თიბისელები სიახლეები

გაიცანი თიბისის უფროსი მომსახურების მენეჯერები

ნოემბერი 07, 2023

თითოეული თიბისელი ქმნის თიბისის კულტურას, რომელიც განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. თიბისელები ღია არიან ახალი შესაძლებლობებისთვის, ზრუნავენ ერთმანეთზე და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებენ, რაც ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და პროდუქტიული სამუშაო პროცესის წინაპირობაა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, სამუშაო პროცესს სასიამოვნოს ხდის ადამიანებს კი, უმარტივებს ცხოვრებას.

უფროსი მომსახურების მენეჯერი ახალი პოზიციაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა ფილიალებში მომსახურე მენეჯერის პოზიციაზე მოსული არასაბანკო გამოცდილების მქონე სტაჟიორების სწორი და ნაყოფიერი მენტორინგისთვის. მენტორინგი ორგანიზაციულ კულტურასთან გაცნობასა და ბანკში პროცესების შინაარსობრივი ასპექტების გაზიარებას მოიცავს, ეს პასუხისმგებლობა კი მენტორული უნარებით გამორჩეულ თანამშრომლებს მიენიჭათ.

უფროსი მომსახურების მენეჯერის პოზიცია სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სხვა პოზიციებისგან გამოირჩევა, რადგან ამ დროს თანამშრომელს აღმზრდელობითი ფუნქციის შესრულება უწევს. მენტორობისთვის თანამშრომელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ორგანიზაციული კულტურა და მისია. ასევე, ის აუცილებლად უნდა იყოს კომპეტენტური, მზრუნველი, კომუნიკაბელური და ჰქონდეს გადმოცემისა და გაზიარების უნარი. 

ეკა მამისიმედაშვილი ერთ-ერთია უფროსი მომსახურე მენეჯერებიდან, რომელიც ახალმოსულ თანამშრომლებს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს:


„უფროსი მომსახურე მენეჯერის პოზიცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, რადგან შეხება გვაქვს განსხვავებული ინტერესისა და ცოდნის მქონე ადამიანებთან, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ. დღემდე დაახლოებით 10-მდე სტაჟიორი მყოლია, აქედან ყველამ წარმატებით გაიარა სწავლება და გამოცდები, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა“
- ამბობს ეკა

უფროსი მომსახურების მენეჯერი სტაჟიორებს ეხმარება მომსახურების მენეჯერის პოზიციის გაცნობიერებაში, სტაჟიორებმა უნდა გაიაზრონ რას ნიშნავს კარგი სერვისი და როგორ მოქმედებს ის გაყიდვებზე. მათ უნდა ისწავლონ სტრესული სიტუაციების მართვა და სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან აუღელვებელი და შედეგიანი კომუნიკაციის წარმოება, რაშიც უფროსი მომსახურების მენეჯერის როლი ძალიან დიდია. 

„ვფიქრობ, უფროსი მომსახურების მენეჯერის პოზიცია საინტერესოსთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ახალი კადრი უნდა მოამზადო ისე, რომ სტაჟირების შემდეგ დამოუკიდებლად გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა ეს ერთგავრი სტიმულია, ვიყო მოტივირებული და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო.“


- აღნიშნავს ქრისტინა დოლბაძე

მენტორინგის პროცესი:

1. სასწავლო ცენტრში თეორიული სწავლების შემდეგ, ერთი თვის მანძილზე უფროსი მომსახურების მენეჯერი სტაჟიორის, ანუ უმცროსი მომსახურების მენეჯერს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და აცნობს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს რეალურ გარემოში, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. სტაჟიორს უწევს ყველანაირი საბანკო პროდუქტების შესწავლა და განსხვავებული მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა, რომ შეიქმნას საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება.

2. ერთი კვირის განმავლობაში სტაჟიორი აკვირდება, თუ როგორ ემსახურება უფროსი მომსახურების მენეჯერი მომხმარებლებს. შემდეგი სამი კვირა კი სტაჟიორი დამოუკიდებლად ასრულებს სამუშაოს უფროსი მომსახურების მენეჯერის მეთვალყურეობის ქვეშ.

3.ამ პერიოდის განმავლობაში სტაჟიორი იღებს უკუკავშირს და პრაქტიკულ რჩევებს იმ სირთულეებზე, თუ შეცდომებზე რასაც უფროსი მომსახურების მენეჯერი დაკვირვების პროცესში აღმოაჩენს ხოლმე. შედეგად, სტაჟიორს უგროვდება შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საქმის დამოუკიდებლად გაგრძელებისთვის.

„უფროს მომსახურე მენეჯერად მუშაობის დროს საკუთარ თავში აღმოვაჩინე ისეთი თვისებები და უნარები, რაც აქამდე არ ვიცოდი. ასევე, მივიღე დიდი გამოცდილება და გამომიმუშავდა ისეთი პროფესიული უნარები, რომლებიც, ვფიქრობ, სამომავლო კარიერულ წინსვლაში ძალიან დამეხმარება“


-ნინო ინდუაშვილი, თიბისის უფროსი მომსახურე მენეჯერი

აღმზრდელობითი ფუნქციის შესრულება და შესაბამისი უნარების ქონა მენეჯერული პოზიციებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, უფროსი მომსახურების მენეჯერებისთვის ამგვარი გამოცდილება საშუალებას იძლევა, ჩამოიყალიბონ და განივითარონ ისეთი უნარები, რაც სამომავლოდ მათ მენეჯერული პოზიციებისკენ მიმავალ კარიერულ ზრდაში გამოადგებათ.

იყო უფროსი მომსახურე მენეჯერი საპასუხისმგებლო და სასიამოვნო პროცესია. უფროსი მომსახურე მენეჯერი უნდა იყოს მზრუნველი, პასუხისმგებლიანი, კვალიფიციური და უნდა იცნობდეს ყველა საბანკო პროდუქტს, რომ სწორედ გააზიაროს ორგანიზაციული კულტურა.

საამაყოა ისიც, რომ შენი დახმარებითა და ცოდნის გაზიარებით სტაჟიორი აბარებს გამოცდას, წარმატებით აგრძელებს მუშაობას და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის მომხმარებლისთვის.