თიბისი შენთვის

თიბისი შენთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის

აპრილი 03, 2020

თიბისი შენთვის - კომპანიის ახალი ინიციატივაა და ყველა იმ არსებულ და ახლადდანერგილ პროექტს აერთიანებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას COVID 19-თან გამკლავებაში დაეხმარება.


პროგრამა 2 ნაწილისგან შედგება, პირველი - 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყო და დისტანციური განათლების ხელშეწყობას, მოხუცი ადამიანების დახმარებას და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებას შეუწყობს ხელს; მეორე - 3 მილიონი ლარის დონაცია - ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს რთული ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებაში დაეხმარება.

თიბისი საზოგადოებას რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით დაუჭერს მხარს, რაზეც სრული ინფორმაცია www.tbcforyou.ge -ზე მოიყრის თავს, ვიდრე საიტს დეტალურად დაათვალიერებთ, გაეცანით ამ მიმართულებებს:


ბიზნესებისთვის 

ბიზნესების მხარდაჭერა მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა:


·      ბიზნესების მხარდაჭერის პლატფორმა

·      ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობა

·      ონლაინ ბიზნესგანათლება

·      შეღავათები საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე

·      შეღავათები ციფრულ პროდუქტებზე.


ციფრული სერვისებისთვის

აქ ნახავთ იმ დისტანციურ სერვისებს, რომელთა დახმარებითაც ყველა საჭირო საბანკო ოპერაციას სახლიდან გაუსვლელად შეასრულებთ. მობაილ  და ინტერნეტბანკის მრაალფეროვანი შესაძლებლობების გარდა, აქ გაეცნობით არაერთ დისტანციურ სერვისს, რომელიც უკონტაქტო გადახდებთან არის დაკავშირებული, რჩევებს მათ წარმატებულად გამოსაყენებლად და ინფორმაციას შემსუბუქებული საკომისიო გადასახადების შესახებ. 


შემეცნებისთვის

თავისუფალი დროის შემეცნებითად გასატარებლად თქვენთვის თავმყორილია ის საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც თიბისის პროექტების პარალელურად იქმნებოდა: აქ დაესწრებით საგანმანათლებლო ლექციებს, იმოგზაურებთ საქართველოს მუზეუმებში, მოუსმენთ თანამედროვე მუსიკოსების ლაივებს, გაიცნობთ შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ადამიანებს, პროფესიონალებს, რომლებიც მოგცემენ რჩევებს, როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი სამუშაო გარემო და ყოველდღიურობა მის მიღმა.


ცხოვრების გამარტივებისთვის

აქ ისეთ შეთავაზებებს ნახავთ, რომლებიც სახლში ყოფნისას ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას გაგიადვილებთ, იქნება ეს ვენდუდან საჭირო პროდუქტების გამოწერა; ჯანმრთელობის, ავტომობილის და უძრავი ქონების ონლაინ დაზღვევა თიბისი დაზღვევისგან, რედმედის  და გლოვოს შეთავაზებები თიბისი სტატუსთან ერთად თუ სფეისის ანაბარი, რომელსაც გაზრდილი, 9 %-იანი სარგებელი აქვს. 


თიბისელები შენთვის

თიბისელები ბოლო შესაძლებლობამდე რჩებიან წინა ხაზზე და საგანგებო მდგომარეობის წესების სრული დაცვით სერვის ცენტრებში და ფილიალებში მომხმარებლებს უწყვეტად უწევენ მომსახურებას, ასევე გაძლიერებული რესურსით მუშაობს სატელეფონო ცენტრი და ყველა სხვა დისტანციური არხი.


თიბისელები ჩართულნი არიან საქველმოქმედო პროგრამაშიც და მათ მიერ შეგროვებული თანხით, რომელიც კომპანიამ გააორმაგა, უკვე შეძენილი იქნა 100 ლეპტოპი საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ დისტანციური სასწავლო პროცესის შეუზღუდავად გასაგრძელებლად საჩუქრად გადაეცემათ. 


საქართველოსთვის

თიბისი შენთვის ფარგლებში კომპანია საზოგადოების სხვადასხვა ფენის დასახმარებლად არაერთ აქტივობას ახორციელებს:


თიბისიმ 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სოციალურად დაუცველ 161 სტუდენტს ლეპტოპები უკვე გადასცა საჩუქრად.


თიბისი დაზღვევა 300, 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს ყველა იმ ექიმსა და ექთანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო საკუთარ თავსა და ოჯახს საფრთხის ქვეშ აყენებს. COVID 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში მათ 10,000 ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ. 


სამედიცინო სექტორის ხელშესაწყობად თიბისიმ უკვე შეიძინა 10, 000 სწრაფი ტესტი, რომელიც ჩამოსვლისთანავე ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

Pამ და სხვა არაერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ინერგება, ინფორმაციას ვებ-გვერდზე www.tbcforyour.ge გაეცნობით, გადადით ბმულზე და აღმოაჩინეთ ახალი რეალობა, ახალი იდეები და ახალი ციფრული შესაძლებლობები.