამავდროულად მეტი პრაქტიკისთვის, ეს პლატფორმა კარგი საშუალებაა.
2. ასევე, ხშირად ვიყენებ იუთუბს და ინსტაგრამს ახალი ინფორმაციების გასაგებად: Bro Code; Super Simple Dev- youtube
3. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ სწავლა, მუშაობა ისევ და ისევ ჩვენი თავის გასავითარებლად და საკუთარი თავის მსოფლიოში დასამკვიდრებლადაა. დროის მენეჯმენტი კი ის დიდებული იარაღია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად დაგეხმარება ისე, რომ საკუთარი თავისთვისაც დაგრჩეს დრო.
4. დღევანდელობაში, მზარდი ტექნოლოგიური ეპოქის გამო, ადვილად ხელმისაწვდომია სწავლის სხვადასხვა ხერხები. მე პირადად რეკომენდაციას გავუწევ: ჯეოლაბის, თიბისი განათლების კურსებს და ,ასევე, Technovation girls, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.
ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbceducation.ge
თიბისის ტექსკოლა - სწავლობ და ქმნი