ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

წარმოგიდგენთ ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის".

ნოემბერი 16, 2020

BERILY

BERILY ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელია. Berily-ს სამკაულები და აქსესუარები მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია მამაკაცის აქსესუარების ხაზი, რომელიც, თავისთავად, სიახლეა - ამ სტილის სამკაულები მამაკაცებისთვის პირველად შეიქმნა. ეს არის სრულიად ახალი დიზაინი, რომლის ძირითადი ნაწილი, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, ბუნებრივი ქვებით არის შექმნილი. სწორედ ეს განასხვავებს Berily-ის პროდუქციას კონკურენტების პროდუქციისაგან - აქ იქმნება ახალი, გამორჩეული დიზაინი, რომელიც არც ისტორიული ორნამენტების გამეორებაა და არც თანამედროვე სტილის ნაკეთობების ანალოგი. სამომავლოდ Berily გეგმავს, გასცდეს საქართველოს საზღვრებს. ასევე გეგმაშია, სამკაულების გარდა, სხვა ხაზის დამატებაც (მაგ. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის).

Berily

ALDA - Healthcare Solutions Group

ALDA - Healthcare Solutions Group მომხმარებელს სთავაზობს სრული სამედიცინო მომსახურებისა და სამედიცინო-სამაშველო ევაკუაცია/ტრანსპორტირების ორგანიზებას (24/7) საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული მომსახურების გაწევა ხდება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის და საქართველოში დროებით თუ მუდმივად სამუშაოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომელებსაც გააჩნიათ საერთაშორისო დაზღვევა (ან სამოგზაურო დაზღვევა). კომპანია გამოირჩევა შესრულებული სამუშაოების სისწრაფითა და ხარისხით. პანდემიის პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. კომპანიის მომდევნო ორი წლის გეგმაშია პარტნიორთა სიის გაზრდა და ახალი პროდუქტის დამატება (იურიდიული მომსახურების წარმოება უცხო ქვეყნის სადაზღვეო თუ ასისტანს კომპანიებისთვის).

Alda Healthcare Solutions Group

Basa Group

კომპანია Basa group ახორციელებს მძიმე და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების იმპორტს და გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ფასებითა და ხარისხით. კომპანიის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაში ექსკლუზიური ბრენდებიცაა – მათი წარმომადგენელი ამიერკავკასიაში მხოლოდ „ბასა გრუპი“-ა. კომპანია ყოველწლიურად ფართოვდება - ამჟამად მისი ფილიალები მთელ ქვეყანაშია.

Basa Group

Berucha Handmade

Berucha handmade ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ცდილობს თქვენი განწყობა ლამაზი, ფერადი, დახვეწილი ნივთებით გაალამაზოს. Berucha handmade-ში შეგიძლით იყიდოთ უკვე მზა ხელნაკეთი ნივთები, ასევე შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი აქსესუარები, საჩუქრების შეფუთვა-გალამაზება, და რაც მთავარია, გააფორმოთ ლითონის სამაჯირები, მედალიონები თუ სუვენირები ულამაზესი ქართული გრავიურებით, ისევე როგორც ამოაქარგინოთ ქსოვილებზე სასურველი წარწერები.

Berucha Handmade

BRITISH WORLD

BRITISH WORLD 10 წელზე მეტია რაც არსებობს და სთავაზობს მომხმარებელს ინგლისური ენის შესწავლას ევროპის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით (CEFR). მისი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის სერვისისა და პროდუქტის მიწოდებაა. ამ ხარისხის საუკეთესო დასტური სტუდენტების პოზიტიური გამოხმაურებაა. გარდა სწავლებისა აქ ბარდება ინგლისურის მასწავლებლის ისეთი საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდები, როგორებიცაა TEFL - Teaching English as a Foreign Language და Teaching English to Speakers of Other Languages.

British World

Buy more

Buy more-ის მიზანი ბიზნესის კრეატიულად, საქმიანად და საინტერესოდ გაშუქებაა. ეს სანდო გზამკვლევია, ბიზნეს ამბავი, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს რეკლამის ფუნქციას. კომპანია მხარში უდგას ქართულ ბიზნესს და, მულტიმედია საშუალებების დახმარებით, ხელს უწყობს გამორჩეული და ბიზნესისთვის ხელსაყრელი სარეკლამო პროდუქტების - ვიდეო სიუჟეტების, საიმიჯო სტატიების შექმნას. ვიდეო გადაცემა ინტერნეტის გარდა სატელევიზიო სივრცესაც ითვისებს, რაც შედარებით მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან საუბრის საშუალებას იძლევა და ამა თუ იმ ბიზნესისადმი ინტერესს აჩენს.

