თიბისელები

თიბისელები ცენტრალური საკრედიტო ადმინისტრაციის გუნდიდან

თიბისელები

თებერვალი 16, 2022

წინა ბლოგში მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრის გუნდის ერთ ნაწილზე ვისაუბრეთ. დღეს ცენტრალური საკრედიტო ადმინისტრაციის გუნდს გაგაცნობთ, რომელიც ეჯაილ ტრანსფორმაციის, ახალი ამოცანების დასახვის, ახალი პასუხისმგებლობების აღების და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესშია.

მარსი, მერკური, სატურნი, პლუტონი, იუპიტერი, ნეპტუნი - ასე ჰქვია განყოფილების ეჯაილ გუნდებს, რომლებშიც „კოსმონავტი“ თიბისელები მუშაობენ ჩვენი ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად.

მათი მიზანია ბანკის მასშტაბით უზრუნველყონ საკრედიტო საქმიანობის ეფექტურობა და მაღალი ხარისხი, გამოავლინონ რისკები და იზრუნონ მათ შემცირებაზე.


ახლა, როცა გუნდი უფრო ავტონომიური ხდება, დელეგირებული ამოცანების რაოდენობასთან ერთად, მათი როლიც იზრდება თიბისის მისიის- ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივების - შესრულებაში.

ანი კალმახელიძე

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რამაც შეცვალა შენი პროფესიული გზა


- როდესაც სრულად ვიგრძენი პასუხისმგებლობა ჩემს ცხოვრებაზე და მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი განვითარება.

რომ არა ბანკი, სად იმუშავებდი?


- ასეთ ადგილზე უკვე ვმუშაობ. 4 წლის წინ გადავწყვიტე მესწავლა და გავმხდარიყავი ფსიქოთერაპევტი. დღეს ვარ პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, სადაც სიამოვნებით ვმუშაობ. ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც ავისრულე.

რას აფასებ ყველაზე მეტად თანამშრომელში?


-კოლეგიალობას, რაც გულისხმობს სტრესულ სიტუაციაში ერთმანეთის გათვალისწინებას.

 

გიორგი კალანდაძე

პირველი ნაბიჯი რომელსაც კრიტიკულ სიტუაციებში დგამ. როგორ იწყებ პრობლემის მოგვარებას?


-  პირველ რიგში საჭიროა სიმშვიდის და რაციონალურობის შენარჩუნება. ვცდილობ შევაფასო პრობლემის არსი, ვიპოვო გადაკვეთის წერტილები და მაქსიმალურად მარტივი მიდგომით მივაღწიო ოპტიმალურ მიზანს.

რა გაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას?


- ყველაზე დიდი მოტივატორი იმ გუნდთან ერთად მუშაობაა, რომელიც მუდამ ენერგიულია და პოზიტიური განწყობით მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციას.

ჩვევა/ტრადიცია, რომელიც გეხმარებათ სამუშაოზე კონცენტრაციაში


- გასნაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, უბრალოდ ვცდილობ ყოველი დილა პოზიტიურად დავიწყო და ამისთვის სხვადასხვა გზას ვნახულობ ხოლმე

ლიკა შევარდნაძე

შენი სამომავლო პროფესიული გეგმა


- ჩემი პოზიცია ეჯაილში ჩართვისთანავე შეიცვალა, გავხდი ჩემ თავზე მეტად დამოკიდებული, გადაწყვეტილებების მიღება უფრო აშკარად და მკვეთრად მიწევს, ამიტომ პროფესიული გეგმა ლიდერის პოზიციაზე გადასვლაა.

სირთულე სამსახურში, რომელსაც გაუმკლავდი


- უკმაყოფილო კლიენტებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება. ეს პროცესი რთული იყო, თუმცა არა შეუძლებელი. 

რა არის შენი ყოველდღიური სამუშაო რუტინის უცვლელი ნაწილი


- მიყვარს წესრიგი, ამიტომ აუცილებლად ვაწესრიგებ გარშემო ნივთებს და ასევე სულ გახსნილი მაქვს უორდის ფაილი ჩანაწერებისთვის, ყველაფერს ვინიშნავ.

ნინო კენჭოშვილი

როგორია შენთვის იდეალური სამუშაო გარემო?


- ასეთი გარემოს შექმნაში თითოეულ თანამშრომელს დიდი წვლილი მიუძღვის. საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ადამიანები, ვფიქრობ, ერთი ორგანიზმივით, საათის პრინციპით მოქმედებენ. მნიშვნელოვანია კომფორტი და თავისუფლება.


ჩვენი განყოფილება ახლა საკმაოდ რთულ და საინტერესო ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესს გადის, რაც თავის მხრივ პოზიტიურად აისახება ჩვენს გარემოში, რადგან აუცილებელია ცვლილებები და სიახლეები. საქმე უნდა გაძლევდეს მუდმივად განვითარების საშუალებას. უნდა გიწევდეს არასტანდარტულ ამოცანებთან შეჭიდება, რომლებსაც დამოუკიდევლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც კოლეგებში აფასებ


გუნდურობა. ეს ერთი შეხედვით მარტივი უნარია, თუმცა რეალურად ბევრ რამეს მოიცავს. დიდი ძალაა იმის ცოდნა, რომ შენს გვერდით ადამიანები მუდმივად მზადყოფნაში არიან დახმარებისთვის.

