ბიზნესი

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა. გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ის კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ბიზნესდაჯილდოების ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის.

ნოემბერი 02, 2020

Potato.ge - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

Potato.ge არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ ჯანსაღი, საქართველოში წარმოებული კარტოფილი და პროდუქტი სახლში მიიღონ.

კომპანია 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა, ამჟამად Potato.ge ხუთი სახეობის კარტოფილს ყიდის ონლაინ, რომელსაც პარტნიორი ფერმერებისგან იბარებს, ლაბორატორიულად ამოწმებენ და გასაყიდად აფასოებენ.

Potato.ge

მანჯისთან - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

სახლი, ოჯახი, მეგობრები, მათთვის მომზადებული კერძები და ოცნება, ოდესმე საკუთარი პატარა რესტორანი ექნებოდა. სახელზე ბევრი არ უფიქრიათ, მარტივად "მანჯისთან“ დაარქვეს. კერძიც მეგობრებში გამოცდილი იყო და ასე დაიწყეს ერთ პატარა ნახევრად სარდაფში. ერთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ და დღეს "მანჯის ფრთები" უკვე ყველამ იცის.


გემრიელი კერძები, სწორი კომუნიკაცია და გულწრფელობა სტუმრებთან – ეს არის ის, რამაც რესტორანს პოპულარობა და ბრენდს წარმატება მოუტანა.

მანჯისთან

Piece of BBN - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

Piece of BBN ქალის თეთრეულის ქართული მაღაზია, რომელიც ბაზარზე 1 წელზე მეტია ფუნქციონირებს. Piece of BBN-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს განსხვავებული თეთრეულის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. 


Piece of BBN გამოირჩევა იმით, რომ პროდუქციის 30% იწარმოება საქართველოში. თავდაპირველად გაყიდვები ხორციელდებოდა ონლაინ რეჟიმში Piece of BBN-ის Instagram და Facebook გვერდის საშუალებით, 2019 წელს კი - გაიხსნა Piece of BBN-ის შოურუმი, ხოლო მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კი Piece of BBN-მა გახსნა პირველი ოფიციალური მაღაზია. 

Piece of BBN

ეიფორია  - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის  

ყველაფერი ორი მეგობრის ეიფორიული ექსპერიმენტებით დაიწყო, ეს წამოწყება დღეს უკვე ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას ქმნის.

 

ბრენდის მიზანი ბედნიერების, თავისუფლებით განცდილი ეიფორიის, სილამაზისა და ინდივიდუალიზმის სრულფასოვანი შეგრძნების ჩუქებაა. ამ შეგრძნებებს იქმნება კაშკაშა ფერებით, სურნელების მრავალფეროვნებით, ორგანული ინგრედიენტებით და პროდუქციის ხარისხის კონტროლით.

 

ეიფორია

ალტერსოქსი - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის  

ალტერსოქსი უკვე 5 წელია ბაზარზე არსებობს, საქართველოში აქვს 8 ფილიალი და პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს 15-მდე ქვეყანაში. ალტერსოქსმა დანერგა ისეთი ინოვაცია, როგორიცაა წინდების ვენდინგ მანქანა. კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. 2020 წელს პანდემიის შემდეგ ალტერსოქსმა გახსნა ერთი ახალი ფილიალი და შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი.

ალტერსოქსი