Buy More

Inova advertising

სარეკლამო კომპანია Inova advertising დაარსების დღიდან ამართლებს სახელს და ქმნის პროდუქტს, რომლის ანალოგი არ მოიპოვება. ეს ღვინის შადრევანი "საქართველოა". იგი შეიქმნა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ღვინოზე, ქართულ პროდუქტზე. შადრევანი ასევე დაამშვენებს ნებისმიერ რესტორანს, ღვინის ბარს, ოფისს თუ სახლის დეკორს. კომპანია მუშაობს იმაზე, რომ პროდუქტი, სუვენირის სახით, ტურისტებისთვის ადვილი წასაღები იყოს. იგი დაბალბიუჯეტიანია და ნებისმიერი მსურველი შეძლებს მის ყიდვას. ამ უნიკალურ პროდუქტში კომპანია აერთანებს საქართველოს კულტურასა და ისტორიას.

ინოვა

Discovery

კომპანია Discovery მრავალმხრივ სარეკლამო მომსახურებას ეწევა - ოფსეტურ და ციფრულ ბეჭდვას, ფართოფორმატიან ბეჭდვას, ასევე ბეჭდვას მაისურებზე, ჭიქებზე, პრომო აქსესუარებზე. კომპანიის სერვისი მოიცავს დიზაინის დამზადებას, პოლიგრაფიას და გარე რეკლამას. Discovery-ის მომხმარებლებს შორის არიან დიდი კომპანიები, რაც შეთავაზებული სერვისების მაღალ ხარიხზე მეტყველებს.

Kvarts Coffee

კომპანია Kvarts Coffee-ს პროდუქტებია kvarts coffee და kvarts wine. პირველი პროდუქტი არის ყავა, რომელსაც მომხმარებელი მისივე პორტრეტიანი ჭიქით მიირთმევს - სანამ მომხმარებლისთვის ყავა მზადდება, მისი პორტრეტი ხელით იხატება ჭიქაზე. მეორე პროდუქტი ღვინის ეტიკეტზე დახატულ პორტრეტს წარმოადგენს. ორივე პროდუქტი პირველად შეიქმნა საქართველოში და ანალოგი არ გააჩნია. კომპანია გეგმავს გაფართოებას და მეტი ცნობადობის მოპოვებას. ამის საფუძველს ორიგინალური პროდუქცია იძლევა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს, როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში

Kvarts Coffee

Hammock

პროდუქტი, რომელსაც Hammock ამზადებს, წარმოადგენს ჰამაკის სადგამს, რომელიც იქმნება ხელით, გამორჩეული ტექნოლოგიით. უნიკალური დიზაინი ის არის, რაც გამოარჩევს პროდუქტს და რითაც იგი კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ მსგავს პროდუქტებს. დიზაინი დაპატენტებულია და, სამომავლოდ, კომპანია გეგმავს პროდუქტის ექსპორტზე გატანას.

Hammock

Emocia Wines

Emocia Wines ნატურალური ქვებისგან ქმნის ყურძნის ფორმის ბროშებს და სხვა აქსესუარებს ღვინის თემატიკით. კომპანიის მიზანია, ამ ნაკეთობებით ხაზი გაუსვას საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. ბროშები წარმოადგენს ქართული, ენდემური ჯიშის ყურძნების ანალოგებს. 2020 წლის განმავლობაში, პანდემიის მიუხედავად, ნაკეთობებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს, პროდუქცია (დამატებით აქსესუარებითურთ, რომლებსაც სასმისი - ქვევრი, ყურძნის საყურე და სხვა ნაკეთობები წარმოადგენს) ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს.

Emocia Wines

საკონდიტროითი“

საქართველოს ისტორიაში პირველი საკონდიტრო - „საკონდიტრო ითი“ უკვე 27 წელია არსებობს. „ითის“ ყველა ნაწარმი ნატურალური პროდუქტებისაგან მზადდება. პანდემიის დროს საკონდიტრომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მომსახურებაზე - გააუქმა 10-მდე სხვადასხვა სერვისის გადასახადი და უფასო გახადა მიტანის სერვისი და შესაფუთი კოლოფები. საკონდიტრო აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო ღონისძიებებში და იაშვილისა და ღუდუშაურის კლინიკებში ყველა იუბილარ ბავშვს ჩუქნიდა ტორტს. ამან კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ შეუნარჩუნა ცნობადობა 27 წლის განმავლობაში და ათიათასობით ერთგული მომხმარებელი შესძინა.

