სიახლეები კულტურა

The Killers: მუსიკალური ჯგუფის ისტორია და საინტერესო ფაქტები

აგვისტო 14, 2023

მუსიკალური ჯგუფი the killers 2001 წელს შეიქმნა, მას შემდეგ რაც Brandon Flowers ჯგუფიდან “Blush Response“ გამოუშვეს. ის Oasis-ის კონცერტზე იყო, როცა მიხვდა, რომ როკ ჯგუფის წინამძღოლობა მისი ნამდვილი მოწოდება იყო.

მუსიკოსების ძიებაში მისი პირველი აღმოჩენა გიტარისტი Dave Keuning იყო. მათ შეხვედრისთანავე დაიწყეს მუსიკის წერა და სანამ მათი პირველი სიმღერების - "Mr Brightside" და "Desperate"-ის დემო ვერსიებს ჩაწერდნენ, დრამერი Matt Norcross დაიქირავეს. ერთი თვის შემდეგ, მათ კიდევ ორი სიმღერა ჩაწერეს. 

საბოლოოდ, ჯგუფს იმ მხარეში კარგად ცნობილი დრამერი Ronnie Vannucci Jr და ბას გიტარისტი Mark Stoermer შეუერთდნენ, რის შემდეგაც დაიწყო The Killers-ის ეპოქა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ჯგუფის.

Brandon Flowers ასევე დიდი ფანი იყო ინგლისური ჯგუფის New Order, მათი სიმღერის კლიპში “Crystal” თვალი მოკრა დრამზე ამოტვიფრულ წარწერას “The Killers”. სწორედ ეს გახდა ჯგუფის სახელის ინსპირაცია.

ასე დაერქვა ჯგუფს The Killers

ჯგუფის ადრეული წლები ბნელ საიდუმლოს მალავს: ჯგუფის სადებიუტო ალბომში, Hot Fuss, სიმღერების ტრილოგია უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვითხრობდა მკვლელობის ამბავს.

Brandon შთაგონებული იყო სიმღერით Sister I'm A Poet, რომელიც მოგვითხრობს „დანაშაულის რომანტიკაზე“: „კარგად შევისწავლე ეს ტექსტი და რაღაცანაირად თითქოს ჩემშია ჩადებული“, ამბობს არტისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.

Giorgi Chanturia

The Killers-ის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც ინგლისის ყურადღების ცენტრში მოექცა, იყო Jenny (როგორც მაშინ იყო ცნობილი), რომელიც 2003 წლის ნოემბერში გამოჩნდა. 

სიმღერის ტექსტი, ასახავს პოლიციის ინტერვიუს, სადაც მთავარი გმირი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას: "ამ დანაშაულის მოტივი არ არსებობს, ჯენი ჩემი მეგობარი იყო". მაგრამ რა დაემართა ჯენის?


The Killers’ Murder Trilogy ამ სიმღერებისგან შედგებოდა:

1 - The Killers - Leave The Bourbon On The Shelf

"Leave The Bourbon On The Shelf” არის წყვილის დაშორების შესახებ: ბიჭს მხოლოდ ის აინტერესებს, რომ დაიტოვოს მათ მიერ ნაყიდი ვისკი."

სიმღერის ტექსტი პირდაპირ არის მიბმული "Jenny Was A Friend Of Mine"-სთან: "ჯენიფერ, მითხარი სად ვდგავარ და ვინ არის ის ბიჭი, რომელსაც შენი ხელი უჭირავს?"

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ვისკი დარჩა, ის მაინც უკმაყოფილოა: "მომეცი კიდევ ერთი შანსი ამაღამ / და ვფიცავ, რომ გამოვასწორებ." ამ ტექსტს კი მეორე ნაწილამდე მივყავართ…

2 - The Killers - Midnight Show

მთხრობელი ჰპირდება, რომ ჯენის "შუაღამის შოუზე" თავისი მანქანით წაიყვანს. თითქოს ღამის გასეირნება დაძაბულობას შეამსუბუქებს.

