ნოემბერი 08, 2022
2022 წლის, 12 და 13 ნოემბერს Fabrika Tbilisi-ში, ორწლიანი პაუზის შემდეგ, Fabrikaffiti Urban Art Festival ისევ იწყება!

ფოტო: ფაბრიკაფიტი 2019
Fabrikaffiti Urban Art Festival წელს მეხუთედ ჩატარდება და მასში 16 ქართველი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი მოიცავს არამხოლოდ ქუჩის მხატვრობას, არამედ აერთიანებს სხვა ურბანულ აქტივობებს, როგორებიცაა B-Boy და Twerk Battles, პანელ დისკუსიები ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, ქუჩის მხატვრობის ჭრილში, დოკუმენტური ფილმების ჩვენება ქუჩის ხელოვნების შესახებ, ქართული სტრიტ არტის თემატიკაზე წიგნის პრეზენტაცია და ა.შ.
ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო და თავისუფალია. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ კედლების მოხატვის პროცესს 12:00 - 20:00 საათამდე ან ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვა, ნებისმიერ, მათთვის საინტერესო ღონისძიებებს, რომლებიც გაიმართება ფაბრიკაში, ე. ნინოშვილის #8 ნომერში.
ფოტოები: ფაბრიკაფიტი 2018-2019
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Fabrika Tbilisi & CRU
კედელს მოხატავს შემდეგი 16 ქართველი არტისტი:
1.ცრუ SXM
2.ChilOne
3.235
4.Spore
5.Horus
6.Swamp
7.Wise
8.Disko
9.Sudha
10.UG
11.Tamoonz
12.mape
13.Chu
14.SAT
15.Koska
16.Lamb
ფოტოები: ფაბრიკაფიტი 2019, T-KID
პროგრამა: შაბათი, 12 ნოემბერი
12:00-20:00 დიდი კედლის მოხატვა
12:00-20:00 უკანა კედლის მოხატვა
12:00-20:00 Project Space - წიგნი "თბილისი კომენტარით", მიშიკო სულაკაური
18:00-19:00 პანელ დისკუსია ქალაქის ურბანული განვითარება
20:00 BBoy Battle
პროგრამა: კვირა, 13 ნოემბერი
12:00 - 20:00 დიდი კედლის მოხატვა
12:00 - 20:00 უკანა კედლის მოხატვა
12:00 - 20:00 Project Space - Book ‘Tbilisi on Comment’, by Mishiko Sulakauri
13:00 - 15:00 Gamez - ფიროსმანის ბიოგრაფიკას წიგნის პრეზენტაცია და სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის, Sketch battle მოზარდებისთვის
15:00 KOSKA-ს დოკუმენტური ფილმის ჩვენება
18:00 ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუჩის ხელოვნებაზე ILL TOWN
20:00 Twerk Battle ფაბრიკას სახურავზე
ფაბრიკაფიტი 2019, ვიდეო შეჯამება: Spitfire Media
ფოტოები არქივიდან: თორნიკე შენგელია, ელენე შენგელია