სიახლეები

გამოიზაფხულე ერთგულთან ერთად

აგვისტო 10, 2022

ახლა აგვისტოა, რუტინული საქმეებიდან მოწყვეტის და საზაფხულო თავგადასავლების ძიების დრო. დრო, როცა უნდა უერთგულო შენს სურვილებს, რომელთა ასრულებისთვის ცხელ დღეებს და სანატრელ შვებულებას ასე ელოდი. 

 

და მაინც, ამ ზაფხულს საით გაგიწევია? შავი ზღვის სანაპიროები გიზიდავს თუ მაღალ მთებში ჩაფლული კურორტები გიხმობს? იქნებ, ისეთი ადგილების აღმოჩენა ჯობდეს, სადაც არასდროს ყოფილხარ? — ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საითაც უნდა აპირებდე წასვლას, ერთგული ყველგან გიერთგულებს.


აჭარა, კახეთი, სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი — ყველა ეს რეგიონი მოუთმენლად გელის. შენ მხოლოდ დანიშნულების ადგილი აირჩიე. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირს, ჩვენ გიამბობთ, რა თავგადასავალს გიმზადებენ ეს ადგილები და როგორ შეგიძლია დაისვენო ერთგულთან ერთად.

აჭარა

თუ ჯერ ვერ მოიფიქრე, ზღვის ტალღების ხმით დატკბე თუ მაღალ მთებში ილაშქრო, მაშინ აჭარას უნდა ეწვიო. ეს ის მხარეა, რომელიც ერთდროულად ლაჟვარდისფერი სანაპიროებითაც გაგაოცებს და თან მთის უნიკალურ კულტურასთან გაზიარებს.


მოლივლივე ზღვა, გასაოცარი ჩანჩქერები, ამწვანებული ხეობები, ალპური ზონის ლანდშაფტები თუ სტუმართმოყვარე ადგილობრივების მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები თავს ნამდვილ სამოთხეში გაგრძნობინებს.

კახეთი

თუ კახური ღვინო, სამზარეულო და ფოლკლორი გიზიდავს, ბევრი არ იფიქრო და აღმოსავლეთ საქართველოს ნამდვილ მარგალიტს ესტუმრე. თელავში, ყვარელში, სიღნაღში თუ კახეთის სხვა უმშვენიერეს ქალაქებში მარტივად აღმოაჩენ კომფორტულ, კეთილმოწყობილ ადგილს დასარჩენად. აქაურობა ალაზნის ველისა და თვალუწვდენელი კავკასიონის ხედებით ყოველ წამს გაგანებივრებს. ეროვნული პარკებით, უძველესი ძეგლებითა და თავგადასავლების უსასრულო შესაძლებლობებით კი სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. 

სვანეთი

მერე რა, რომ ჯერ ზამთარი არ მოსულა, სვანეთის აღმოსაჩენად ზაფხული საუკეთესო დროა. თუ გინდა, საქართველოს ხელუხლებელ კულტურულ მემკვიდრეობას ეზიარო, გასინჯო უნიკალური კერძები ან იხეტიალო მთებში, მაშინ დღესვე უნდა დაიწყო კომფორტული ადგილის ძებნა მესტიაში ან მის შემოგარენში. თანაც, ახლა საუკეთესო ჰავა სწორედ სვანეთშია და თუ სიცხისგან თავის დაღწევა და სიმშვიდეში დასვენება შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ბარგის ჩალაგებაზე იფიქრე.

მცხეთა-მთიანეთი

მოკლეხნიანი მოგზაურობის და დაუვიწყარი თავგადასავლების მაძიებლებისთვის მცხეთა-მთიანეთი საუკეთესო დანიშნულების ადგილია. თუ დედაქალაქიდან გასვლა ძალიან გინდა, მაგრამ შორეული მოგზაურობისთვის ბევრი დრო არ გაქვს, შეგიძლია მცხეთის უძველეს და ფერად-ფერად ქუჩებში გაისეირნო. და თუ მაღალ მთაში მიგიწევს გული, ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი და სხვა მხარეები სიამოვნებით გიმასპინძლებს.

სამცხე-ჯავახეთი

თუ ამ ზაფხულს უძველესი ისტორიული მხარეების აღმოჩენას გეგმავ, მაშინ სამცხე-ჯავახეთს აუცილებლად უნდა ეწვიო. აქ თვალწარმტაცი ტბები, ხეობები, გასაოცარი კურორტები, ეროვნული პარკი და მრავალი ისტორიული ძეგლი დაგხვდება. თან, ველურ ბუნებაში ფრინველებზე დაკვირვებას, აბასთუმნის ობსერვატორიაში კი ციური სხეულების ნახვასაც შეძლებ.

