ივნისი 07, 2024
თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.
აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
ტექსკოლის კურსები:
- ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
 - ვებგვერდების პროგრამირება (Back End - Python)
 - მობილური აპლიკაციების შექმნა
 - UI/UX დიზაინი
 - გრაფიკული დიზაინი
 - ციფრული მარკეტინგი
 - ფოტო-ვიდეოგრაფია
 
პროექტი, ჯეოლაბთან პარტნიორობით ხორციელდება და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, საქართველოს 11 რეგიონიდან.
სწავლობ და ქმნი ტექსკოლაში