„ეჯაილურ კულტურაში რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღირებულებაა - არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების, თუ შეცდომები არ დაუშვი არ იქნება ინოვაცია; ძალიან ბევრჯერ უნდა დასვა კითხვა რატომ, მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქციას პირობებში შეძლებ იპოვნო ინსაიტი ანუ დედააზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გაიგებ რა ამოცანა უნდა ამოხსნა. ეჯალი არ არის თვითამოცანა, არამედ ეს არის ამოცანის ამოხსნის საშუალება.
როდესაც კომპანია იზრდება, ემატება დეპარტამენტები და ხალხი, იზრდება ბიუროკრატიაც, ეჯაილი კი ამას ანგრევს. კომპანიის ზომის მიუხედავად უნდა გვინდოდეს, რომ ისევ ის სტარტაპი ვიყოთ, როგორიც მაგალითად თიბისი იყო 1992 წელს და ჰყავდა 10 კლიენტი. ამომავალი პრინციპი ეჯაილში არის სიმარტივე, როგორ ვაკეთებთ საქმეს, როგორ ვურთიერთობთ მომხმარებელთან, როგორ ვაგვარებთ პრობლებებს, სწორედ სიმარტივე არის ის, რაც უზრუნველყოფს წარმატებას,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.