სიახლეები

დაუბრუნდი სასკოლო სეზონს ერთგულთან ერთად

სექტემბერი 05, 2022

არდადეგებისა და შვებულებების ნანატრმა პერიოდმა წელსაც თვალის დახამხამებაში გაირბინა და აი, სექტემბერიც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ამინდს შემოდგომის ჯერ არაფერი ეტყობა, ახლა ის დროა, როცა სკოლაში და სამსახურებში დასაბრუნებლად ყველანი გაფაციცებით ვემზადებით.


ზოგი სასკოლო ნივთებს აგროვებს, ზოგიც კი ახალი, საოფისე ტანსაცმლით ავსებს გარდერობს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები, ამ ბლოგში ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომელიც წინასასკოლო სამზადისს გაგიმარტივებს.

ჩართე შოპინგში ოჯახის ყველა წევრი

სასკოლო პერიოდისთვის მზადება საყიდლებზე წასვლის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ეს პროცესი შენთვის სასიამოვნო შეგრძნებებთან არ ასოცირდება, მაშინ გირჩევთ, ონლაინ შოპინგზე იფიქრო და რაც მთავარია, ნივთების შერჩევაში ოჯახის წევრები, მათ შორის ყველაზე პატარებიც კი ჩართო.


კალმებისა და რვეულების, ჩანთებისა და ტანსაცმლის შერჩევა შეიძლება მათთვის ისეთივე სახალისო აღმოჩნდეს, როგორიც, მაგალითად, მულტფილმის ყურებაა. მთავარია, ეს პროცესი თამაშად აქციოთ. თანაც, თუ ბავშვს მცირედ ძალაუფლებას მიანიჭებ და საშუალებას მისცემ, თავად აირჩიოს ჩანთა ან თუნდაც - რვეული, ეს მათში სწავლისადმი ინტერესსაც კი გააღვივებს. 

უერთგულე სურვილებს და დააგროვე ქულები ონლაინ შოპინგისას

ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნოა, როცა ერთგული ბარათით იხდი, რადგან აგროვებ ყველაზე მეტ ქულას, რომლის დახარჯვაც ერთგულის პარტნიორ კომპანიებშია შესაძლებელი.


სასკოლო სეზონისთვის მზადების გასამარტივებლად ერთგულს შენთვის საინტერესო შემოთავაზება აქვს. 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით სახლიდან გაუსვლელად გაქვს შესაძლებლობა, შეიძინო შენთვის სასურველი ნებისმიერი ნივთი თუ პროდუქტი და დააგროვო ერთგული ქულები.

ერთგულის აქციით სარგებლობა ძალიან მარტივია: გადაიხადე ონლაინ პარტნიორებში ერთგული ბარათით მინიმუმ 300 ლარი და დააგროვე დამატებით ერთგული ქულები.


აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა ერთიანად ან ცალ-ცალკე ერთგულის ონლაინ პარტნიორებში მინიმუმ 300 ლარის შენაძენის გაკეთება;


  • 300 ლარის გადახდისას დაგიბრუნდება 40 ერთგული ქულა;
  • 600 ლარის გადახდისას დაგიბრუნდება 80 ერთგული ქულა.


ერთგულის პარტნიორების სიის სანახავად მიჰყევი ბმულს. დააგროვე და დახარჯე ერთგული ქულები პარტნიორ ონლაინ მაღაზიებში და გახსოვდეს, რომ ქულების დაანგარიშება ძალიან მარტივია — 1 ქულა = 1 ლარი

გაინტერესებს, როგორ აიღო ერთგული ბარათი?

ესტუმრე ერთგულის ვებგვერდს, ციფრულ ბანკს, თიბისის ნებისმიერ ფილიალს ან დარეკე სატელეფონო ცენტრში ნომერზე 2 27 27 27, შეუკვეთე ერთგული ბარათი შენზე მორგებული პირობებით და უერთგულე სურვილებს.