ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო ინოვაციებისთვის

გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში "საუკეთესო ინოვაციებისთვის".

ნოემბერი 24, 2020

BioCure

BioCure არის ნავთობდაბინძურების გაწმენდის უნივერსალური ბაქტერიული ტექნოლოგია. „ბაიოქიურით“ შესაძლებელია ნებისმიერი ნავთობ-პროდუქტით დაბინძურების გაწმენდა ხმელეთზე, სანაპიროზე, მარილიან და მტკნარ წყალზე. ტექნოლოგია ეფუძნება ქართველი მეცნიერის, მარიამ თოდუა-მჭედლიშვილის გამოგონებას, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივ დეგრადაციაში მონაწილე ბაქტერიებს და მათი გამოყენებით 100-ჯერ აჩქარებს გაწმენდის პროცესს. „ბაიოქიური“ უზრუნველყოფს პროცესის ეკოლოგიურობას, რადგან არ არღვევს ბალანსს ადგილობრივ ეკოსისტემაში. 2004-2006 წლებში, საქართველოში ნავთობ-დაღვრის ადგილზე, ნინოწმინდაში, „ბაიოქიურმა“, 140 ჰექტარი ტყიანი ფერდობის გაწმენდისას დაადასტურა თავისი მაღალი ეფექტურობა და ეკონომიურობა. 2019 წლიდან ბაიოქიური დაფუძნდა, როგორც "Spinoff" კომპანია, რომლის მიზანი უნიკალური ქართული ტექნოლოგიის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა.

BioCure

სმარტ ჯიპიესის 

კომპანია სმარტ ჯიპიესის გუნდმა წარმატებით შექმნა ვებ-აპლიაკაცია SMART APP, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დეტალური რეპორტინგი ლაივრეჟიმში. კომპანიამ გააციფრულა ყველა ის აუცილებელი პროცესი, რომლებსაც სადისტრიბუციო კომპანიები გადიან. მენეჯმეტს საშუალება აქვს ონლაინ რეჟიმში რუკაზე აკოტროლოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო: გაყიდვების გუნდი (ობიექტზე და გზაში გატარებული დროის ოდენობა, შესრულებლი დავალებების თანამემდევრობა და ეფექტურობა), გაყიდვების მოცულობა (თითოეული სავაჭრო ობიექტიდან მიღებული შეკვეთები), მერჩანდაიზინგი (დახლის, სტენდის ვიზუალი თითოეულ ობიექტზე) და მატერიალური რესურსები (ინფორმაცია ქსელში არსებულ ინვენტარზე).

სმარტ ჯიპიესი

SMART MASTERS GROUP 

SMART MASTERS GROUP მომხმარებელს სთავაზობს მრავალმხრივ მომსახურებას: სანტექნიკა; ელექტროობა; კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო სისტემების შეკეთება. მომხმარებელი მსგავსი სერვისით ხშირად იყო უკმაყოფილო, რადგან ზოგიერთი კომპანიის კომპეტენციაში არ შედიოდა მომხმარებლის ამა თუ იმ პრობლემის მოგვარება, ამიტომ SMART MASTERS GROUP-მა შექმნა გუნდი, რომელიც ნებისმიერი სახის პრობლემას მოაგვარებს. მომავლისთვის იგეგმება კომპანიის აპლიკაციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს როგორც შეკვეთის გაფორმებას, ასევე გადახდას.

SMART MASTERS GROUP

აქს გრუპი 

აქს გრუპი აწამოებს ინოვაციურ პროდუქტებს შუშის სისტემების სახით. აქამდე საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ მზადდებოდა და შუშის სისტემების დამზადებისთვის უცხოური კომპანიების სერვისით სარგებლობა იყო საჭირო. კომპანია ამზადებს ბრონირებულ შუშებს, ფასადებს, შუშის სხურავებს, შესასვლელებს. „აქს გრუპი“ უკვე მოემსახურა ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „კარფური“, „ისანი მოლი“, „სვის კაპიტალი“ და სხვა. თითოეული კლიენტი კომპანიის ერთგული რჩება. კომპანია გეგმავს, საქართველოში დანერგოს ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ოფისების გახსნის მსურველებისთვის იქნება საინტერესო. სიახლე გულისხმობს შუშის ოფისებს, რომელიც პულტის მეშვეობით ხდება გაუმჭვირვალე.

