მაისი 05, 2025
პირველობისკენ სწრაფვა, ადრენალინის სიყვარული, მიზანდასახულობა, დაუღალავი შრომა თუ ვარჯიში, ეს არის იმ თვისებების მცირე ჩამონათვალი, რომელიც ფორმულა 1-ს და ჩვენს ცხოვრებას აერთიანებს.
ფორმულა 1, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი, ფართო აუდიტორიისთვის, ბოლო წლებია გახდა, სამეფო სპორტის სახელითაც არის ცნობილი. დღეს შევეცდები გაჩვენოთ, ის რასაც ყველა ვერ ხედავს, ამ მართლაც სპორტის მაგიურ სახეობაში – დავიძარით!
არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ფორმულა 1 ერთგვარი კულტურული ფენომენია, თუმცა ვიტყვი, რომ ის განსხავებული კულტურის მქონე სახელმწიფოებს აერთიანებს. მექსიკა, იაპონია, კატარი, ჩინეთი, მონაკო – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც რბოლები იმართება – კულტურული კონტრასტი სახეზეა.
გეოგრაფიის მიღმა სამეფო სპორტს ბევრი რამ ხდის უნიკალურს, ხოლო სანამ მათ ჩამოთვლას დავიწყებ, უცებ გიამბობთ თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.
ფორმულა 1 – დასაბამი
პირველი რბოლა 1950 წლის 13 მაისს დიდ ბრიტანეთში გაიმართა, რომელსაც 120 000 მაყურებელთან ერთად თვით ბრიტანეთის მონარქები მეფე ჯორჯ Vl და დედოფალი ელიზაბეტიც ესწრებოდნენ. ლეგენდის თანახმად, ზუსტად ამიტომ დაერქვა ფორმულა 1-ს სამეფო სპორტი. ასევე არსებობს თქმულება, რომელიც გუნდების საჯინიბოების წარმოშობას ხსნის. როგორც ამბობენ, ბრიტანულ რბოლაზე, გუნდების „ბოქსები“ ნამდვილ საჯინიბოებში ყოფილა განლაგებული და თურმე, ამიტომ შემორჩათ მათ ეს სახელი.

წლების მანძილზე ბევრი მრბოლელი უძღვნიდა საკუთარ თავს სამეფო რბოლებს, თუმცა ისტორია მხოლოდ რჩეულებს იმახსოვრებდა. ერთ-ერთი ასეთი რჩეული ბრაზილიელი აირტონ სენა გახლდათ, რომელიც ადამიანებს ბოლიდის მიღმაც უდიდეს მოტივაციას აძლევდა.
ფორმულა 1 – აირტონ სენა
სენამ მილიონობით დოლარი შესწირა ღარიბი ბავშვების დასახმარებელ ფონდებს ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მან ასევე შექმნა ორგანიზაცია, რომელიც მოგვიანებით Instituto Ayrton Senna (IAS) გახდა.

IAS მონაწილეობას იღებდა სოციალურ პროგრამებსა და აქტივობებში სკოლებთან, მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, რათა დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ის უნარები და შესაძლებლობები მიეცა, რაც მათ სჭირდებოდათ. IAS-მა თორმეტი წლის განმავლობაში 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა.
ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას თუ რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია სპორტსმენს და რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ფორმულა 1, როდესაც მის შიდა სამზარეულოს უფრო ახლოდან გაიცნობთ.
„იყო მეორე, ნიშნავს – იყო პირველი, წაგებულთა შორის“ – აირტონ სენა ისტორიული რაკურსიდან თანამედროვე ფორმულა 1-ში დავბრუნდეთ, სადაც მისი უნიკალურობის აღწერას დაგპირდით.
სადმე გინახავთ 18 კაცი საბურავებს 1.8 წამში ცვლიდეს?! NASA რომელიმე სპორტის სახეობის ტექნოლოგიას საფრენ აპარატებში იყენებდეს?! ან ადამიანი 95G გადატვირთვას იღებდეს ავარიის დროს და შემდეგ ისევ ჯდებოდეს ბოლიდში, თითქოს, არაფერი მომხდარიყოს? – ამ ყველაფერს მხოლოდ აქ ნახავთ!
