მაისი 07, 2022
ქართველები საყვარელი ხალხია, მაგრამ მასიურად სპორტული ცხოვრება არ იტაცებთ. ამას წინ, ტაშკენტში გავოცდი, დილის 7 საათზე მოვყევი რა მორბენალი ხალხის საცობში. არა, Მე სირბილი არც მიფიქრია, გადაღებაზე მივდიოდი და პარკი უნდა გადამეჭრა მეტრო კოსმონავტებთან. Დარბოდა ყველა, დიდი და პატარა, Შუ ჲერდა, ჰოზირ. თბილისში მსგავს საცობში კი არასოდეს მოვყოლილვარ. ცოტ-ცოტა ხალხი კი დარბის აქაც, მაგრამ როგორც ბებიაჩემი ლილი ამბობს ხოლმე, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
© Red Bull Content Pool, 2019
სირბილი ჩვენს წესში არაა, ერთხელ პატარაობისას ვარჯიშის დროს ანტოშკა უგრეხელიძეს ჰკითხა ერთმა ნაცნობმა, ეგ სიმძიმეები რატომ გაბია სირბილისას ფეხებზე, არ გეზარებაო? კი ეზარებოდა, მეც მეზარებოდა, მაგრამ რომ მოიხსნიდი სიმძიმეებს ხტებოდი დრექსლერივით და კალათშიც ლამაზად ტენიდი.
© Red Bull Content Pool, 2021
Როგორც ვთქვით, სირბილი რაღაცამ უნდა გაიძულოს, მაგალითად წონამ, რომელიც იდეალურად, ფენა-ფენად გემატება ქართული სამზარეულოს პირობებში; ან შეიძლება გაიძულოს გაურკვეველმა ენეფტი ბოტასებმა, რომლის ჩამოშლას ველით დღე-დღეზე მთელი არამორბენალი თბილისი. თუმცა, ბოტასებამდე იყო პროექტი, რომელმაც სირბილი კეთილშობილ საქმედ აქცია და ათიათასობით ჩვენებურს მოანდომა სირბილი. Სავარაუდოდ ბევრი თქვენგანი, ვინც ახლა ამას კითხულობს, მსოფლიო რბენის მონაწილე უკვე იყო, რომელიც 2014 წელს გაიმართა პირველად საქართველოში.
© Red Bull Content Pool, 2019
ახალბედებისთვის განვმარტავ Რა არის “მსოფლიო რბენა”, საერთაშორისო სახელწოდებით Wings For Life World Run. ესაა საქველმოქმედო უნიკალური ტიპის გარბენი, რომელში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოყვარულ და პროფესიონალ მორბენლებს, ასევე ეტლით მოსარგებლე პარასპორტსმენებს და მოყვარულებს. Რბენის დრამატურგია კორონავირუსამდე ასეთი იყო: მთელი მსოფლიოს მასშტაბით მორბენლები სტარტს იღებენ კონკრეტულ ლოკაციებზე თბილისის დროით 15:00 საათზე, ნახევარი საათის შემდეგ კი მოძრაობას იწყებს “ფინიშის მანქანა”. Მორბენალი, რომელსაც მანქანა ეწევა, რბენას ეთიშება, გამარჯვებული კი ისაა, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ფინიშის მანქანა. Მსოფლიო რბენის საწევრო გადასახადი მთელს მსოფლიოში 8 ევროს ეკვივალენტია ლოკალურ ვალუტაში. Შემოსული ფული სრულიად ხმარდება ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების კვლევას.
TEO BOLKVADZE, © Red Bull Content Pool, 2019
იქამდე, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და შეზღუდვები დაგვატყდებოდა თავს, 2014 წლიდან მოყოლებული ათიათასობით ადამიანი მივდიოდით კახეთში, ყვარლისა და ლოპოტას გზების გასაყარზე მდებარე უნაკლოდ მწვანე მდელოზე ვცემდით ბანაკს, დავრბოდით, ვქოშინებდით, ფოტოებს ვიღებდით, გამოთიშვის შემეგ შატლებით უკან, მდელოზე ვბრუნდებოდით, სადაც კონცერტი, ბარბიქიუ, ფრისბი, ბაგირის გადაქაჩვა, ამერიკული ფეხბურთი, ჩვეულებრივი ფეხბურთი და ათასი სხვა თამაში გველოდა. Ეს იყო სახალხო ზეიმი, რომლის ნაწილად თავის გრძნობა დიდი ბედნიერება იყო. Მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გაირბენ, ერთ კილომეტრს თუ ლეგენდარული ლაგოდეხელი ანატოლი ოლეინიკოვივით 60-ს, ფინიშერის სტატუსი და ბედნიერების ორმაგი ულუფა მაინც შენია.
© Red Bull Content Pool, 2021
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო “მსოფლიო რბენა” ჯგუფურიდან ინდივიდუალურ გარბენად გარდაიქმნა. ამჯერად მონაწილეებს კონკრეტული ადგილის მაგივრად ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ სირბილი, მათ აქტივობას სპეციალური აპი გააკონტროლებს, სადაც ვირტუალური ფინიშის მანქანაც კია ჩატვირთული. Ერთი სიტყვით, დარბიხართ სად და როგორც გინდათ, ვირტუალური მანქანა კი მაინც გპოულობთ და აფინიშებთ!
