DEVOTED, ანუ ჩვენ შენ გიძღვნით ამ Ad Black Sea-ს

სექტემბერი 03, 2024

ახალი წელი მრავალი არსებობს.


არსებობს დიუვალი, ნოვრუზ ბაირამი, მუჰარამი,სონგკრამი, როშ ჰაშანა, ჩინური და გრეგორიანული ახალი წლები. 

..მაგრამ, კიდევ არსებობს ერთი ახალი წელი - დღესასწაული სრულიად ქართული (და უკვე არამარტო) შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ზეიმი სილაღისა: Ad Black Sea - International Festival Of Creativity,  

Ad Black Sea მოძრავი დღესასწაული გახლავთ და წელს ის 12-14 სექტემბერს გაიმართება, უმშვენიერეს ხავერდოვან სეზონზე.

ლოკაცია უცვლელია - ჯერ კიდევ 1878 წელს ბრიტანელების ინიციატივით პორტო-ფრანკოდ გამოცხადებული, მაშინ ნაკლებდასახლებული , ახლა კი ქართული შავიზღვისპირეთის ცენტრალური ქალაქი - ბათუმი. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ინტერნაციონალურობის ელფერი ამ ქალაქს ოდითგანვე დაკრავდა.

Ad Black Sea-ც საერთაშორისო ფესტივალად ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვენბისათვის ყოველ წელს ახალ-ახალი ელფერი აქვს ხოლმე. 

წლევანდელი ელფერ-სიტყვა DEVOTED არის და ნიშნავს, რომ არაფრით არ უნდა გამოტოვო ფესტივალი თუ სწორედ შენ ხარ:


Devoted to craft. Devoted to creativity. Devoted to freedom. Devoted to… anything and everything that we deem valuable in our personal and professional life.

DEVOTED ქართულად მხოლოდ ერთი თარგმანით ვერ შემოიფარგლება. ონლაინ ლექსიკონი გვამცნობს, რომ ის ერთგულის, თავდადებულის, მიძღვნილის, განწირულის, გატაცებულის, სულისკვეთებით განმსჭვალულის, შესწირას, მიუძღვნსა და უერთგულას მნიშვნელობებს ატარებს.


თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვა ზუსტად აღწერს იმ შემართებასა და განწყობას, რომელსაც ფესტივალი და მისი ორგანიზატორები უკვე 8 წელია ატარებენ რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის , ადგილობრივი სააგენტოების წახალისებისთვის და საქართველოს შემოქმედებითად ჰაბად ქცევისათვის.


DEVOTED ასევე პირდაპირ ეხმიანება ფესტივალის დამსწრეების, მონაწილეების, ჟიურის და ზოგადად ამ დარგის პროფესიონალების მიმართებას თავის საქმესა და თავის შემოქმედებასთან.

შენ რა გახსენდება პირველი სიტყვაზე DEVOTED?

და, ბილეთები უკვე ნაყიდი გაქვს? რას ელოდები? იქნებ ფესტივალის ლაინ-აფმა იმედები გაგიცრუოს და მიზეზები გაგიჩინოს არ წამოსასვლელად?

ნურას უკაცრავად. ორგანიზატორები წლიდან წლამდე შეუდრეკელი თავდადებით ცდილობენ ფესტივალი უფრო და უფრო დახვეწონ და ერთმანეთზე საინტერესო სპიკერების ნახვის, მოსმენისა და გაცნობის საშუალება მისცენ დამსწრე აუდიტორიას.

სრული ლაინ-აფი კონფიდენციალურია, თუმცა რამდენიმე ჰედლაინერის სახელი უკვე ცნობილია და ესეც საკმარისია იმისათვის, რომ გულის ფანცქალი არ შეიკავო და კალენდარში თარიღები მონიშნო.

პირველი სახელი, რომელიც ფესტივალმა გაგვიმხილა Tanja Grubner-ია. ის არის ქალი Essity, Libresse და Viva La Vulva-ს საკულტო, ტაბუს დამრღვევი და სისხლისფერი ნამუშევრების მიღმა. მისი შემოქმედებითი ხელწერა უშიშარი გადაწყვეტილებების მიღება, სტატუს კვოს დარღვევა და ტოქსიკურ სტერეოტიპებთან ბრძოლაა. Tanja-ს ხელმძღვანელობით Libresse/Bodyform-მა მსოფლიო ბაზარზე სრულიად ახალი განსაზღვრება გაუკეთა ქალის ჰიგიენის კატეგორიას და სამუდამოდ შეცვალა ის.    

Saulo Rocha - DAVID, Madrid-ის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი და მთავარი შემოქმედია ბოლო პერიოდის ცნობილი Burger King-ისა და Netflix-ის კამპანიების უკან. Burger King-ი პრემიერლიგაში ოცდამეჩვიდმეტე ლიგის გუნდი Stevenage-s სპონსორი რომ გახდა, რათა ფიფა 23-ში გუნდის მაისური მათი ლოგოთი მოხვედრილიყო და სიგიჟე კამპანია აეწიათ, ეგ გახსოვს?  


Saulo კანის 65 ლომის (მათ შორის 2 ტიტანის და 5 Grand Prix-ის), D&AD-ის 25 ფანქრის, 59 კლიოს და უთვალავი სხვა ჯილდოს მფლობელია... თუ ჯერ კიდევ არ იცნობ მას, არაუშავს, დრო ჯერ კიდევ გაქვს.