აქს გრუპი

Black sea burger 

Black sea burger - ბურგერების პირველი ფაბი - ბაზარზე 3 თვის წინ გამოჩნდა. ფაბის მთავარი პრიორიტეტებია ხარისხი, გარემო და სერვისი. ბურგერები მზადდება მაღალი ხარისხის პროდტით, რომელიც ადგილზე იწარმოება. მთავარი ღირსება კი ფაბის ბურგერის კომფორტულობაშია - ის ჭამის დროს არ იშლება, ინარჩუნებს მთლიანობას, არის განიერი და ყველა კომპონენტის ერთდროულად დაგემოვნების საშუალებას იძლევა. ფაბი გთავაზობთ ორიგინალურ ინტერიერს და მყუდრო გარემოს, სადაც ტარდება ცოცხალი მუსიკის საღამოები ალკოჰოლის თამაშებით. Black sea burger-ის ღია სამზარეულოში სტუმრებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ შეფის მიერ ბურგერის დამზადების პროცესს.

Black Sea Burger

თემურ ღვინიანიძე

თემურ ღვინიანიძემ შექმნა ძლიერი ანტიოქსიდანტური, პოლიფენოლური კონცენტრატის ინოვაციური ტექნოლოგია. კვლევით ლაბორატორიებში, აბების, გრანულებისა და მიკროფხვნილების სახით შექმნილი ეს კონცენტრატი ფლობს ძლიერ სამკურნალო-პრევენციულ და იმუნომასტიმულირებელ ეფექტს. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ინოვაციურ პროდუქტს შეუძლია შეამციროს ქრონიკული ვენური უკმარისობა. მას ასევე გააჩნია მძლავრი ანთების საწინააღმდეგო თვისება და ამცირებს შეშუპებას და ტრომბების წარმოქმნის რისკს. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა იმერეთის მიკროზონაში კულტივირებული ვაზის ფერადი ჯიშების ყურძნის ნედლეულისა და ველურად მზარდი ასკილის ნაყოფის ფიტოქიმიური შემადგენლობა და მათგან მიღებული კონცენტრირებული ექსტრაქტებისა და მიკროფხვნილის ბიოლოგიური აქტიურობა, რაც მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს.

თემურ ღვინიანიძე

ITERRA 

ITERRA უკვე 8 წელია, წარმოადგენს მოწინავე ონლაინ შოპინგის მაღაზიას ქართულ ბაზარზე. კომპანიის ამოცანა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად პროდუქციის მიწოდებაა. ITERRA.GE -ზე განთავსებულია 20 ათასზე მეტი სხვადსხვა კატეგორიის პროდუტი. კომპეტენტური ოპერატორებისა და კურიერების ჯგუფის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სრულყოფილ კონსულტაცია, შეკვეთა გააფორმოს ონლაინ ან სატელეფონო ზარით და ისარგებლებოს ადგილზე მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

Ittera

ოსერვისი

ოსერვისი 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ახალ სიტყვას ამბობს IT მომსახურების სფეროში. „ოსერვისი“ იყო პირველი კომპნაია, რომელმაც ყველა მომსახურება ერთ სივრცეში გააერთიანა, და ასევე, დანერგა დისტანციური კომპიუტერული მომსახურება, რომელიც პანდემიის დროს გახდა აქტუალური. „ოსერვისი“ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და ეხმარება მომხმარებელს უსაფრთხო სერვისის მიღებაში.

ოსერვისი

რამაზ გახოკიძე 

რამაზ გახოკიძე - რადგანაც მალე დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა ცხრა მილიარდს გადააჭარბებს, კაცობრიობის საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭიროა კვების პროდუქტთა წარმოების სამჯერ გაზრდა უახლოეს სამ ათეულ წელიწადში. ახალი აგრობიოორგანული ტექნოლოგია (ბიოენერგოაქტივატორ "ბიორაგის" გამოყენებით) წარმოადგენს შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას. ამავდროულად ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობის და ხარისხის გადიდების საშუალებაა. ტექნოლოგია ამცირებს გარემოზე ქიმიზაციის ნეგატიურ გავლენას, რაც დიდ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ეფექტს იძლევა.