© Red Bull Content Pool, 2021
2022 წლის 8 მაისს, თბილისის დროით დღის სამ საათზე მსოფლიო რბენაზე დარეგისტრებულ ადამიანებს შეუძლიათ ირბინონ ნებისმიერ ადგილას, ხოლო თუ აპირებენ ოჯახის წევრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად სირბილს, შეუძლიათ დინამოს სტადიონზე ირბინონ. Სასიამოვნო სიახლეა ის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მსოფლიო რბენის აპლიკაცია ქართულ ენაზე სრულყოფილად ნათარგმნი წარმოადგინა, სადაც აუდიო მხარდაჭერაც ქართულადაა. Მონაწილეებს ყურში ტელეწამყვანი და მუსიკოსი ელენე კალანდაძე გაამხნევებს, ქეჩერ-მანქანის მძღოლი კი მსახიობი მირიან ჯეჯელავა იქნება. Მართალია ყვარელში აღარ დავრბივართ და კონცერტი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს ორი ადამიანი სადაცაა იქ მცირე დღესასწაულიც გარანტირებულად იქმნება, ამიტომ არ მოვიწყენთ. 8 მაისს დინამოს სარბენი ბილიკები თავის არსებობას გაამართლებს, როგორც წესი ფეხბურთის და რაგბის მოყვარულები მუდმივად ზუზუნებენ იმაზე, რომ სარბენი ბილიკების გამო მოედანი და ტრიბუნები ძლიერაა დისტანცირებული ერთმანეთისგან და ემოცია იკარგება.
© Red Bull Content Pool, 2021
“Მსოფლიო რბენამ” დაამტკიცა, რომ საქართველომ შეიძლება სირბილი მასიურად შეიყვაროს. Ჩვენი საერთო ეროვნული თვისებები, რაც დიდიან-პატარიანად ჰეროიზმისკენ ლტოლვაში და ერთმანეთთან შეჯიბრებაში გამოიხატება, იდეალური ბიძგი აღმოჩნდა wings for life world run - ის პოპულარობისთვის. ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დარდისგან მოსვენებას დაკარგავდა რომ გაეგო, რომ სადღაც ვიღაც ზურგის ტვინის დაზიანებებს იკვლევს და თვითონ არაა ამაში ჩართული. Რამ შეიძლება გვაიძულოს სირბილი, თუ არა გმირობის და შეჯიბრის სურვილმა? Და რა არის ამაში ცუდი? Არც არაფერი. Უდიდესი ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ შენი წყალობით მალე ვიღაცა ფეხზე გაივლის, ხელებს დაიმორჩილებს ან კიდევ ადგება და შემდეგ წელს შენთან ერთად ირბენს მსოფლიოს რომელიმე კუთხეში.
© Red Bull Content Pool, 2021
ფაქტები მსოფლიო რბენის შესახებ:
2014 წლიდან დღემდე:
- მსოფლიო რბენა გაიმართა 195 ქვეყანაში;
- მონაწილეობა მიიღო 925 000-მდე მონაწილემ;
- გაირბინეს 9 000 000 კმ;
- შეგროვდა 33 330 000 ევრო;
- 2006 წლიდან 2021 წლამდე Wings for Life-ის ფონდმა 259 პროექტი დააფინანსა, მათგან 64 კვლავ მიმდინარეა.
© Red Bull Content Pool, 2021
2021 წელს
- 2021 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეთა რიცხვი 195 ქვეყნიდან 184 236 იყო, რაც Wings for Life World Run-ს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ რბენის ღონისძიებად აქცევს.
- 2021 წელს ქართველმა მონაწილეებმა ირბინეს კუს ტბის მიდამოებში, ლისის ტბის გარშემო, დინამო არენაზე, რუსთავსა და ბათუმში.
- 2021 წელს მონაწილეებმა დაფარეს 1,656,841 კმ
- გლობალური გამარჯვებულის ტიტული მოიპოვეს: ეტლით მოსარგებლე არონ ანდერსონმა (66,8კმ) და ნინა ზარინამ (61,2კმ)
- 2021 წელს 4.1 მილიონი ევრო შეგროვდა
2022 წელს ქართველი მონაწილეები აპლიკაციის გამოყენებას ქართულ ენაზე შეძლებენ, 8 მაისს კი სრულად ნათარგმნი ხმოვანი გამოცდილება ელით.
გადმოწერე აპლიკაცია App Store ან Google Store-დან. თუ დინამო არენაზე აპირებ სირბილს, მიჰყევი ბმულს: https://win.gs/WFLDinamo
ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
სასარგებლო ბმულები:
- ინფორმაცია რბენის შესახებ: www.wingsforlifeworldrun.com
- ინფორმაცია ფონდის შესახებ: www.wingsforlife.com
- FB ღონისძიების გვერდი: Wings for Life World Run 2022- Georgia