ტექნოლოგია

თვითორგანიზებული გუნდები ტექნოლოგიურ კომპანიებში

რატომ არიან გაბედულები დიდი კომპანიები, რომლებმაც ეჯაილ ტრანსფორმაცია განახორციელეს? ან რატომ არიდებს თავს ზოგიერთი კომპანია ეჯაილ სტრუქტურას და რასთან არის დაკავშირებული ცვლილების შედარებით „მტკივნეული“ ნაწილი? - მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილს პროექტების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით აშკარად გამოხატული უპირატესობები აქვს, თვითკმარი გუნდების არსებობასთან ერთად ჩნდება საჭიროება, რომ ლიგების (tribes) თუ ლეგიონების (chapters) გარეთაც გაზიარდეს ცოდნა საერთო ინტერესებისა და კომპეტენციების თანამშრომლებს შორის.

ივლისი 14, 2021

პრობლემის გადაჭრის გზა ეჯაილშივეა:

 

კლასიკური მოდელით, ე.წ. „ჩეპტერები“ ეჯაილში აერთიანებს საერთო პროფესიის ადამიანებს. თუმცა, რადგან ჩეპტერის მართვის სისტემა ჰორიზონტალურია, თანამშრომლების ძირითადი სამუშაო გუნდი სხვა სპეციალიზაციის კოლეგებისგან შედგება. კომპეტენციების გაძლიერების და განვითარების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მსხვილ ეჯაილ კომპანიაში გუნდების (squads), ლიგების (tribes) და ლეგიონების (chapters) გარდა გაჩნდა კიდევ ერთი ახალი თვითორგანიზებული გაერთიანება - კლუბი.


 

კლუბი საერთო ინტერესების მქონე ადამიანების არაფორმალური გუნდია, რომლის წევრებიც:


  • ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას
  • აზიარებენ სისტემურ პრობლემებს და მსჯელობენ გადაწყვეტის გზებზე
  • ამყარებენ ახალ კონტაქტებს
  • აუმჯობესებენ სამუშაო პრაქტიკას

ყველაზე სისტემურად კლუბები, როგორც არაოფიციალური სტრუქტურები, დღეს მუსიკის სტრიმინგ ციფრულ კომპანიაში, Spotify-ში მოქმედებს.

 

4 მსხვილ გილდიაში (ასეთი ჰქვია კლუბებს Spotify-ში) რომლებიც ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეყნის ოფისებს აერთიანებს, წევრების 80% საკუთარი პროფესიასთან დაკავშირებულ გილდიაშია გაერთიანებული, ხოლო დანარჩენი 20% ახალ სფეროში იღებს ცოდნასა და გამოცდილებას. აზროვნების ეს თავისუფალი სივრცეები, ერთი მხრივ ორგანულ ცვლილებებს განაპირობებს კომპანიაში, მეორე მხრივ კი ზრდის ინდივიდების კომპეტენციას და მოტივაციას.


კლუბების როლი კიდევ უფრო იზრდება ეჯაილ კომპანიის ზრდასთან ერთად. თიბისიში დიდი ხანია სხვადასხვა ფორმით არსებობს ცოდნის გაზიარების პრაქტიკა, თუმცა ამ ტრადიციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის გაჩენა შეემატა პირველი კლუბის - DevOps-ის სახით.

რა არის DevOps?

ციფრული ორგანიზაციების პერფორმანსი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დროულად გამოიტანს კომპანია ბაზარზე კონკრეტულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას და შესთავასებს კლიენტს ახალ ფუნქციონალს. ამ შედეგის შემქმნელი, ბიზნესისა და პროდუქტის გუნდთან ერთად, არის ინფორმაცული ტექნოლოგიების მიმართულება და მათ შორის Software დეველოპერების და IT ოპერაციების გუნდები. იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის სტანდარტული ფორმით მიმდინარეობს პროცესები, ფუნქციონალის დაგეგმვას, კოდის ფორმირებას და იმპლემენტაციას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.


