კულტურა სიახლეები

Zeg Tbilisi Storytelling Festival - 5 სპიკერი რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

თიბისი კონცეპტი - პერსონალური საბანკო მომსახურება

ივნისი 05, 2023

8 ივნისიდან 10 ივნისამდე თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი სპიკერები ქართულ აუდიტორიას თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მუშაობისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ.

ფესტივალში მონაწილე სპიკერებმა თავიანთი კარიერის მანძილზე, storytelling-ის გამოყენებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოება შთააგონეს. ეს კი ქართულ აუდიტორიას საშუალებას აძლევს მეტი შეიტყოს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება დისკურსები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, კინოინდუსტრიაში, ფოტოგრაფიაში, ტურიზმში, ფინანსურ სექტორში და არამხოლოდ.

ამ სტატიაში ZEG-ის რამდენიმე სპიკერის ისტორიას გაგაცნობთ, რომლებიც მსოფლიოს თავიანთ უნიკალურ პერსპექტივას უზიარებენ. 

აარონ რასმუსენი ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და კომპიუტერული თამაშების დეველოპერია, რომელიც ონლაინ პლატფორმის, MasterClass-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.


აქ შეგიძლიათ იხილოთ გორდონ რემსის მასტერკლასები კულინარიის შესახებ, ბარაკ ობამას შეხედულებები ქვეყნის მართვაზე ან მარტინ სკორსეზეს ლექციები კინოხელოვნებაზე და მრავალი სხვა. 

რასმუსენის კარიერა მხოლოდ Masterclass-ით არ შემოიფარგლება, აღსანიშნავია, რომ მან Harcos-იც დააფუძნა, რომელიც კოფეინის შემცველ პროდუქტებს აწარმოებს და კოლეჯში სწავლისას რასმუნსენმა რობოტული “ტრეკინგის” სამხედრო სისტემა შექმნა, რომელიც მოძრავ ობიექტებს ავტომატურად უმიზნებს და ესვრის.


რასმუსენის ისტორია ნათლად მოწმობს იმას, რომ ინოვაციურობა და შემოქმედებითობა მარტივად სცდება პროფესიულ ბარიერებს. 

არმანდო იანუჩი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორია, რომელიც რამდენიმე BAFTA-ს მფლობელია. იანუჩი მუშაობდა In the Loop-ის სცენარზე, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი, ხოლო მისმა კომედიურმა სერიალმა Veep რამდენიმე ემი მიიღო. იანუჩის შემოქმედებითი პროექტები ხშირად ისტორიით არის შთაგონებული, როგორიცაა მისი “ისტორიული კომედია” The Death of Stalin და წიგნი Hear Me out, რომელიც კლასიკურ მუსიკასა და მის სილამაზეზე მოგვითხრობს.


არმანდო იანუჩის პროექტები ხშირად “აბსურდულია”, ხოლო ეს აბსურდულობა და შავი კომედია, იანუჩისთვის თანამედროვე მსოფლიოში თვითგამორკვევისთვის აუცილებელი “ხელსაწყოა”. 

ჯო საბია ისეთი კომპანიებისთვის მუშაობს, როგორიცაა Conde Nast Entertainment და Vogue, სადაც მან შექმნა პოპულარული ვიდეოსერია 73 Questions. 2010 წელს გამართულ TED talk-ში საბია Storytelling-ზე, როგორც გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან ასპექტზე საუბრობს.

მისი პროექტები ხშირად სწორედ ადამიანების გამოცდილებების და რეალური ისტორიების გადმოცემაზეა ორიენტირებული. საბიას ერთ-ერთი გატაცება კლასიკური მუსიკაა, კერძოდ, მისი YouTube არხი CDZA, სადაც საბია კონსერვატორიის სტუდენტებისთვის კონცეპტუალურ მუსიკალურ ვიდეოებზე მუშაობდა. 

მარია რესა ჟურნალისტია, რომელიც უკვე 35 წელია აზიის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. მისმა ონლაინ გამომცემლობამ The Rappler მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ფილიპინების მთავრობის კორუფციის მხილებაში, რის გამოც დუერტეს მთავრობის პირობებში, ის 10-ჯერ დაიჭირეს. 2020 წლის დოკუმენტური ფილმი A Thousand Cuts, რომელიც Sundance-ის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი, სწორედ მარია რესას ფილიპინებში მუშაობის ისტორიაზეა.


2021 წელს რესამ ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, ხოლო 2018 წელს ის Time Magazine-მა დეზინფორმაციასა და ფეიკ-ნიუსებთან თავდაუზოგავი ბრძოლის გამო, “წლის ადამიანად” დაასახელა. მარია რესას ავტორიტარიზმთან ბრძოლის გამოცდილება, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს.

ოლივია არტური ფოტოგრაფია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს და მათ კულტურულ იდენტობებს იკვლევს. არტურის დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ნათლად ჩანს, როგორ იჭრება გლობალური პოლიტიკური მოვლენები და კულტურული ფონი ადამიანების პირად ცხოვრებაში.

ფოტოგრაფის წიგნი - Jeddah Diary საუდის არაბეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ისტორიას ფოტოებით გადმოგვცემს, ხოლო მისი მეორე ნამუშევარი - Stranger დუბაიში, გემის ჩაძირვას გადარჩენილი ადამიანის ცხოვრებაზეა, 2013 წლიდან არტური Magnum Photos-ის წევრი გახდა, ხოლო 2020 წელს ფოტოგრაფი Magnum-ის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ tkt.ge -ზე. თიბისი კონცეპტის მომხარებლებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ფესტივალის სრულ პროგრამს გაეცანით აქ.

 

ავტორი: ტატო ანთაძე/Hammock Magazine