სიახლეები

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უმასპინძლებს გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები“

თიბისი კონცეპტი

მაისი 05, 2021

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უმასპინძლებს გამოფენასა და პერფორმანსს - „მეხსიერების ფრაგმენტები“სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ გოგი ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის და უტა ბექაიას შემოქმედებას.


გამოფენა 7 მაისს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება. 7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გადაინაცვლებს.

მთავარი ხაზი და კონცეფცია - ექსპერიმენტული თეატრის ხასიათი - სხვადასხვა სივრცეების მონაკვეთებად დატვირთვაა. თეატრი - როგორც თემა - მთელ სივრცესთან შინაარსობრივადაც ახლოს არის და ასევე, ბევრი კუთხით გაშლის საშუალებას გვაძლევს: სცენოგრაფია, კოსტიუმები, დეკორაციები, მუსიკა, ლაით არტი და ა.შ. რაც ძალიან ცოცხალი და თანამედროვე ფორმით იქნება წარმოდგენილი და ფერადოვანი დღესასწაულის ხასიათს დაუტოვებს სტუმრებს.


დაიხაზება სივრცის კონცეპტუალური გეგმა, რომელიც შენობის ნახაზზე იქნება აწყობილი და მაყურებელს მისცემს საშუალებას შოუს ნაწილად იგრძნოს თავი და მოძრაობისას/თვალიერებისას უფრო მკაფიოდ აღიქვას კონცეფცია. შესაბამისად, ექსპოზიციაც ნამუშევრის ფორმით იქნება წარმოდგენილი. სასტუმროს და გამოფენის სტუმრებისთვის, კონცეპტუალური რუკა ერთიანად შეკრულ სახეს მისცემს შოუს და თან, ასევე, სასტუმროს, ამფითეატრის, რესტორნის და სხვა სივრცეების ათვისებას შეუწყობს ხელს.


აკადემიური გამოფენა

სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის რამდენიმე ნამუშევრის ერთიან სივრცეში წარმოდგენა კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვამს ხაზს გამოფენის თეატრალურ ხასიათს, მათი შემოქმედების ურთიერთკავშირი წარმოქმნის საინტერესო ნარატივს და ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელოვანს ერთი განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს. ფარაჯანოვი და მესხიშვილი არაერთხელ გაერთიანებულან სხვადასხვა ნამუშევრებზე მუშაობისას. მათ შორის არის მნიშვნელოვანი კინოფილმი “აშიქ-ქერიბი”, რომლის მხატვარიც გ. მესხიშვილია (პრემია  „ფელიქსი“  საუკეთესო მხატვრის ნომინაცია, ევროპული კინოს აკადემია, ბერლინი). შესაბამისად, მათი სინთეზი ძალიან მსუყე და გამორჩეული იქნება. 

პერფორმანსი

პარალელურად, წინანდლის მამულების პარკის ტერიტორიაზე, გაიმართება უტა ბექაიას ავტორობით თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსი. გამოფენის გახსნის დღეს სტუმრებს მიეცემათ საშუალება შეიქმნან სადღესასწაულო განწყობა და გახდნენ თეატრალური დადგმის მონაწილეები. მთელი პარკის სივრცეში იქნება წარმოდგენილი რამდენიმე სეტი, რაც დამსწრე საზოგადოებას მეტ ფერსა და სიცოცხლეს გადასცემს თავისი საკარნავალო განწყობით, რაც პირველ რიგში, არტისტის მიერ ფარაჯანოვის შემოქმედების გადააზრების შედეგად, თეატრალურ შოუდ იქნება წარმოდგენილი.