სიახლეები თიბისი შენთვის ბიზნესი

“ზარზეიმი ქუთაისში“- არაჩვეულებრივი გასტრონომიული გამოფენა

აგვისტო 26, 2022

„ზარზეიმი ქუთაისში“ ახალი გასტრონომიული ფესტივალია. ის იმერეთის უძველეს ქალაქ ქუთაისში 2022 წლის 3 და 4 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული კერძების, ღვინისა და ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ, აქ ისინი ასევე დააგემოვნებენ ხელით დამზადებული ნაყინის ნაირსახეობას. გამოფენაზე ასეთი მასშტაბით, პირველად იქნება იმერული, ადგილობრივ ოჯახებში დამზადებული ღვინო.

სტუმრებისთვის ფესტივალზე დაუკრავენ ქართული ბენდები:


Circus Mircus


Bad Habitz


The Black Marrows


ერეკლე დეისაძე და ბენდი

"ზარზეიმი" რეგიონის მასშტაბით მეწარმეების გაცნობასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ახალი ბიზნესების მხარდაჭერა და მათი განვითარება, რასაც თიბისი პროექტ "სტარტაპერის" მეშვეობით უწყობს ხელს. თიბისი სტარტაპერი უკვე 5 წელია, რაც არსებობს და მასში მონაწილეობა არაერთმა ქართველმა მეწარმემ მიიღო.

„ზარზეიმი“ ახალი იდეების, ადამიანების და ბიზნესების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. აქ მრავალმხრივ განვითარებული მეწარმეებისა და მათი პროდუქციის აღმოჩენაა შესაძლებელი, ამიტომ კომპანია აპირებს „ზარზეიმის“ ტრადიციად ქცევას. რეგიონული სტარტაპების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა მცირე ბიზნესების საშუალო და დიდ ბიზნესებად ქცევის საწინდარია.

3 და 4 სექტემბერს ეწვიეთ ზარზეიმს, აღმოაჩინეთ ახალი სტარტაპები და დააგემოვნეთ მათი პროდუქცია.

დროის სასიამოვნოდ გატარებას გისურვებთ!