Iti Bakery

ბორა-ბორა

საქართველოს შუაგულში, ხაშურში მდებარე საოჯახო სამზარეულო “ბორა-ბორა” მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს ნატურალურ და ჯანსაღ, უმაღლესი ხარისხის უგემრიელეს კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმს, როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან. სამზარეულოს მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდება და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა. ამ პატარა და გამორჩეულმა სწრაფი კვების ობიექტმა წარმატებას კერძებისა და მომსახურების ხარისხით მიაღწია.“ბორა-ბორამ” გამორჩეული კერძებითა და პურ-ფუნთუშეულით გაითქვა სახელი, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. მომავალში საოჯახო სამზარეულო ასორტიმენტის გაფართოებასა და ფილიალების გახსნას გეგმავს.

ბორა ბორა

Electro UA Georgia

Electro UA Georgia-ს მიზანია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება. კომპანია ამონტაჟებს ელექტრომობილების სამუხტ სადგურებს. მიზანი ეკომეგობრული გარემოს განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა. მომავლსთვის იგეგმება ეკო-ტაქსის ქსელის განვითარება და ელექტრომობილების სამუხტი სადგურების წარმოება საქართველოში.

BLC

BLC წარმოადგენს ენებისა და ხელოვნების შემსწავლელ ცენტრს, სადაც 3-დან 17 წლამდე ბავშვები სწავლობენ. აქ შეისწავლება უცხო ენები: ინგლისური, რუსული და გერმანული, ასევე სიმღერა, ხატვა და მეტყველება. ცენტრში მოქმედებს ინტელექტუალური კლუბი, სადაც ბავშვებს ეძლევათ განვითარების შესაძლებლობა. ცენტრს გამოარჩევს მისაღები ფასები და მაღალი ხარისხი. ცენტრი უკვე ექვსე წელია არსებობს და ყოველწლიურად იზრდება. მომდევნო 2 წელში იგეგმება ცეკვის, ტანვარჯიშისა და სხვა საგნების დამატება.

BLC

COORDINATE

COORDINATE სასწავლო ცენტრია, სადაც შექმნილია მსმენელზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემო. ახალგაზრდა, მოტივაციითა და შემართებით აღსავსე პროფესიონალი პედაგოგები მომხმარებელს სთავაზობენ ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომ ფასებს, დაუცველ ოჯახებს კი - შეღავათიან მომსახურებას. COORDINATE-ის ადამიანების ინდივიდულურ შესაძლებლობებზე ორიენტირებული გუნდი და საქმიანი გარემო ერთიანობაში ქმნის სანდო, შედეგზე ორიენტირებულ ორგანიზციას.

Coordinate

DALLAS

დალასი არის პირველი ამერიკული პაბ-კარაოკე ბარი, რომლის სივრცეშიც ერთიანდება გართობას და ამერიკული სამზარეულოს. DALLAS-ში  დაგხვდებათ ბევრი სიურპრიზი, საუცხოო სამზარეულო, ძველი და ახალი, საინტერესო არტისტები. ამ სივრცეში შეგიძლიათ თავად მოაწყოთ კარაოკე-საღამოები, აირჩიოთ გართობის პროგრამები, ან მენდოთ DALLAS-ის გუნდს და მოუსმინოთ მის მიერ შერჩეულ პროფესიონალ მუსიკოსებს.

Dallas Pub

P.S record studio

P.S record studio მუსიკის მწარმოებელი სტუდიაა, რომელიც ემსახურება შოუ ბიზნესს. მაყურებელი კარგად იცნობს მის მიერ მუსიკალურად გაფორმებულ სატელევიზიო გადაცემებს "ვანოს შოუ" და "აშშ". ასევე ჰიტებს - "სათვალე (ჯგუფი რეზო და ბავშვები), "ყურსასმენები", "ხელი მომკიდე, რა", "შემოდგომის ფოთლები" (დთუნა მგელძე), ჯგუფი "მეტეხი". P.S record studio  მომხმარებელს სთავაზობს რამდენიმე სახის მომსახურებას: 1.არანჟირება; 2.ხმის ჩაწერა; 3.მასტერინგი; 4.ხმის ინჟინერიის შესწავლა.

