აპრილი 25, 2023
ლიდერმა ფინანსურმა ინოვატორმა ინგლისმა წელს რიგით მეცხრედ ფინტექ კვირეულს უმასპინძლა. თიბისის API გუნდის წევრი დავით კიკვიძე IFGS 2023-ზე ისეთ სპიკერებს შეუერთდა, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური სერვისებსა და ფინტექ ეკოსისტემებს ქმნიან და ავითარებენ.
წელს დისკუსიების აქცენტები ძირითადად გლობალური ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებას დაეთმო. ფინტექ სერვისები გზას უხსნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრადობას და ფინანსურ სისტემას, სწორედ ამ პრაქტიკებზე დაყრდნობით შეირჩნენ წლევანდელი სპიკერებიც, რომელთა შორის Starling Bank-ის დამფუძნებელი ანი ბოდინი, Coinbase-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ბრაინ არმსტრონგი და Clear Bank-ის დირექტორი ჩარლს მაკმანუსი იყვნენ.
UK Fintech Week მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ღონისძიებაა ფინტექის სფეროში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თავს იყრიან წამყვანი კომპანიები, აზიარებენ საკუთარ მიღწევებს და ინოვაციებს, რითიც ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. თითოეული კომპანიისთვის ამ ღონისძიებაზე გამოჩენა ნიშნავს მისი ცნობადობის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
„ჩემი სიტყვით გამოსვლის მიზანი საქართველოს ეკოსისტემის მსოფლიო ფინტექ საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვითარდება ფინტექის მიმართულებით, დღეს უკვე გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, სარეგულაციო გარემოც და ფინანსური სტაბილურობაც, რომ უმსხვილესი ფინტექ კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით.“
- დავით კიკვიძე.
"ნინო გამხარაშვილი დამიკავშირდა (ბრიტანეთის საელჩო ვაჭრობის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში) და UK Fintech Week-ზე მომიწვია თავდაპირველად დასასწრებად, შემდეგ კი შევძელით, რომ სპიკერის რანგშიც მიმიწვიეს. მივხვდი, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველო წარმედგინა, როგორც ფინტექ ბაზარი, ამ სფეროში ყველაზე წარმატებული კომპანიებისთვის, დიდი მასშტაბის მქონე ღონისძიებაზე. ინგლისი ყოველთვის იყოს ჩემთვის განვითარების, ცივილიზაციის და ეხლა უკვე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სამაგალითო ქვეყანა"
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ფინანსურ სერვისებს სთავაზობს. თიბისის API გუნდის წევრმა დავით კიკვიძემ ლონდონში საერთაშორისო ბაზარს თიბისი გააცნო როგორც წამყვანი ტექნოლოგიურ კომპანიას რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ფინტექ სფეროს განვითარებში. თიბისის გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე, UK Fintech Week-ზე თიბისის გუნდის წევრის დასწრებაც ამ მიზანს ემსახურებოდა:
„ფინტექ კვირეულმა შეგვძინა ახლებური ხედვა, რადგან მსოფლიოს ფინანსური სისტემა, მათ შორის ბანკინგი, ტრანსფორმაციას განიცდის. სრულიად ახალ ბიზნეს მოდელებზე ხდება გადაწყობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თიბისი ამ პროცესებს არ ჩამორჩეს. მაქსიმალურად ვეცადე, ისეთი სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ჩამომეტანა ინფორმაცია, რომელიც ბანკისთვის ღირებულია“
თიბისის წარმომადგენელს ამ ღონისძიებაზე სპიკერის რანგში გამოსვლის შესაძლებლობა ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით მიეცა.
UK Fintech week - ის მთავარი აქცენტი ბანკების და ფინტექის თანამშრომლობა იყო, რადგან საბანკო სერვისების დისტრიბუციის მომხმარებლამდე სრულად ფინტექ კომპანიები შეითავსებენ.
"ლონდონში ჩასვლის დღიდანვე მივხვდი, რომ სხვა სამყაროში ვარ, რა თქმა უნდა, მქონდა კონკრეტული მოლოდინები UK Fintech Week-თან დაკავშირებით, მაგრამ ადგილზე მიღებულმა შთაბეჭდილებებმა, ნეთვოქინგმა თუ გაზიარებული ცოდნის ხარისხმა მოლოდინებს გადააჭარბმა." - დავით კიკვიძე