რამაზ გახოკიძე

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა 

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა ქვეყანაში არსებული ერთადერთი ტრენინგ ცენტრია, რომელიც იურიდიული განათლების მქონე კადრების გადამზადებაზეა ორიენტირებული. ბევრ სხვა კურსს შორის, სკოლას აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები. სკოლაში ტრენინგებს მოქმედი მოსამართლეები და სამართლის დოქტორები ატარებენ. სხვა ტრენინგცენტრებისაგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ, მრავალი თემატიკა მოიცვან და შესაბამისი ტრენინგები დაამატონ, საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა გამოირჩევა იმით, რომ იგი პროფილურად მხოლოდ ერთ მიმართულებას მიჰყვება.

საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა

Gogra.ge 

Gogra.ge ცვლის მომხმარებლის ქცევას აგროინდუსტრიაში და ნერგავს ახალ ციფრულ პროდუქტებს სოფლის მეურნეობაში. დამწყები ფერმერების და მებაღეების საქმინაობის გასამარტივებლად Gogra.ge იყენებს სხვადასხვა ციფრულ არხს. კომპნიამ შეიმუშავა ბიზნესმოდელი, რომელიც Gogra.ge-ს საშულებას აძლევს, ერთმანეთთან დააკავშიროს იმპორტიორები და პროდუქტის მწარმოებლები, ფერმერები და მოყვარული მებაღეები, შედეგდ კი მიიღოს საშუამავლო შემოსავალი პროდუქტის ღირებულებიდან. Gogra.ge აციფრულებს აგროინდუსტრიას ბაზარზე და სურს შეცვალოს მომხმარებლის ქცევა.

Gogra.ge

ფელამუშიტო

ფელამუშიტო ქმნის ფელამუშის თანამედროვე დესერტებს, რომელთა დაგემოვნებაც მომხმარებელს როგორც გამოძახებით, ასევე ბარში შეუძლია. კომპანია ყოველდღიურად გთავაზობთ ახალ დამზადებულ, ცხელ ფელამუშს შვიდნაირი სხვადასხვა არომატით. „ფელამუშიტომ“ შექმნა სპეციალური აპარატი, რომელიც ინარჩუნებს ფელამუშის კონსისტენციას პირვანდელი სახით. „ფელამუშიტოს“ პროდუქციას თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დღეისათვის კი კომპანიის მიზანია, შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული მეგობრული გარემო, თანამედროვე ქართული დესერტის ახალი რეცეპტები და ყოველივე ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს.

ფელამუშიტო

Artisio

Artisio არის მსოფლიოში პირველი AI -ზე დაფუძნებული აუქციონების მართვის სისტემა, რომელიც მორგებულია აუქციონების სახლების საქმიანობის სრულ ციკლზე და ეხმარება მათ პროცესების ავტომატიზაციაში - მარტივ და უმტკივნეულო ციფრულ ტრანსფორმაციაში.    


დღევანდელ რეალობაში აუქციონების სახლების მუშაობის ბიზნეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და მრავლისმომცველია, რადგან მართვის პროცესი საჭიროებს ათასობით პოტენციურ მყიდველთან და გამყიდველთან თანამშრომლობას, ლოტების სწორ მენეჯმენტს, შეფასებასა და დახარისხებას, აუქციონების პოტენციურ მყიდველთა ჯგუფზე სწორად მორგებულ დაგეგმარებას.


Artisio არის სწორედ ის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამარტივებს აუქციონების სახლების ყოველდღიურ პროცესებს, აუმჯობესებს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მუშაობის ხარისხს, ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის შედეგად კი ბიზნესის საქმიანობას ბევრად ეფექტურს ხდის.  

