სიახლეები

ერთგულის თვის აქცია

აგვისტო 22, 2019

მუდმივი შეთავაზებების გარდა, ერთგული ბარათი ყოველი თვის პირველ რიცხვში ახალ აქციას იწყებს, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გრძელდება.

თუ შენ თვის დასაწყისში მიიღე გამოწვევა ერთგული ბარათისგან დ ჩაერთე კამპანიაში, თვის ბოლოს ბევრი ერთგული ქულით დასაჩუქრდები. რამდენადაც კარგად შეასრულებ გამოწვევას, იმდენად გულუხვი იქნება ერთგული შენთვის.


1 ერთგული ქულა = 1 ლარს

წინა თვეების თვის აქციები ასეთი იყო:

თუ შენ ერთგული ბარათის მომხმარებელი ხარ, აგვისტოში ერთგული ქულების დაგროვებისა და თანხის დაზოგვის უნიკალური შანსი გაქვს. შენ შეგიძლია გამოიყენო ზაფხულის ბოლო დღეები, ეწვიო საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ სასტუმროს და ერთგული ბარათით გადაიხადო საფასური. შემდეგად თანხის 10% ქულების სახით უკან დაგიბრუნდება. აქცია თანაბრად ვრცელდება ერთგულის როგორც პარტნიორ, ისე არაპარტნიორ სასტუმროებში, რაც არჩევანის სრულ თავისუფლებას გაძლევს. 

იმისთვის, რომ მიიღო ნომრის საფასურში გადახდილი თანხის 10% ერთგული ქულების სახით, აუცილებელია ტრანზაქცია ერთგული ბარათით თიბისის ტერმინალში განახორციელო. აქციის ფარგლებში შეგიძლია დააგროვო 200 ერთგული ქულა. 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - თუ ერთგული ბარათიც გაქვთს და თან სტატუს კლიენტიც ხარ, მაშინ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს. შენ შეგიძლია დააგროვო 300 ერთგული ქულა და 1000 ლარზე მეტი დახარჯული თანხის შემთხვევაში, 15% უკან დაიბრუნო. 


ასე რომ, გაატარე აგვისტოს დარჩენილი დღეები საქართველოში და დაელოდე სექტემბერს. ერთგული შემოდგომის პირველ დღეს თვის ახალი აქციით დაგხვდება!