ოქტომბერი 05, 2020
„ბადაგონის“ ნაყოფიერი წელიწადი
ღვინის კომპანია “ბადაგონის” ისტორია 2006 წელს კახეთში, სოფელ ზემო ხოდაშენში იწყება.
მეღვინეობის ქართული ტრადიციების დაცვით, ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და მეცნიერული ცოდნის გამოყენებით, კომპანია წლიდან წლამდე იზრდება. თიბისისა და ბადაგონის თანამშრომლობა დაარსების დღიდან დაიწყო და დღეს უკვე არაერთ წარმატებულ რთველს ითვლის.
წელს, ქართული ღვინის უმაღლესი ხარისხი საერთაშორისო კონკურსზე - MUNDUS VINI, კიდევ ერთხელ შეფასდა და კომპანია „ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სტატუსი მიენიჭა. ბადაგონის ღვინოებმა უპრეცედენტო შედეგები აჩვენა - კონკურსში მონაწილე ექვსივე ღვინომ ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინოს - „საფერავი რეზერვი 2010“, უმაღლესი ოქრო და კონკურსის საუკეთესო ღვინის ტიტული გადაეცა.
„ბადაგონის“ მიზანია საუკეთესო ქართული ღვინო ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის, საქართველოს ყველა სტუმრისთვის და ზოგადად, ღვინის მოყვარულთათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანიის წარმატების საფუძველი 400 ჰა უმაღლესი ხარისხის ვენახია, რომელიც კახეთის ყველა მიკროზონაშია გაშენებული. დღესდღეობით, ბადაგონი ქართული ღვინის 9 მილიონ ბოთლს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.
წელს, პანდემიის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი პოზიტიურ პროგნოზს გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ საუკეთესო მოსავალი მათ წარმოების ზრდის საშუალებას მისცემს.