Artisio

GleanBerries 

GleanBerries გაყინული ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეძლო ქართული გაყინული ხილისა და ბოსტნეულის ამერიკისა და ისრაელის ბაზრებზე ექსპორტი. კომპანიამ ასევე პირველმა შეძლო საქართველოში დაენერგა ქაშერი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა. GleanBerries ინოვაციური დროდუქტი მაგალითია იმისა, თუ როგორი გადამამუშავებელი საწარმოებია საჭირო საქართველოს სოფლებსა თუ რაიონულ ცენტრებში იმისთვის, რომ შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ადგილობრივი, ძლიერი ბაზარი და, ამასთანავე, საქართველომ შეძლოს ძლიერ საექსპორტო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზება. კომპანიაში დასაქმებულთა 95% ადგილობრივი მოსახლეობაა. 

GlenBerries

Georgian Computer Service 

Georgian Computer Service ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და დღემდე აგრძელებს ხარისხიანი და სწრაფი მომსახურების შეთავაზებას მომხმარებლისთვის. კომპანია ცდილობს, აიტი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. Georgian Computer Service მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტებს. 24 საათის განმავლობაში პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ თითოეული მომხმარებლის საჭიროება უზრუნველყოს შესაბამისი სერვისით.    Georgian Computer Service-ის მომსახურებაში შედის: • სრულ კომპიუტერული მომსახურება • 24 საათიანი აუთსორს მომსახურება • კამერების მონტაჟი და მონიტორინგი • უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი • კომერციული და საცხოვრებელი ფართის ქსელური უზრუნველყოფა • ბარათების სისტემის მონტაჟი • WEB დეველოპერის მომსახურება. გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების ფართო არჩევანს.

GCS

Eighteeth Georgia 

Eighteeth Georgia 2 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მისი მიზანია მომხმარებელზე მორგებული უახლესი თაობის პროდუქტების იმპორტი საქართველოში.  Eighteeth Georgia მუდმივად ცდილობს ქართულ სამედიცინო ბაზარს შესთავაზოს ხარისხიანი ინოვაციური პროდუქცია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Eighteeth Georgia-მა შექმნა ინოვაციური ბიუჯეტური აპარატურის ბრენდი, რომლის საშუალებითაც სტომატოლოგიაში შევიდა ინოვაციური პროდუქცია კონკურენტუნარი ფასით. 

Eighteeth Georgia

ჭკვიანი

კომპანია „ჭკვიანის“ მიზანია, შექმნას ინოვაციური ტექნოლოგიები და ტექნიკა, რომელთა დანერგვასაც მოახდენს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. კომპანია ასევე გეგმავს, გახდეს მის მიერ შექმნილი ინოვაციების სერვისის პროვაიდერი. „ჭკვიანის“ მოქმედების არეალი მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ციფრულ და ელექტროტექნიკის სფეროებს. კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, განსაკუთრებით კი მსხვილი სავაჭრო ქსელური კომპანიები.

ჭკვიანი

ჯეოფეი

კომპანია ჯეოფეი 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობა და ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მსხვილი კომპანიების ტექნიკური მხარდაჭერა. 2014 წლიდან კომპანია გახდა საერთაშორისო გამოცდილების ერთ-ერთ საუკეთესო ონლაინ მაღაზიის "Cs-cart" დეველოპერული გუნდის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში. "ჯეოფეი" ინტერნეტ გაყიდვებით დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს სრულ მომსახურებას ელექტრონული კომერციის მიმართულებით.

Geopay

ირნერო

ირნეროს გამოგონება სადეზინფექციო რობოტია, რომელიც ულტრაიისფერი სხივისა და ოზონის საშუალებით, ანადგურებს შიდა სივრცეში ზედაპირებზე არსებულ ყველა ტიპის ბაქტერიას, ვირუსსა და სოკოს. იგი განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო ცენტრების, კვების ობიექტების, სასტუმროებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეების ღრმა დეზინფიცირებისთვის, დაავადებების პრევენციისთვის და ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად. ინოვაცია, ახალი წმენდის მეთოდის წყალობით, ნაკლებხარჯიანია, ამარტივებს დეზინფექციის პროცესს და იძლევა 100%-იან შედეგს. რობოტი დაპატენტებულია და დაიტესტა ლუგარის ლაბორატორიაში.