Hertz - ჰერცი

Hertz - ჰერცი მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა ავტომობილების გაქირავების სფეროში, მუშაობს 7700 ლოკაციაზე მსოფლიოს 145 ქვეყნის მასშტაბით. იმისთვის, რომ შეექმნა უკეთესი გარემო ავტომობილების გაქირავების ქართულ ბაზარზე, 2014 წლის გაზაფხულზე „ჰერც“-მა გახსნა ახალი ფრენჩაიზი, რომელიც პროფესიონალი პერსონალით და ძლიერი მენეჯმენტითაა დაკომპლექტებული. კომპანიის პრიორიტეტს მომხმარებლების კმაყოფილება წარმოადგენს. ჰერცი მუდმივდ ზრუნავს რეპუტაციაზე და ყოველთვის მზადაა, მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ავტომობილები, არამედ მაღალი დონის მომსახურება და დახმარება.

შპს.თი.ემ.სი

შპს.თი.ემ.სი გთავაზობთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ინოვაციური სალესი მასალით, ეგრეთ წოდებული თერმოფარით. ეკოლოგიურად სუფთა მასალა თერმოფარი, რომელიც გამოიყენება შიდა ლესვისთვის, მზადდება თბილისში, პერლიტის ბაზაზე. ის უზრუნველყოფს თბოიზოლაციას, ბგერის იზოლაციას და ტენთშთანთქმას. თერმოფარის საშუალებით სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს.

თი ემ სი

ღვინის ეზო N1

ღვინის ეზო N1- შენი ოჯახი საქართველოში! ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტი კახეთში, რომელიც აერთიანებს ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნო ტურისტულ მიმართულებებს. კომპანია ორი წლის წინ შეიქმნა და უკვე ასობით უცხოელ სტუმარს შეაყვარა თავი. ობიექტის მიზანია, სტუმრებმა აუთენტურ, ბუნებრივ გარემოში დაისვენონ, გეცნონ ქართული ოჯახის ყოფა-ცხოვრებას და დააგემოვნონ ტრადიციულ კერძები, დააყენონ ღვინო. პანდემიის პირობებში ობიექტი უმალ გადაეწყო ქართულ სეგმენტზე და კვლავ მასპინძლობს საელჩოებს, კორპორატიულ ჯგუფებს, ოჯახებს. ღვინის ეზო N1 უნიკალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდნ შექმნა ყველასთვის საყვარელი ბრენდი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ერთ სოფელს, რეგიონს და საქართველოს.

ღვინის ეზო N1

მზა ჩითილი

მზა ჩითილი-ის პროდუქტი ბოსტნეულის, ბაღჩეულის, მწვანილეულის ჩითილები და ნუშის და კაკლის ნამყენი, ხარისხიანი, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებისაგან გაწმენდილი ნერგებია. კომპნიის განსაკუთრებული მიღწევა საქართველოში პირველად ნამყენი ბოსტნეული ჩითილების ფართომასშტაბიანი წარმოება, ექსპორტზე გატანა და კენკრის(მარწყვის) ინ-ვიტრო ჩითილების გამოყვანაა. „მზ ჩითილმა“ წარმოება ბოსტნეულის ჩითილებით დაიწყო, შემდგომ ეტაპებზე კი მწვანილი, ყვავილები და მარწყვი დაამატა. სამომავლოდ „მზა ჩითილი“ გეგმავს სანელებლების - ბაზილიკის, ბეგქონდარას, პიტნის, სტევიას, სალვიას წარმოებას, საშრობის მოწყობას და გამშრალი სანელებლების ექსპორტზე გატანას.

მზა ჩითილი

Medusa Furniture & Decor

კომპანია Medusa Furniture & Decor ქმნის არქიტექტურას და ინტერიერის დიზაინს. მის შოურუმში წარმოდგენილი ნივთების გარდა, მომხმრებელს შეუძლია შეუკვეთოს სახლის ინტერიერისთვის თუ ექსტერიერისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. Medusa Furniture & Decor-ს შეგიძლიათ ანდოთ მიწის ნაკვეთი, რომლისთვისაც პროფესიონლი გუნდი შექმნის ფუნქციურ არქიტექტურული პროექტს, ააშენებს და იზრუნებს ინტერიერის დიზაინზე, შექმნის თქვენთვის სასურველ, დეტალებში გათვლილ, სრულყოფილ საცხოვრებელ სივრცეს.