რაჭა-ლეჩხუმი

სიმწვანით, სიმშვიდით, ხუროთმოძღვრული ძეგლებითა და გასაოცარი კულტურით გამორჩეული ეს მხარე თავს პირველივე სტუმრობისას შეგაყვარებს. სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დასვენების მოყვარულებისთვის რაჭა-ლეჩხუმი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს მაღალი მთები, ხეობები, მყინვარები, ტბები, ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივების ხასიათი. ასე რომ, აღმოაჩინე შენთვის საინტერესო სასტუმრო რაჭა-ლეჩხუმში და გამოცადე თავგადასავლები.

იმერეთი

კანიონები, გამოქვაბულები, მღვიმეები, ნაქალაქარი, ეკლესია-მონასტრები თუ ძველი დედაქალაქი თავს აუცილებლად გაგრძნობინებს ისე, თითქოს იმერეთს ყოველთვის იცნობდი. არც კურორტები დაგავიწყდეს — საირმეში თუ წყალტუბოში სამკურნალო წყლებს გასინჯავ, ქუთაისის ისტორიული ძეგლები კი ძველ დროში აუცილებლად გამოგზაურებს. მოძებნე კომფორტული ადგილი იმერეთში და გამოიზაფხულე ერთგულთან ერთად.

როგორ დაგეხმარება ერთგული დასვენებაში? 

აირჩიე, დაისვენე და დაიბრუნე 10% ერთგული ქულა!


ერთგულს ამ აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზება აქვს და მზადაა, შენს კომფორტულ დასვენებაზე იზრუნოს. 


შენი მისია კი ძალიან მარტივია — 31 აგვისტოს ჩათვლით, შეარჩიე სასურველი სასტუმრო აჭარასა და ზღვისპირეთში, კახეთში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში ან იმერეთში, დაისვენე, გადაიხადე ერთგული ბარათით და მიიღე გადახდილი თანხის 10%, მაქსიმუმ 200 ერთგული ქულა.

რა არის საჭირო ერთგულის აქციაში მონაწილეობისთვის?

ეს ძალიან მარტივია. პირველ რიგში, ბარგი ჩაალაგე, დარწმუნდი, რომ შენი მშვიდი ან სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსე დასვენებისთვის ყველაფერი თან გაქვს, შეინარჩუნე კარგი განწყობა და ერთგულის ვებგვერდს ესტუმრე:


  • გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია ერთგულის ვებგვერდზე და აირჩიე რეგიონი, სადაც დასვენებას აპირებ
  • გადაიხადე სასტუმროს ნომრის საფასური ერთჯერადად, მინიმუმ 200 ლარის ოდენობით


გაითვალისწინე, რომ ქულების დაბრუნებას მხოლოდ ერთგული ან პრაიმ ბარათით თიბისის ტერმინალზე გადახდისას შეძლებ. ამასთან, აქციაში მხოლოდ სასურველი ადგილის არჩევის შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები ჩაითვლება.


თიბისი კონცეპტის და თიბისი WM მომხმარებელი ხარ? - დაიბრუნე 15%, მაქსიმუმ 300 ერთგული ქულა ერთჯერადად მინიმუმ 300 ლარის გადახდის შემთხვევაში.

როგორ უნდა დაიბრუნო ქულები?

შენს დასვენებას დარიცხული ქულების გამოთვლაზე ფიქრი ხელს არ შეუშლის — 1 ქულა = 1 ლარს. მთავარია, ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებს ესტუმრო და დაისვენო როგორც ერთგულის პარტნიორ, ისე არაპარტნიორ სასტუმროში, ყველგან, სადაც თიბისის ტერმინალით გადახდას შეძლებ. 


ამ აქციაში დაგროვებული ერთგული ქულები 25 სექტემბრამდე დაგერიცხება. მასში მონაწილეობა კი ერთ მომხმარებელს, ბარათების რაოდენობის მიუხედავად, მხოლოდ ერთხელ შეუძლია.


გაითვალისწინე:


  • შეთავაზება არ ვრცელდება მითითებული რეგიონების გარდა, სხვა რეგიონების სასტუმროებზე ან ერთგულის ვებგვერდზე რეგიონის არჩევის გარეშე გადახდისას
  • სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული კაფე-ბარებითა და რესტორნებით სარგებლობისას


ჯერ არ ხარ ერთგულის მომხმარებელი?

ესტუმრე ერთგულის ვებგვერდს, ციფრულ ბანკს, თიბისის ნებისმიერ ფილიალს ან დარეკე ნომერზე 2 27 27 27. სულ მალე ერთგული ბარათი შენს განკარგულებაში იქნება, უფრო მეტ ქულას დააგროვებ და სპეციალური შეთავაზებებითაც ისარგებლებ.


ერთგულს შენთვის ყოველთვის აქვს სიახლეები — დაათვალიერე პარტნიორების სია და არ გამოტოვო სეზონის ცხელი შეთავაზებები.

ავტორი: იანა კოხოძე