მაგრამ ჯენისთვის ეს ყველაფერი კარგად არ გამოიყურება.

3 - The Killers - Jenny Was A Friend Of Mine

სიმღერის ტექსტი გვიყვება როგორ ცდილობს მთხრობელი პოლიცია დაარწმუნოს, რომ მას ჯენისთვის არაფერი დაუშავებია: "ჩვენ ვიჩხუბეთ გასეირნებაზე წვიმაში." ის აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ მისთვის ზიანი არ მიუყენებია. "ამ დანაშაულის არანაირი მოტივი არ არსებობს, ჯენი ჩემი მეგობარი იყო."

Brandon ამ სიმღერაზე ამბობს: "დაშორების გადაწყვეტილების მიღება ნორმალურია, მაგრამ როცა ვინმე სხვას პოულობს, საშინელებაა. ეს ყველაზე ცუდი გრძნობაა მსოფლიოში."

The Killers’ murder Trilogy-ის შემდეგ, 2004 წელს მათ პირველი ალბომი The Fuss გამოუშვეს, სადაც ტრილოგიის სიმღერებსაც ვხვდებით, გარდა “Leave The Bourbon On The Shelf”. Ჯგუფი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გამოშვებას გეგმავდა Murder Trilogy-ის შესახებ, ამბიციური გეგმით, შინაარსითა და პერსონაჟებით, რომლებისთვისაც ისეთ ცნობილ ადამიანებს განიხილავდნენ როგორებიც იყვნენ Paris Hilton და Kelly Osbourne (ჯენის როლში).


თუმცა პოპულარობასთან ერთად, ფილმის გადაღება ნაკლებად პრიორიტეტული გახდა.

ფაქტები, The Killers-ის შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდი:

  • The Killers-ის შექმნამდე Brandon Flowers მიმტანად მუშაობდა


  • Brandon-ს აქვს ფრენისა და რიცხვის 621 შიში - Ouija-ს თამაშმა ბავშვობაში მას უთხრა რომ 6/21 რიცხვში მოკვდებოდა, რაც აღმოჩნდა, რომ მისი დაბადების თარიღიცაა.


  • The Killers-თვის სტიქიური მოვლენები არ არის უცხო - "Believe Me Natalie"-ს ჩაწერისას მიწისძვრამ Ronnie დრამის სკამიდან ჩამოაგდო. "Change Your Mind"-ის ჩაწერისას, ისინი ხანძარში მოყოლას გადარჩნენ.


  • სიმღერა “Uncle Johnny” Brandon-ის ბიძაზეა, რომელიც მისივე თქმით ოჯახის “შავი ცხვარი” იყო.


  • სიმღერა ‘Mr Brightside’ თითქმის ყოველ წელს ხვდება ტოპ 100-ში - სიმღერა პრაქტიკულად ყოველთვის იყო ინგლისის მუსიკის ოფიციალური ჩარტის დასაწყისში 2004 წლიდან გამოსვლის შემდეგ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ “Mr Brightside” ზედიზედ 35 კვირა იყო ჩარტებში 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის მარტამდე. 


  • The Killers ყველაზე წარმატებული ჯგუფია ნევადადან - Მათ გაყიდული აქვთ 22 მილიონზე მეტი ჩანაწერი მთელს მსოფლიოში.


  • The Killers აქვს “რიტუალი”, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ აკეთებენ და მას ‘The Cuddle’-ს ეძახიან - Ბრენდობი განმარტავს: “სცენაზე გასვლამდე, ყველანი წრეს ვკრავთ, ძალიან ახლოს ვდგებით ერთამენთთან. თითქოს ფეხბურთის თამაშისთვის ვემზადდებით მწვრთნელთან ერთად.”


  • ათწლეულების განმავლობაში ბენდი საშობაო სიმღერებს უშვებდა

The Killers საშობაო კონცერტი

The Killers 15 აგვისტოს, საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართავს კონცერტს. არ გამოტოვო ლეგენდარული ჯგუფის შესრულება, სადაც 20 წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს მოისმენ.


ბილეთები შეიძინე აქ: