რა უნდა იცოდე 8 ოქტომბრის ზეიმის შესახებ?

სექტემბერი 23, 2022

გამარჯობა მეგობრებო,

 

გიზიარებთ 8 ოქტომბრის ზეიმის ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც სწორ დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

 

ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად მოგაწოდებთ ხოლმე. ასევე, ყურადღებით ვკითხულობთ თქვენს კითხვებს და შევეცდებით უპასუხოდ არცერთი კითხვა არ დავტოვოთ.

  1. ღონისძიება დაიწყება ზუსტად 16:00 საათზე და დასრულდება 23:00 საათზე.
  2. ტრანსპორტირება იქნება ორგანიზებული როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვა ქალაქებიდან. უკან გამომგზავრებას რეგიონების შესაბამისად, დათქმულ დროზე შეძლებთ. თუ საკუთარი მანქანით აპირებთ წამოსვლას, ადგილზე ორგანიზებული იქნება პარკინგი და უმორჩილესად გთხოვთ, დაიცვათ როგორც უსაფრთხოების ყველა წესი, ისე პარკირების მითითებები ადგილზე.
  3. შეშვებას უზრუნველყოფს ჩვენი გუნდის წევრი - tkt.ge. QR კოდები, რა თქმა უნდა, წინასწარ გექნებათ და სასურველია გქონდეთ ტელეფონში.
  4. ჩვენი ღონისძიება მხოლოდ თიბისელებისთვისაა. შესაბამისად, ძალიან მკაცრადაა შეზღუდული უცხო პირებისა და არასრულწლოვანების დაშვება. უმორჩილესად გთხოვთ, არ წამოიყვანოთ ბავშვები ღონისძიებაზე, რადგან არცერთ შემთხვევაში არ მოხდება მათი დაშვება ტერიტორიაზე (ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გამოწვეულია უსაფრთხოების მოთხოვნით).
  5. ღონისძიებამდე ყველა თქვენგანი მიიღებს ღონისძიების რუკას სრული მითითებებით და დეტალურ საათობრივ გეგმას, რომ არაფერი გამოტოვოთ.

 

ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ აქტივობებს გიმზადებთ. ყველა ამ დეტალს ცალკეულ წერილებშიც გაგიზიარებთ.

რა არ უნდა გამოტოვოთ?

  • საერთო ფოტო
  • მუსიკალური პროგრამა
  • ისტორიული გამოცდილებები წინანდლის მამულში
  • ეწვიეთ გასართობ ზონას და აუცილებლად დააგემოვნეთ წინანდლის მამულის ღვინო

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  1. სასახლის ტერიტორია წარმოადგენს დაცულ სამუზეუმო კომპლექსს, ამიტომ ის განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. ბაღის ტერიტორიაზე კი ცალკე გამოყოფილი იქნება მოსაწევი ზონები (აქ მოქმედებს სახანძრო უსაფრთხოება).
  2. კვებას წინანდლის მამულის და სილქ ჰოსფითალითის გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვართ, მათ მიერ შერჩეული მენიუ ძალიან მოგეწონებათ.
  3. აუცილებლად გვექნება სტარტაპერების ზონა დესერტებით - აქ შეგეძლებათ ისიამოვნოთ და დატკბეთ პირდაპირი მნიშვნელობით
  4. მუსიკალური პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია და ამ ნაწილს სიურპრიზად შემოგინახავთ.
  5. ღონისძიებაზე გვიმასპინძლებენ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი კომპანიები, რომლებიც დიდი სიხარულით შემოგვიერთდნენ ზეიმში.
  6. დრეს კოდი არ გვაქვს, თუმცა ყველას მოგიწოდებთ ჩაიცვათ მოხერხებული ფეხსაცმელი (ღონისძიების ტერიტორია ძირითადად ბალახითაა დაფარული). განწყობა იქნება საზეიმო. გართობისა და მათ შორის სპორტული აქტივობების შესაძლებლობაც გექნებათ. თუ მაინც ფიქრობთ „გამოპრანჭვას”, უბრალოდ გაითვალისწინეთ ბაღის რელიეფი და საღამოს სიგრილე.

აქვე გიზიარებთ სასარგებლო ბმულებს და ინფორმაციას

ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ ელმისამართზე:

[email protected]


რედისონის შეთავაზება:

https://link.tbc.ge/RadissonHotels_Offer


წინანდლის მამულის ისტორია:

https://link.tbc.ge/TsinandaliEstate_History


ბლოგი წინანდლის მამულის შესახებ: https://link.tbc.ge/TsinandaliEstate_TBC30


წინანდლის მამულის ლოკაცია:

https://link.tbc.ge/Tsinandali_Location

#TBC30