სიახლეები

ნივთები, რომლებიც ვაზისუბნის მამულში დასვენებას სასიამოვნოს გახდის

Buyers x თიბისი სტატუსი

ივლისი 28, 2020

ვაზისუბნის მამული არის ადგილი, რომლის ისტორიაც კახეთში, 1891 წლიდან იწყება. მამულის დიზაინზე მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გუნდი. სასახლეს შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი იერსახე. ინტერიერში არსებული ნივთების უმრავლესობა საკუთარ ისტორიას ატარებს და ასახავს მე-19 საუკუნის რეალობას. სასახლეს გარშემო აკრავს 120 წლის ტყე-პარკი. ტერიტორიიდან იშლება ხედი კავკასიონზე, ალაზნის ველსა და ვენახებზე.


მამულს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის საკუთარი ენდემური ჯიშის ვენახებიდან მიღებული ღვინოები და ბრენდშეფ ქეთი ბაქრაძის მიერ შედგენილი საინტერესო მენიუ. ვაზისუბნის მამული ელოდება სტუმრებს, ვისაც განტვირთვისთვის სჭირდება მშვიდი გარემო, აინტერესებს მამულის ღვინო, მნიშვნელოვანია ისტორიული ადგილები და მომსახურების მაღალი ხარისხი.

სწორედ ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, გირჩევთ ეწვიოთ ვაზისუბნის მამულს და ასევე იხილოთ იმ ნივთების ჩამონათვალი, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის თქვენი დასვენების დღეებს.

1. Havaianas

გირჩევთ ფუნქციურ, მარტივ და დასვენების დღეებისთვის ყველაზე შესაფერის ყოველდღიურ ჰავაიანას. ბრენდი ბრაზილიის ხმაურიან, ენერგიულ და სპონტანურ ცხოვრებასთან ასოცირდება. ძლიერი იდენტობა და ხარისხი 1960 წლიდან ბრენდის წარმატების გარანტია. ჩვენი რჩევაა შეიძინოთ თეთრი ზღვის ჩუსტები, რამდენიმე ფენისგან შემდგარი ძირითა და ბრაზილიის დროშით, რაც ასევე ბრენდის ლოგოა.

აუზზე გასვლის წინ 15 წუთით ადრე სახეზე დაიტანეთ ბარბარა შტურმის 50%-იანი მზისგან დამცავი შრატი. პროდუქტი დაგეხმარებათ მზისგან დამწვრობისა და დაბერების პრევენციაში. შრატი შეიცავს ვიტამინ E-ს და B-ს, რომელიც იცავს კანს უჟანგბადობისგან, ამშვიდებს და ხელს უშლის მის გაღიზიანებას.

მაგიდის თამაში უფრო სასიამოვნო გახდება სასტუმროს გარშემო არსებულ ტყე-პარკში, პიკნიკის დროს მეგობრებთან ერთად. თამაშში 40 ბარათი და 80 შეკითხვაა, რაც მაგიდის გარშემო საინტერესო დიალოგს წარმართავს. ზოგიერთი შეკითხვა კი ძველ მოგონებებსაც გაგახსენებთ.

ინსტრუქცია: გამოიყენეთ ერთი ბარათი თითო ადამიანისთვის. გადაკეცეთ და ერთ მხარეს დააწერეთ ადამიანის სახელი. ასე გადაწყვეტთ ვის გვერდით ვინ იჯდეს. ყოველ ბარათზე ორი შეკითხვაა. თამაში ხელს უწყობს გვერდით მჯდომების უფრო ახლოს გაცნობას და ამარტივებს შინაარსიან საუბარს.

Table Talk-სგან განსხვავებით, 50 ფრაზისგან შემდგარი მაგიდის თამაში უფრო მეტად რეკომენდირებულია ორი ადამიანისთვის, განსაკუთრებით რომანტიკული ყუთია Spark Romance.


ბედნიერება ერთ ყუთში: ყოველდღიურობის სრული ბედნიერებით განცდა, შთამაგონებელი იდეები და პოზიტივის გაზიარება.


ჯადოსნურობა ერთ ყუთში: მათთვის ვინც ეძებს შინაგან ძალას და სურს საკუთარ ცხოვრებაში იყოს უფრო მეტი ჯადოსნური მომენტი, ყურადღება მიაქციოს სულიერ მხარეს.


რომანტიკულობა ერთ ყუთში: თამაში წყვილებს შორის დიალოგს სახალისოს გახდის. სამივე მაგიდის თამაში მოიცავს 50-მდე ფრაზას და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას იძლევა.

გირჩევთ ძილის წინ მოირგოთ აბრეშუმის თვალის ნიღაბი - Slip. აბრეშუმი ხელს უშლის ძილის დროს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც ხშირად მას რეკომენდაციას დერმატოლოგებიც უწევენ.

7. Komono

თუკი ეძებთ, როგორც ქალის ასევე მამაკაცის მზის სათვალეს, ბრენდი კომონოს ლიმიტირებული კოლექციიდან უნისექს მოდელი Marco Carbon ყველაზე სწორი არჩევანია. Komono 2009 წელს დაფუძნებული ბელგიური ბრენდია, რომლის მთავარი მახასიათებელიც მინიმალისტური ესთეტიკა და ბელგიური ხარისხია.

8. About Arianne

ბრენდის ხედვა და ფეხსაცმლის მოდელები თანხვედრაში მოდის სასტუმროს გარემოსთან. ბაიერსში არსებული პროდუქცია შთაგონებულია ფრანგი ქალით, რომელიც შვებულების დღეებს გამორჩეულ სასტუმროებში ატარებს, ტკბება ხედებითა და აუზთან მზის აბაზანებით. ბრენდი Ernest Vidal-ისა და Ariadna Guirado-ს (Ariadna Arianne-ს ესპანური ვარიანტი) მიერ ბარსელონაში დაარსებული მდგრადი მოდის წარმომადგენელია. ის აერთიანებს ესპანური ფეხსაცმელის დამზადების ტრადიციებსა და ფრანგულ, კლასიკურ კინემატოგრაფიას.

დაბოლოს, თიბისი სტატუსი თავის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ განსაკუთრებული ფასებით სასტუმროში - ვაზისუბნის მამული. 


შეთავაზებას გაეცანი აქ