თამარ ჩირანიშვილი

გაგვიზიარე შენი პირველი შთაბეჭდილებები თიბისიში


- ჩემთვის თიბისელობის ისტორია 2011 წლიდან იწყება. საბანკო სფეროში საჯარო სამსახურიდან მოვედი, კერძო სექტორში ყველანაირი გამოცდილების გარეშე. ზოგადად ახალი ადამიანები, საქმე და პასუხისმგებლობები გარკვეულწირად სტრესორია და არც მე ვიყავი გამონაკლისი.


გამოწვევა იყო, რომ იერარქიული და მკაცრად განსაზღვრული სამუშაო რეჟიმიდან აღმოვჩნდი საკმაოდ აქტიური, დინამიური კორპორაციული კულტურის მქონე ორგანიზაციაში და მაშინვე მივხვდი, რომ ეს მოცემულობა აბსოლუტურად სხვა გამოცდილებას მომცემდა.

რატომ კვლავ თიბისი 10 წლის შემდეგ?


- რთულია ამდენი ხანი მუშაობდე ერთი და იგივე ორგანიზაციაში ისე, რომ ყოველდღიური სამუშაო პროესი არ გექცეს რუტინად. თიბისის ჯანსაღი კულტურა და დახმარებისთვის მუდმივად მზადყოფნაში მყოფ ადამიანებთან ერთად მუშაობა ჩემთვის ცალსახად მთავარი მოტივატორია. საკუთარ თავს ამ დიდი გუნდის ნაწილად აღვიქვამ და კომპანიის ყველა წარმატებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ხატია იობაძე

რა გაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას სამსახურში?


- იმის წარმოდგენა რომ შესაძლოა გარკვეული პროცესის მნიშვნელოვანი რგოლი ვიყო, არის მთავარი მოტივატორი ყველა იმ საქმეში რასაც ვაკეთებ.

როგორ მოხვდი თიბისიში? 


- იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ასეთი განვითარებული ონლაინ პლატფორმები, ამიტომ ფერადი პრინტით დაბეჭდილი რეზიუმე რისეფშენში მომღიმარ თიკო ბერიკაულს გადავეცი იმ იმედით რომ ჩემი ფერადი რეზიუმე კადრების განყოფილებამდე მიაღწევდა.


რადგან ბანკში მუშაობის გამოცდილება არ მქონდა, სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიაზე შემოვიტანე განაცხადი. თუმცა, ტესტირების და ინტერვიუების შემდეგ შემომთავაზეს სტუდენტური სესხების რისკების მენეჯერობა, რაც დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და სიამოვნებით დავთანხმდი.

რითია გამორჩეული თქვენი გუნდი?


- კონსტრუქციული და თავისუფალი კომუნიკაციის ფორმით ჩვენს სტეიქჰოლდერებთან. ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ და სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დაგეგმარების უნარ-ჩვევები.

 

გიორგი ტურძელაძე

რა არის შენი სამომავლო გეგმა პროფესიაში?


- პროფესიით იურისტი ვარ, „საქართველოს ადვიკატთა ასოციაციის“ წევრი. თიბისიში მუშაობის პარალელურად ვიღებ თეორიულ თუ პრაქტიკულ გამოცდილებას საადვოკატო საქმიანობაში. ჩემი სამომავლო გეგმებიც ადვოკატირებას უკავშირდება.

თვისება რომელიც ყველაზე მეტად გეხმარარება ყოველდღიური სამუშაო პროცესის გამარტივებაში


- დისციპლინა, რაც თავის მხრივ ძლიერ ნებისყოფას ამუშავებს.

რომ არა თიბისი, სად იმუშავებდით?


- მაინც თიბისიში დავიწყებდი მუშაობას კარიერის საწყის ეტაპზე.

 

სალომე გოცაძე

წესი, რომელსაც არასდროს ღალატობ სამუშაო პროცესში


- ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ყველა ნაბიჯი საპასუხისმგებლო და ნიშვნელოვანია, შესაბამისად წესი, რომელსაც არასდროს ვღალატობ არის მაღალი პასუხისმგებლობა საქმის, გუნდის და რაც მთავარია საკუთარი თავის წინაშე.

როგორ მოხვდი თიბისიში?


- ორიგინალურობის გარეშე. სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის ძებნას შევუდექი. თიბისი საკრედიტო ადმინისტრატორს ეძებდა. საბუთები შევიტანე და გასაუბრებამ და ტესტირებამ კარგად ჩაიარა. სასიამოვნოა როცა ქართულ საბანკო სექტორში ყველაზე დიდი კორპორაციული კულტურის მქონე კომპანიის ნაწილი ხარ.

სამომავლო გეგმები?


- სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მინდა ყურადღება გავამახვილო მოკლე დროში განსახორციელებელ მიზნებზე. ახლა ეჯაილ სტრუქტურით ვმუშაობთ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უფრო დამოუკიდებლები ვართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც საშუალებას მომცემს სრულად გამოვიყენო ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პროცესების გამარტივებისთვის. შევეცდები ჩვენს საქმიანობაში შევიტანო სიახლეები და ახალი მიდგომები დავამკვიდრო.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე