თებერვალი 09, 2024
უკვე ერთ წელზე მეტია, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის კიდევ უფრო გასამარტივებლად და ასაჩქარებლად თიბისიმ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს.
2024 წლის 26 იანვარს თიბისიში წლის პირველი Agile ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თიბისის Agile ტრანსფორმაციის ლიდერი, ინგა ყელაურაძე და ციფრული ტრანსფორმაციისა და ოპერაციების მიმართულებით Thoughtworks-ის წამყვანი კონსულტანტები, ბენჟამინ კრემერი და პოლ ვაისი წარუძღვნენ.
თიბისის Agile ქოუჩმა, ქეთევან ცომაიამ 26 იანვარს გამართული ღონისძიება და Thoughtwrks-ის წამყვან კონსულტატებთან ერთად განხილული თემები დეტალურად მიმოიხილა.
ქეთევანის თქმით, ღონისძიების სპიკერებმა თიბისისა და Thoughtworks-ის კოლაბორაციაზე ისაუბრეს და თანამშრომლებს Agile ტრანსფორმაციის ის ხუთი ძირითადი პრინციპი გაუზიარეს, რომელიც კომპანიაში მორიგი ცვლილებების საფუძველი გახდა.
ქეთევანი გვიყვება, რომ ღონისძიების ჰიბრიდულ ფორმატში ორგანიზებამ მასზე დასწრების შესაძლებლობა მისცა თიბისის Agile სტრუქტურის ყველა დაინტერესებულ თანამშრომელს, მათ შორის თიბისი ტექის წარმომადგენლებს. ღონისძიებას სულ 200-მდე ადამიანი დაესწრო (მათგან 60-მდე - ფიზიკურ გარემოში, დანარჩენი Microsoft Teams-ის გამოყენებით).
ღონისძიებაზე აქცენტი Agile ტრანსფორმაციის ხუთ ძირითად პრინციპზე გაკეთდა:
● გონებრივი მოდელებისა და მმართველობის თანხვედრა (Aligning mental models and governance).
● თვითორგანიზებადი, პროდუქტებისა და სერვისების შესაბამისი გუნდები (Autonomous teams aligned to products & services)
● ინკრემენტული ცვლილებები სწავლისა და ადაპტაციის წასახალისებად (Change in increments to enable learning and adaptation)
● მულტიტასკინგის შემცირება და მიმდინარე საქმეების დაბალანსება (Limit context switching and work in progress)
● ფოკუსი ცვლილებებზე სხვა მიმართულებებში სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად (Focus the change while keeping other areas stable)
"ამასთან, ყურადღება გამახვილდა თვითორგანიზებადი გუნდების ტრანსფორმაციის სასიცოცხლო ციკლზე — მიმართულებებზე, სადაც Thoughtwork-ისა და თიბისის თანამშრომლობა უკვე შედგა. ასევე სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ" — ქეთევან ცომაია.
მისივე თქმით, თიბისისთვის Thoughtworks-სთან სტრატეგიული პარტნიორობა განვითარებისთვისა და კონკურენტუნარიაონობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა.
"იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ტექნოლოგიები კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია და საბანკო სფერო მუდმივად ვითარდება, თიბისი ბანკი ტექნოლოგიების გაუმჯობესებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს"
ქეთევანი გვიზიარებს, რომ Thoughtworks ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სფეროში 30 წლიანი პტაქტიკული გამოცდილებით არის ცნობილი და მათთან თანამშრომლობა თიბისი ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული ინფრასტრუქტურა და სისტემები გააუმჯობესოს, რაც მომხმარებლისთვის გამარტივებული და ეფექტური ციფრული ბანკინგის გამოცდილების შექმნას უწყობს ხელს.