განათლება სიახლეები

გაიცანი საბა - თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული

აპრილი 14, 2025

 


მე ვარ… 


საბა, 21 წლის. ვსწავლობ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად, მაინტერესებს კინო და აქტიურად ვარ ჩართული კინემატოგრაფიულ პროექტებში. მოკლემეტრაჟიან ფილმებზე ოპერატორად და სინემატოგრაფად ვმუშაობ ხოლმე. ახლაც ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჩემი სადებიუტო ფილმი - “პალატა 222”, ისეთ საერთაშორისო ფესტივალებზე მოხვდა, როგორებიცაა: Stockholm City Film Festival, Rome Prisma Film Awards, New York Film & Cinematography Awards. 

თიბისი კამპუსში ვისწავლე… 

სარეკლამო კონტენტის შექმნა. მინდოდა აღმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები და წვდომა მქონოდა თანამედროვე ცოდნაზე და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. 

კურსი, რომელიც გავიარე იყო… 

ძალიან ახლოს იყო ჩემს ინტერესებთან: სულ ვეძებ კრეატიულ მიდგომებს და თანამედროვე პლატფორმებს. ვისწავლე კრეატიული პროცესის სწორად დაგეგმვა იდეის ფორმულირებიდან - რეალიზაციამდე.  


ლექტორი ცდილობდა თითოეული ჩვენგანის იდეაში დაენახა პოტენციალი და მაქსიმალურად გაეზარდა ჩვენი თვითგამოხატვის სივრცე. მისგან ვისწავლე, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ შემოქმედებითი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია.  

კურსის ფარგლებში შევქმენი… 

თიბისის პროექტის - #წერექართულად ჩემი ვერსია, რომლის მიზანია Gen Z თაობაში ქართული შრიფტით კომუნიკაციის პოპულარიზაცია. 

ჩემი მიზანია და ძალიან მინდა, რომ… 

შევქმნა ვიზუალურად და შინაარსობრივად ღირებული ისტორიები და ერთ დღეს, ჩემი ფილმები საერთაშორისო ფესტივალებზე ვნახო.  

თიბისი კამპუსის ახალი ნაკადის სტუდენტს გირჩევ.. 

არ შეგეშინდეს კრეატიული ექსპერიმენტების, იყავი გულწრფელი, თავისუფალი და თამამად ჩართე კამერა. 

სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