ბიზნესი

გაიცანი ბიზნესდაჯილდოება 2020-ის მონაწილეები | საუკეთესო სტარტაპისთვის

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე მონაწილეთა რეგისტრაციისთვის სულ ცოტა დრო რჩება. გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ის კომპანიები, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ და მონაწილეობას იღებენ ბიზნესდაჯილდოების კონკურსში.

ოქტომბერი 19, 2020

ნომინაციაში საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის მონაწილეთა 16% დარეგისტრირდა, მათ შორის არიან შენeat, ეკლექტიკ სფეისი, Green IT, რექლესი, ვაინესი.

შენeat - საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის

შენeat-ი მომხმარებელს კვებითი მომსახურების ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც ეხმარება მზარეულებს, დიასახლისებს თუ უბრალოდ ოჯახის წევრებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, დროისა და ენერგიის დაზოგვით მოამზადონ კერძები უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებითა და დეტალური რეცეპტით. ამ ეტაპზე შენeat-ი მომხმარებელს 58 კერძის არჩევანს სთავაზობს, ჩამონათვალი რეგულარულად განახლდება და მომხმარებლის მოთხოვნილებებს გაითვალისწინებს. 

ეკლექტიკ სფეის -  საუკეთესო სტარტაპისთვის

ეკლექტიკი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობის მიზნით დაარსდა. ის ქართულ ბაზარზე თავისი მრავალფეროვანი პლატფორმით გამოირჩევა და განსხვავდება.


ეკლექტიკის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ცნობილი არისტების და შემსრულებლების გვერდით, ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ თავი გაეცნოთ საზოგადოებისთვის და ეკლექტიკის სცენაზე ისინი პირველად წარსდგნენ მსმენელის წინაშე. ასევე, ეკლექტიკის სივრცე დაეთმო იმ ადამიანების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, რომელთაც საკუთარი სივრცე არ აქვთ პროდუქტის საჩვენებლად. 

Green IT  - საუკეთესო სტარტაპისთვის

ყველაფერი 2019 წელს ავტოფარეხში სხვადასხვა ინგრედიენტის შეზავებით დაიწყო, რის შედეგადაც შეიქმნა Green IT-ის პირველი პროდუქტი - გრინ სოილი, რომელიც 6-კომპონენტიანი ორგანულად გამდიდრებული ნიადაგია. გრინ სოილი ერთ-ერთი პირველი სუბსტრატია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ორგანულ აგროქიმიკატად დარეგისტრირდა.


სტარტაპის მიზანია, რომ დეკორაცია და, ზოგადად, გამწვანება ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს. 

რექლესი - საუკეთესო სტარტაპისთვის

რექლესი ქუჩის ტანსაცმლის პირველი ბრენდია საქართველოში, რომელიც განკუთვნილია მოზარდებისთვის. რექლესი ცდილობს ტანსაცმელში გამოხატოს ამ ასაკის ახალგაზრდების პრობლემები - ტკივილი, სიმარტოვე, გაუცხოება. ბრენდი შეიქმნა 15 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკუშა ჯორჯაძის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც მის თაობაში განსაკუთრებულად ნიჭიერი და პოპულარული იყო.


რექლესის კონცეფციაა, რომ ყველა მიმართულებით, რომელიც ბრენდის შექმნას თუ განვითარებას უკავშირდება მთავარი მოქმედი პირები და შემსრულებლები თავად თინეიჯერები იყვნენ. ტანსაცმლის დიზაინზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VAADS) სტუდენტები მუშაობენ. 

ვაინეს - საუკეთესო სტარტაპისთვის 

ვაინესი ღვინის კომპანიაა, რომელიც ადამიანებს გულწრფელობისკენ ანუ იმ ემოციის გამოხატვისკენ უბიძგებს, რასაც ერთი ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ გრძნობენ ადამიანები.


ვაინესი ქმნის ღვინოს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გელაპარაკება. ეს ყველაზე გულწრფელი საფერავი სულ რაღაც წელიწად ნახევარია არსებობს და 15 000 ადამიანი დააკავშირა ერთამენთთან. ამ ერთი წლის განმავლობაში, ნულოვანი დაფინანსებით და მხოლოდ საკუთარი ხარჯებით ვაინესმა 1200 ლიტრი საფერავი ჩამოასხა და ღვინო საშუალოდ, 1700 გულწრფელ ადამიანს გაუზიარა.