DevOps კულტურის შემოტანა ორგანიზაციაში იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი ფუნქიონალის დაგეგმვიდან მის რეალიზებამდე დრო მკვეთრად შემცირდეს და კლიენტთან მოხდეს მუდმივი სიახლეების შეთავაზება.


ორგანიზაციაში, DevOps კულტურის შექმნისთვის მნიშნველოვანია შექმნას DevOps პროცესები და არსებობდეს თანამედროვე პლატფორმული ხელსაწყოები.


ამ ორი ფაქტორის თანაცხოვრების შედეგად კი კომპანია:


  • სწრაფად ნერგავს ინოვაციურ პროდუქტებს
  • ბიზნეს საჭიროებებს ეფექტურ დროში პასუხობს
  • ხშირად სთავაზობს მომხმარებელს ტექნოლოგიურ სიახლეებს
  • ქმნის უკეთეს ხარისხს

სისტემურ გამართულობასთან ერთად, DevOps-ის დანერგვას თანამშრომლების მხრიდან მიდგომების ცვლილებაც სჭირდება. კლუბი კი თავის მხრივ, პირველ ეტაპზე სწორედ ცნობიერების ფორმირებას და თანამშრომლების განათლებას ისახავს მიზნად. 500 წევრიანი თიბისი DevOps კლუბისთვის უკვე ჩატარდა 3 სესია და დაგეგმილია მომდევნო სესიებიც. პარალელურად გუნდი პრაქტიკული ამოცანებზე მუშაობს და წლის ბოლოსთვის გარკვეული შედეგებს მიღწევას ისახავს მიზნად.

DevOps კლუბი თიბისიში ირაკლი ბერეჟიანის ინიციატივით შეიქმნა:

 

„ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დღეს DevOps ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ კომპანია თავისი ახალი პროდუქტებით და სერვისებით იყოს დროში რელევანტური ბაზარზე, ჰქონდეს კარგი ე.წ. Time to Market.


DevOps-ის პროცესის ჯაჭვი არის მთლიანად ავტომატიზირებული, თუმცა ამ პროცესის სწორად გამოყენებას პირველ რიგში სჭირდება მაინდსეტის ცვლილება. ამ ეტაპზე ჩვენი კლუბი სწორედ ამ საჭიროებას ემსახურება.”


ირაკლი ბერეჟიანი (DevOps ინჟინერი)

რა არის საჭირო თიბისიში კლუბის შექმნისთვის?

კლუბის, როგორც ეჯაილის თავისუფალი სტრუქტურული ერთეულის, მოქნილი ხასიათიდან გამომდინარე ნებისმიერ თიბისელს შეუძლია შემოიკრიბოს რამდენიმე თანამოაზრე და შექმნას პროფესიული განვითარების კლუბი ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა ინოვაციები, ტექნოლოგიები ფინანსები, მარკეტინგი... ინიციატორმა ახალი კლუბის შექმნის სურვილი უნდა დააფიქსიროთ ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილებაში მისამართზე:

guilds@tbcbank.com.ge, წერილში ინიციატორი მოახდენს საკუთარი იდეისა და ხედვისა და მოტივაციის გაზიარება. ვალიდაციის შემთხვევაში კაპიტანი თავად დააორგანიზებს ჯგუფს თიმსში და იქნება შეხვედრების ფასილიტატორი.


„თიბისისთვის როგორც ციფრული კომპანიისთვის განსაკითრებულად მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და ზოგადად პროფესიული განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებისთვის შევქმნათ საკლუბიკაციო სივრცე, რომელშიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ ხედვას და პოზიტიურ თუ პრობლემურ გამოცდილებას. გვჯერა, რომ DevOps კლუბი თიბისიში სხვა კლუბების ფორმირების საფუძველი გახდება და მათი ფუქციონირება კომპანიის ცხოვრების ორგანული ნაწილი იქნება.“


ქეთი თაგვაძე

ინფორმაცია არსებული კლუბების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ინტრანეტში. სასურველ კლუბში გასაწევრიანებლად შეგიძლია მიმართო კლუბის კაპიტანს, ან დააფიქსირო კლუბიში გაწევრიანების სურვილი მეილზე: [email protected]