Paco Conde - Activista-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი ენერგიების ტრანსფორმაციული ძალების ღრმა მორწმუნეა. მისმა ხედვამ ქალთა ფეხბურთი აშშ-ში ისტორიაში პირველად მიიყვანა თავის პრაიმტაიმთან და ათასობით ბრაზილიელი ფეხბურთის გულშემატკივარი ორგანოების დონორებად აქცია.. კარიერის განმავლობაში უმუშავია წამყვან პოზიციებზე ისეთ წამყვან სააგენტოებში, როგორებიცაა Sra. Rushmore Madrid, Ogilvy Brazil, BBH London, and Anomaly LA. მოკლედ, მოსაყოლი ნამდვილად ბევრი აქვს. 

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, უკვე გაცხადებული სპიკერებიდან ასევე თვალში გვხვდება Iain Tait-ის, Henrietta Corley-ის, Nina Faulhaber-ის და Ian Mackinnnon-ის სახელები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სპიკერების სიაში უცხოელებისა გარდა, ქართველ ინდუსტრიის როკსტარებსა და სახელოვნებო სცენის წარმომადგენლებს ვიხილავთ. ეთერი ჭკადუა, ნიკა მაჩაიძე და მიშიკო სულაკაური (LAMB) ეცდებიან შემოქმედებითი პროცესს უფრო არტისტული პერსპექტივიდან შეგვახედონ.

Metro Production და Innocean Berlin-ისგან კი პირველ პირში გავიგებთ, როგორ აღმოჩნდა ისტორიაში პირველი კანის ფესტივალის Grand Prix-ი წელს საქართველოში.

DEVOTED არის ასევე ის სიტყვა, რაც პირველი უნდა გაგახსენდეს თიბისისა და Ad Black Sea-ს მეგობრობის შესახებ, ფესტივალის დაარსების დღიდან. 


8 წელია თიბისი წარბშეუხრელად უჭერს მხარს ფესტივალს.


წელს თიბისის ABS-ის ფარგლებში, Mindscapes-ის დამაარსებელი და პარტნიორი - Ravid Kuperberg ჩამოჰყავს. 

Ravid სტრუქტურირებული შემოქმედებითი აზროვნების ტრენერია, მსოფლიოს მასშტაბით უამრავ სააგენტოსთან და ბრენდთან აქვს ნამუშევარი. მას სჯერა რომ თუ შემოქმედებითობა თანდაყოლილი არაა, მისი სწავლა შეიძლება და მან ეს იცის როგორ გააკეთოს. უფრო სწორად უკვე ბევრჯერ გაუკეთებია. Mindscapes-ის მიერ დატრენინგებულ სააგენტოებს, მათი სტრუქტურირებული შემოქმედებითი აზროვნების ინსტრუმენტების გამოყენებით კანის 51 ლომი, მათ შორის 3 Grand Prix აქვთ მოგებული. თუ შენც გაინტერესებს, რას ნიშნავს სტრუქტურული შემოქმედებითი აზროვნება და რა “ხელსაწყოები არსებობს”, როდესაც შემოქმედებითობა “გაჭედილია”, აუცილებლად დაესწარი მის ვორქშოფს ფესტივალის ფარგლებში.

ამას გარდა, წელს, როგორც ყოველთვის თიბისის სივრცე Ad Black Sea-ზე ხელგაშლილი და სიურპრიზებით აღსავსე ელოდება ყველა დელეგატს, როგორც მთავარ ვენიუზე, ასევე ნეთვორქინგ სივრცეში. ორივე სივრცე თქვენ მიერ შექმნილ/შესაქმნელ კრაფტზე იქნება ორიენტირებული.

მთავარი სცენის სივრცე საშუალებას მოგცემს AI-ს მიერ დაგენერირებულ-დაბეჭდილი პოსტერები აიღო შენს ჭკუაზე მოაქციო: შენთვის საყვარელი ნახატი, ჩანაწერი თუ იდეია გადმოიტანო ზედ. ყურადღებით დააკვირდი პოსტერებში ჩამალულ Easter Egg-ებს, რა იცი რას აღმოაჩენ?


რაც შეეხება ნეთვორქინგის სივრცეს - აქ გასული კამპანიების ფარგლებში შექმნილ ბრენდირებული მასალების გადამუშავების საშუალება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება შეგეძლება, რითაც სამახსოვრო ნივთების გარდა, დაგრჩება შეხსენება, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და ბევრნაირად შეიძლება. მთავარი მონდომებაა.


მონდომება, ეჭვი მაქვს, არ გაკლია თუ აქამდე მოხვედი და ამდენი წაიკითხე და ალბათ, უკვე გადაწყვეტილიც გაქვს რომ მოდიხარ. 

თუ ჯერ კიდევ მაინც ორჭოფობ, ამ შემთხვევაში შეგახსენებ, რომ ცხოვრების ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ იმ რაღაცებს ინანებ, რისი გაკეთებაც გულით გინდოდა და არ გააკეთე, ვერ გაბედე, დაგეზარა, შეგეშინდა, არ გიღირდა და ასე შემდეგ, მიზეზებს რა დალევს? 

Sea you there!

P.S

ცომგამოცლილი თუ ცომგამოუცლელი? 

ავტორი: ბასა მეტრეველი