სექტემბერი 05, 2024
ESG ელჩი თიბისიში შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ESG მიმართულებით თიბისელების ჩართულობის გაზრდა.
ESG ელჩებს მათი ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები ESG მიმართულებით, ხელი შეუწყონ ESG საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარებას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას.
ESG ელჩის პროგრამა 2022 წლიდან მიმდინარეობს. წელს პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. განაცხადის შემოტანა შეუძლია ყველა თიბისელს მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან ESG ელჩები და ლიდერი ESG ელჩები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ინტრანეტში.
გაიცანი პირველი ეტაპის მონაწილე ESG ელჩები, რომლებიც საკუთარ უკუკავშირს გვიზიარებენ პროგრამასთან დაკავშირებით:
რა იყო შენთვის ESG ელჩების პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია?
„ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მიყვარს ახალი ცოდნის მიღება. გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ამ პროგრამის საშუალებით მეტ ინფორმაციას მივიღებდი ESG თემებზე და შემდგომ გავუზიარებდი სხვა ადამიანებს.
მონაწილეობა მივიღე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, კარგად გავიაზრე ESG საკითხების მნიშვნელობა, შევიძინე ახალი მეგობრები და როგორც ESG ელჩი, მეტმა ადამიანმა გამიცნო“.
რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი ESG ელჩების პროგრამაში მონაწილეობა?
„ESG ელჩების პროგრამაში მონაწილეობამ მომცა ახალი ცოდნა ESG თემებთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომ ვაზიარებდი ჩემს გუნდსა და იმ კომპანიებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობ. ვფიქრობ, ESG საკითხები და სტრატეგია ბიზნესის განვითარების ციკლის უწყვეტი ნაწილია.
გარემოს დაცვა არჩევანი არ არის - ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც საზოგადოების წევრები ვინაწილებთ. მჯერა, რომ ნებისმიერი ძალისხმევა მდგრადობის მიმართულებით ეფექტურია. ESG ელჩების პროგრამაში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც თვითგანვითარებისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის“.
რა მოლოდინები გქონდა ESG ელჩების პროგრამასთან დაკავშირებით?
„ველოდი, რომ მივიღებდი ახალ ინფორმაციას მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე და ჩავერთვებოდი სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებაში. ჩემი მოლოდინი გამართლდა, რადგან პროგრამის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩავატარეთ.
სასიამოვნო გამოცდილება იყო ნივთების გაცვლის SWAP ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა. პირველად ვიმუშავე მსგავსი ტიპის პროექტზე, რამაც საკუთარ თავში ღონისძიების ორგანიზების უნარები აღმომაჩენინა“.
რატომ ურჩევდი თიბისელებს, რომ გახდნენ ESG ელჩები?
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გავიარეთ ორდღიანი ტრენინგი, მივიღე მონაწილეობა ნივთების გაცვლის SWAP ღონისძიებაში, რომელიც ძალიან კარგი ინიციატივაა. დავასუფთავეთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. მეორე დღეს აღნიშნული მონაკვეთის გავლისას კმაყოფილება ვიგრძენი, რადგან ტერიტორიაზე ნარჩენები აღარ იყო. პროგრამის მეშვეობით გავიცანი სხვადასხვა პროფესიის მქონე საინტერესო ადამიანები.
კოლეგებს ვურჩევდი, გახდნენ ESG ელჩები, რადგან მიიღებენ მნიშვნელოვან ცოდნას გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით. ESG ელჩების პროგრამა არის პლატფორმა, სადაც მოუსმენენ და მათ აზრებს გაიზიარებენ “.
რომელ პროექტს გამოარჩევდი ESG ელჩების პროგრამიდან?
„პროგრამის დასაწყისშივე მქონდა მოლოდინი, რომ როგორც ESG ელჩი, წლის განმავლობაში აქტიურად ჩავერთვებოდი სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, შევიძენდი ახალ უნარებსა და გამოცდილებებს, ჩავატარებდი ტრენინგებს ESG მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე.
სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასთან ერთად, გამოვარჩევდი ფულის დაზოგვის დღესთან (WSD) დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებულ პროექტს „მოიწვიე ფინედუ კლასში“. რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარე გაკვეთილები დაზოგვის თემაზე თბილისსა და ყვარელში“.
რა შეიცვალა შენთვის ESG ელჩების პროგრამაში მონაწილეობით?
„ESG ელჩების პროგრამამ მეტად ყურადღებიანი და მგრძნობიარე გამხადა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართ. ადრე რაც ყურადღების მიღმა მრჩებოდა, ახლა თვალსაჩინოა ჩემთვის. ვცდილობ, ESG საკითხები წინ წამოვწიო, მათზე გავავრცელო ინფორმაცია და გავითვალისწინო ყოველდღიურ მოქმედებებში.
თიბისელებს ვურჩევ, შემოუერთდნენ ESG ელჩების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეობას იღებ გარემოსა და ადამიანებისთვის საჭირო და სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში. მიხარია, რომ ვარ თიბისის ESG ელჩი“.
როგორ შეაფასებდი ESG ელჩების პროგრამას?
„მქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა ძალიან კარგი გამოცდილება, ახალი ადამიანებით და საინტერესო პროექტებით, რაც ჩემ შემთხვევაში 100 %-ით გამართლდა.
პირველ რიგში პროგრამამ მომცა ცოდნა ESG მიმართულებით, კონკრეტულად პროექტების მართვის კუთხით, რასთანაც აქტიური შეხება მანამდე არ მქონია. ამას დაემატა გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამაში მონაწილეობა - „SDG ინოვაციების აქსელერატორი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“. ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მომცა და ამ თემით დაინტერესებული ადამიანები გამაცნო.
ESG ელჩების პროგრამის მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 9 აგვისტოს დაიწყო და 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის გადადით ინტრანეტის ბმულზე.