Medusa Furniture & Decor

კორბოულის ნობათი

კორბოულის ნობათი ოჯახური ტიპის წარმოებაა, რომელსაც კონკურენტებისგან განასხვავებს 100%-ით ნატურალური პროდუქტი და ექსპერიმენტები ყველისა და სხვა პროდუქტის მიმართულებით. კომპნიამ წარმოება იმერული ყველით დაიწყო, თუმცა პროდუქცია მალევე გააფრთოვა და დღეისათვის გთავაზობთ იმერულ ყველს, სულუგუნს, მზეზე გამხმარ ყველს, ნადუღი, სხვადასხვა სახეობის ნატურალური წვენებს, ჯემებს, მწნილის ასორტიმენტს და ბევრ სხვა, სოფლის ოჯახურ პირობებში დამზადებულ პროდუქტს. „კორბოულის ნობათმა“ აღადგინა მაჭიკით ყველის დამზადების მივიწყებული ტრადიცია. აღსანიშნავია, აგრეთვე, წითელი ღვინითა და პიტნით დამზადებული სულგუნი, რომელიც ოჯახური ტრადიციებით იწარმოება. სწორედ ეს არის კომპანიის საქმიანობის მთავარი ნიშა: გემოები, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

კორბოულის ნობათი

მზეთამზე

ინდუსტრიული საფუარის გაჩენამდე პური ტრადიციულად ,,პურის დედაზე“ ცხვებოდა. სწორედ პურის ამ ნამდვილი გემოს გაცოცხლება დაისახა მიზნად კომპანია „გემოვანმა“, როცა 2015 წელს პირველი პროდუქტი პური ,,მზეთამზე“ შექმნა. ჯანსაღი და გემრიელი პურის შექმნის მთავარი მიზანი მოსახლეობის ყოველდღიური რაციონის სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგებაა. 2015 წლიდან კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა. დღიური წარმოება დაახლ. 3000%-ით (200-დან 6000მდე) გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგდა. გაიზარდა პროდუქტის ცნობადობა და პოპულარობა. მზეთამზე დღეისთვის უკვე 9 სახეობის ხორბლისა და ჭვავის პურს აცხობს და მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე სახეობის დამატებასაც აპირებს. სამომავლო მიზანი კი ასეთია - მზეთამზეს პური მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ ოჯახში უნდა იყოს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში „მზეთამზე“ მთელი საქართველოს ათვისებას და დღიური წარმოების 15000 ცალამდე გაზრდას გეგმავს.

მზეთამზე

Green Energy

Green Energy-ს პროდუქტია განახლებადი ენერგიის მზის პანელები, მიზნი კი ამ პროდუქტის სამრეწველო და კერძო სექტორში ინტეგრირება, მზის პანელების არსებულ გარემოში კომფორტულად და ფუნქცონალურად მორგებაა. კომპნია ახორციელებს სტადიონის ტრიბუნების, სათბურების, ფერმების გადახურვას და ცდილობს, მომხმარებლებში მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია მზის ენერგიის დადებით თვისებებსა და მის საჭიროებაზე.

Green Energy

ტიტანი

ტიტანი“ საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ფერად დეკორატიულ ცემენტს - ფუგას აწარმოებს და დიდ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ მსგავს არაქართულ პროდუქტებს. კონკურენციას ვუწევთ როგორც მაღალი ხარისხით, ასევე ხელმისაწვდომი ფასით. კომპანია ასევე აწარმოებს სხვა რამდენიმე სამშენებლო ქიმიასაც, მათ შორის წებო-ცემენტის სხვადასხვა სახეობას. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უსასყიდლოდ გატესტოს პროდუქტი, რომ თავად დარწმუნდეს ხარისხში. კომპანია გეგმავს გაფართოებას, რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებას და მუშახელის გაზრდას.

ტიტანი

მანუჩარი

კომპანია „მანუჩარი“, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა, აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს – ძირითადად, ხორცპროდუქტებსა და ყველს, ამარაგებს საბავშვო ბაღებს, მაღაზიებსა და რესტორნებს. პროდუქტი გამოირჩევა ხარისხითა და ნატურალურობით. ასევე აღსანიშნავია დროული მიწოდების სერვისი.

Lovely Roses

Lovely Roses არის ყვავილების კომპანია, რომელიც სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებს არა მხოლოდ ლამაზად შეფუთულ პრემიუმ პროდუქტს, არამედ საქართველოს ბაზარზე აქამდე არნახულ მომსახურების ხარისხს. კომპანიის მომსახურების არეალი მოიცავს მთლიანად საქართველოს, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით. როგორც მომსახურების, ასევე ფლორისტიკის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებით, 2019-ში კომპანიამ გახსენა სალონი და ამჟამად ფლობს 7000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ მომხმარებელთა ბაზას. ამჟამად კომპანია ნერგავს სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს თაიგულების ჩუქების პოპულარიზაციას.

Lovely Roses