განათლება სიახლეები თაობა

თიბისი კამპუსი - უფასო ონლაინ კურსები სტუდენტებისთვის

აპრილი 10, 2025

მრავალფეროვანი ინტერესები, სწრაფი განვითარება, მიზნისკენ თავდაჯერებულად სვლა - ეს იმ თვისებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც გამოირჩევა დღევანდელი ახალი თაობა და თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებით თანამედროვე საქართველოს განვითარებაში ხშირად გადამწყვეტი წვლილი შეაქვს.


თიბისის გუნდს გვჯერა, რომ ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაქციეთ. ვფიქრობთ, რომ გამორჩეულ ადამიანებს სწორედ გამორჩეული შესაძლებლობები სჭირდებათ. სჭირდებათ განათლების მიღების აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება, რომელიც მათ მუდმივ ცნობისმოყვარეობას, პერმანენტულ განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას დააკმაყოფილებს.  

თუ შენი თავი ამ დახასიათებაში იცანი, გახსოვდეს, რომ თიბისის გუნდი შენთვის და კიდევ შენნაირი უამრავი ახალგაზრდის ინტერესებზე მორგებულ განათლების პროგრამებზე ყოველდღიურად ფიქრობს. ეს სურვილი ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ, რამაც განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, უამრავი წარმატებული პროექტის ავტორად გვაქცია. თუმცა, ახლა, იმ პროექტზე მოგიყვებით, რომლის პირველ ნაკადზეც მთელი საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი სტუდენტი 2 თვის განმავლობაში თანამედროვე ბიზნეს პროფესიებს ეუფლებოდა. ასეთია თიბისი კამპუსი, რომელიც ახალგაზრდების საყვარელ პროგრამად იქცა და რომლის რეგისტრაციის სტატისტიკა ყოველ ჯერზე გვარწმუნებს - ახალი თაობისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნის სწორ გზაზე ვდგავართ.  

თუ ხარ 18-24 წლამდე, ოდესმე გიფიქრია, რომ ბიზნეს-ტექნოლოგიური დარგები შენი ინტერესის სფეროა, ასევე, გაგჩენია სურვილი, ამ დისციპლინების წარმატებულ ადამიანებთან ურთიერთობის და უფრო მეტიც, მათგან სწავლის, „თიბისი კამპუსში“ ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდები. თუმცა, სწორ დროს ნუ დაელოდები, რადგან თანამედროვე სამყაროში ისეთ მოთხოვნად დარგებში, როგორებიც ბიზნესი და ტექნოლოგიებია, ცოდნის გაღრმავების დრო ყოველთვის არის. მეტსაც გეტყვი, აქამდე თუ თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას - SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე ორი ძალიან საინტერესო მიმართულება - IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაგვემატა. ჩამოთვლილი დისციპლინების პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შესწავლა, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ხელშესახები მაგალითების განხილვით, ბაზარზე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მოგცემს.  

რაც მთავარია, თიბისი კამპუსში სწავლა საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეგიძლია. თიბისის გუნდი დაგახვედრებს მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემა ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა. შენგან კი მხოლოდ მოტივაციასა და სიახლეების სიყვარულს ველით.  

და შენ რაღას ელი? დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 10 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით.

სწავლობ იქ, სადაც ხარ