ფორმულა 1 – 10 გუნდისგან შექმნილი ავტონომია
ფორმულა 1 ათი გუნდისგან შექმნილი ავტონომიაა, სადაც თითოეულში 300-დან 1200-მდე კადრია დასაქმებული. მანქანის შექმნაზე მუშაობისას ყველა თანამშრომელს საკუთარი ფუნქცია გააჩნია. ეს ადამიანები არ ჩანან, თუმცა სწორედ მათი დაუღალავი შრომა განაპირობებს ბრძოლას კონსტრუქტორთა თასისთვის, რაც დასაბამიდან ფორმულა 1-ის ერთ-ერთი მთავარი იდეაა.
რატომ ერთ-ერთი და არა მთავარი? რადგანაც კონსტრუქტორთა თასთან ერთად სამეფო სპორტს ასევე პირადი ჩათვლა აქვს, სადაც ერთმანეთს მრბოლელები ეჯიბრებიან. მათი მთავარი ამოცანაა 1200 თანამშრომლის ნამუშევარი ტრასაზე, წარმატებით გადმოთარგმნონ. მეტსაც გეტყვით, ჩვენს სიამოვნებაზეც სწორედ მრბოლელები აგებენ პასუხს.
როცა შენი საყვარელი პილოტი შაბათს, კვალიფიკაციას იგებს, დადებითი ემოციების მორევში ეშვები. იმ მომენტში ყველანაირი ნეგატივი და პრობლემა ქრება. ხვდები რომ სწორი არჩევანი გააკეთე, როდესაც ამ სპორტის ყურება დაიწყე. იმ საღამოს ცოტა გვიან იძინებ, რადგან ნერვიულობ. რბოლამდე გონებაში ათას სტრატეგიას ხაზავ:
როგორ დაიძვრება? რომელი საბურავით დაიწყებს? როგორ მოემსახურება ბოქსებში გუნდი და ა.შ. – მოდის კვირა, რბოლა ახლოვდება.
ფორმულა 1 – მეტი ვიდრე რბოლა
მრბოლელები გამახურებელი წრის შემდეგ თავიანთ სასტარტო პოზიციებს უბრუნდებიან და ამ დროს არის ის… სტარტისწინა სიჩუმე… რომლის მსგავსიც ალბათ მხოლოდ კოსმოსშია. ისე შეშდები თითქოს შენთან ერთად დედამიწაც კი ჩერდება და მხოლოდ საკუთარი გულისცემის ხმა გესმის. ამ დროს ხუთივე შუქნიშანი ქრება, სიჩუმეს შორიდან წამოსული ძრავების ხმა ცვლის – მელოდია, რომლის დიაპაზონიც ნელ-ნელა იზრდება. ფეხებიდან წამოსულ ადრენალინს, შინაგანად იმდენად სასიამოვნო ბიძგებამდე მიჰყავხარ, რომელთანაც რიხტერის შკალაც კი უძლურია.
პირველი წრე გავიარეთ, ახლა მთავარია ყველაფერი სწორად გააკეთოს, როგორც გუნდმა ასევე მან. თუმცა ზეიმი ადრეა, წინ ბევრი კილომეტრია დარჩენილი. ყოველი წრე ახალი გამოწვევაა, რომლის მონაწილეც პილოტთან ერთად შენც ხარ. ყოველ გადატვირთვას გრძნობ, ყოველი ადრენალინის წვეთი შენ გეცემა. გულში წრეების რაოდენობას იმეორებ, რომელიც ყოველ შემდეგზე ერთით ნაკლები ხდება…
და აი ისიც! მისი უდიდებულესობა, კუბოკრული დროშა! მას პირველები თქვენ ხედავთ, სწორედ მას გადაჰყავხართ სიამოვნების ერთი საფეხურიდან მეორეზე.
თქვენ გაიმარჯვეთ! დროა „კარმენის“ ტორეადორის მარშის ფონზე იზეიმოთ ეს გამარჯვება.
„ძალიან რთულია ლიმიტზე სიარული, თუმცა უფრო რთულია გაიგო სად არის ლიმიტი“ – სტირლინგ მოსი.
დააგროვე შენი მიზნებისთვის და დაესწარი სასურველ რბოლას
თუკი ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ.
წესებისა და დეტალების ზუსტ ჩამონათვალს ამ ბმულის მეშვეობით გაეცნობით.
ავტორი: ირაკლი იმედაძე/Setanta Sports